ავარია თბილისში – დაღუპულია სამი ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, გურამიშვილის გამზირზე. მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომანქანაში მჯდომი სამი ადამიანი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი თემები