,,მასიური სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა”- უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოსახლეობას რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

“მასიური სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა. სასწრაფოდ წადით თავშესაფრებში! თავს გაუფრთხილდით!“ – წერს ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი.

ასევე, გაფრთხილებას ავრცელებენ კრივი რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვილკული, ასევე, როგორც მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი.

 

მსგავსი თემები