,,ზუსტად ვიცი, აუდიოჩანაწერის გავრცელება ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია”- ნიკა მელია

,,ზუსტად ვიცი, აუდიოჩანაწერის გავრცელება ვანო მერაბიშვილის დაგეგმილია, ჩათვალა, რომ ამას შეეძლო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა,” – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, ჩანაწერის გავრცელებით ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და დიდი სხვაობით წააგებენ არჩევნებს.

„უკანონო გზით და მეთოდებით მოპოვებული აუდიო-ვიდეოჩანაწერები არის იმდენად დიდი სიბინძურე, მის შინაარსში შესვლა ნიშნავს მის ლეგიტიმაციას. ფენომენი – ფარული მიყურადება კონკრეტული დანაშაულია. ამ დანაშაულის ჩადენის შედეგად, თუ გავლენა უნდა ვინმეს მოიპოვოს პარტიის შიგნით, ხვალ ქვეყნის მმართველობისას გამოიყენებენ. ის ადამიანები, ვინც დღეს ვანო მერაბიშვილის გუნდის წევრები არიან, 2012 წელის ციხის კადრები რომ გავრცელდა, დღესაც გეტყვიან, რომ ადამიანების ემოციებზე უნდოდათ თამაში, ამიტომ წინასაარჩევნო კამპანიაში გაავრცელეს და შედეგად, სახელმწიფო დაიღუპა. ახლა რატომ აკეთებს ვიღაც წინასაარჩევნო კამპანიაში, შემთხვევით, იმავენაირად ემოციებზე თამაში ხომ არ უნდათ, ის შედეგი რომ დაფიქსირებულიყო, რომელიც შეუძლებელია დაფიქსირდეს. ფარული მიყურადება, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერი ერთია, მაგრამ თვე-ნახევრის განმავლობაში ადამიანები, რომლებიც მე მიპირისპირდებიან, ამ ჩანაწერებს საკუთარ მობილურ ტელეფონებში დაატარებდნენ და ასმენინებდნენ კონკრეტულ ადამიანებს. ეს ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრმა აქტიურმა წევრმა იცის, რეგიონშიც და თბილისშიც. გავრცელდა ეს ჩანაწერი და შემდეგ განცხადებით დაგმეს, რა პასუხი გასცეს იმ ასობით ადამიანს, რომლებსაც მოასმენინეს. მეორე მხარე როდესაც საუბრობს, ნიკა მელიას მეგობრებმა თქვეს, ეს ვანო მერაბიშვილის გავრცელებულია, არადა, სინამდვილეში, სუს-ის გავრცელებულიაო, მე როცა ვიცი დანამდვილებით კონკრეტული, მათ შორის, პოლიტიკოსები, რომლებიც დაატარებდნენ ამ ჩანაწერებს, ახლა რომ ვთქვა, სუს-მა მოიპოვა ეს ჩანაწერი, მიაწოდა ამ ბატონებს და მერე დაარბენინებდნენ სხვადასხვა ადგილას, ეს ვერსია მათ კარგ მდგომარეობაში ჩააყენებს?! დიახ, მე მაქვს არათუ გონივრული ეჭვი, ვარაუდიც არა, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ვანო მერაბიშვილის დაგეგმილი. მან ჩათვალა, რომ ამ აუდიოჩანაწერის გავრცელებას შეეძლო გავლენის მოხდენა არჩევნების შედეგებზე. მეტიც, ახლა ვფიქრობ, რასაც დასაწყისში ვერ ვფიქრობდი, სიმართლე გითხრათ, ლევან ხაბეიშვილი კანდიდატად რომ წარადგინეს, ჩემთვის ამოუხსნელი იყო, ამ მდგომარეობაში რატომ აყენებდნენ ადამიანს, რადგან მისი გამარჯვების თეორიულ შანსსაც ვერ ვხედავდი. ახლა გავაკეთე დასკვნა, ალბათ ამ ბატონს ჰქონდა იმედი, ეგულებოდა ეს ჩანაწერი, იფიქრა, მელიას რა კანდიდატიტაც არ უნდა დავუპირისპირდე, მე ჯოკერი მაქვს, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამას გავავრცელებინებ ვიღაცას. რთულია ბევრისთვის ამაზე საუბარი, ამორალურობაა, ჩემთვის მორალური დაცემის მაგალითია. ვფიქრობ, ამ ჩანაწერის ეიმედებოდათ, სინამდვილეში პირიქით მოხდა, ფეხში პოლიტიკური გასროლა განახორციელეს და დიდი სხვაობით წააგებენ ამ არჩევნებს“, – განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

მსგავსი თემები