,,ჩვენი მიზანია ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა”- ოლივერ ვარჰეი

ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ეხება დაკავშირებადობას ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო სფეროებში – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირის მიზანია ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო  ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა.

,,ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის განსახილველად შეხვედრაზე ვიმყოფებით საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.

ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ეხება დაკავშირებადობას ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო სფეროებში.

დღეის მდგომარეობით 34 000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს აქვს მიღებული ჩვენი მხარდაჭერა. გვინდა, რომ ჩვენი ხელშეწყობით საქართველოში ისარგებლოს 80 000-მა კომპანიამ.

ჩვენი მიზანია ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო  ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა”,- აღნიშნავს ოლივერ ვარჰეი.

მსგავსი თემები