ლავროვმა G20-ის სამიტი დასრულებამდე დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტი უკვე დატოვა – ამის შესახებ, კრემლის სამთავრობო მედიაТАСС წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ლავროვმა სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა, თუმცა სამიტი ჯერ არ დასრულებულა და ის 16 ნოემბერსაც გრძელდება. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ინფორმაციით, G20-ის სამიტის მონაწილეები მუშაობენ დეკლარაციაზე, რომელშიც დაგმობენ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს.

მსგავსი თემები