,,წოლით რეჟიმზეა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება – ვითარება კიდევ უფრო უარესდება”- ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა და ვერ გადაადგილდება. მისივე თქმით, ვითარება კიდევ უფრო უარესდება.

„კვლევა პროცესშია, არ არის დასრულებული. ჩემი თანდასწრებით ახლაც იყვნენ სხვა პროფილის ექიმები მოსულები, კონკრეტულად ტრავმატოლოგები. ვითარება კიდევ უფრო უარესდება, ადამიანი შვებას ვერ ნახულობს ვერც ტკივილის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვერც ტემპერატურის კლების თვალსაზრისით. ადამიანი წოლით რეჟიმზეა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ეს პროცესი იმ ექიმებისთვის, ვინც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს საგანგაშო და დამაფიქრებელია. ადამიანი მარცხენა სახსარს ვერ ამოძრავებს, უჭირს. კვლევის შესახებ ექიმები ესაუბრებიან, საქმის კურსშია, მაგრამ ეს არ არის საბოლოო დასკვნითი ნაწილი, თუ რა მდგომარეობაა”,- განაცხადა ხერხეულიძემ.

მსგავსი თემები