,,ვნახეთ, როგორც მოიქცა ოპოზიცია ივნისში, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ვნახეთ, როგორც მოიქცა ჩვენი ოპოზიცია ივნისის თვეში, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება თავის საქმეს გააკეთებს და ამ შედეგებს  ბოლომდე მიიყვანს.

„მაშინ, როდესაც ჩვენ ვმუშაობდით აქტიურად სავიზო რეჟიმზე, ეს იყო ყველა ქართველის ოცნება და ძალიან ხელშესახები შედეგი. მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ვნახეთ, როგორც მოიქცა ჩვენი ოპოზიცია ივნისის თვეში, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს ხდება მაშინ, როცა ევროპულ საბჭოს, ევროპულ ქვეყნებს უნდა მიეღოთ ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, არ გავჩერდებით, ჩვენს საქმეს გავაკეთებთ, და ამ შედეგებს მივიყვანთ ბოლომდე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები