,,რუსეთი უკრაინის რუსოფობიურ დიქტატურად გადაქცევას ვერ შეეგუება”- რუსეთის ელჩი გაეროში

,,მოსკოვი ვერ შეეგუება, რომ უკრაინა რუსოფობიური დიქტატურა გახდეს,” -ამის შესახებ რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ში ვასილი ნებენზიამ განაცხადა.

მისი მტკიცებით, რუსული რაკეტა, რომელიც დნიპროში ჩამოვარდა, უკრაინულმა სარაკეტო თავდაცვამ ჩამოაგდო.

„რუსეთს, როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, არ აქვს უკრაინის, როგორც სახელმწიფოს ლიკვიდაციის მიზანი, თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია და არ შევეგუებით იმ ფაქტს, რომ ჩვენს კართან საძულველი რუსოფობიური და ანტიქრისტიანული დიქტატურა ჩნდება, ”- განაცხადა ნებენზიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

 

 

მსგავსი თემები