,,ნატო და ევროკავშირი ომის ჰიბრიდული მონაწილეები არიან”- სერგეი ლავროვი

,,ნატო და ევროკავშირი უკვე დიდი ხანია ჰიბრიდული მონაწილეები არიან უკრაინის კონფლიქტის,” -ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიდი ოცეულის სამიტზე განაცხადა.

ლავროვის თქმით, ევროკავშირი და ნატო უკრაინას დიდი ხანია შეიარაღებას აწვდის, რაც მათ კონფლიქტის მონაწილეს ხდის.

,,ისინი უკრაინას აწვდიან იარაღს, ავარჯიშებენ უკრაინის სამხედრო პერსონალს, უზრუნველყოფენ სადაზვერვო ინფორმაციით. თქვენ როგორც იცით, ამას ამერიკელები აკეთებენ, ეს კი ადგილზე ინსტრუქტორების დახმარებით ხდება, რომ არაფერი ვთქვათ ათასობით დაქირავებულ მებრძოლზე,” – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები