“ევროკომისარი ხელს უწყობს “ოცნებას”, ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს “პროევროპული იმიჯი ” – ზურა ჯაფარიძე

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანი, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს ამ ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს ” – ასე ეხმაურება გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო მთავრობა 12 პუნქტის შესასრულებლად აქტიურად მუშაობს და ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის.

ჯაფარიძეს განცხადებით, ევროკომისარმა ალბათ მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა ზეიმით შეყვანაში დაინახა პროგრესი.

,,ვუსმინე ევროკომისარს, დეოლიგარქიზაციაზე ჯერ ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს კანონპროექტიო. ანუ არ იცის რომ უარი თქვა ოცნებამ გადაგზავნაზე. მერე თქვა კონკრეტულ ადამიანს არ ეხებაო, არ დაასახელა ბიძინა ევროპარლამენტისგან განსხვავებით” – წერს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ”ქართული ოცნების” პირობებში ქვეყანა ევროკავშირის წევრობის სტატუს ვერ მიიღებს.

„მერე ისევ დეოლიგარქიზაციაზე და პოლიტპატიმრებზე კითხვაზე, ეგრე დეტალებშიც არ ვარ ჩახედული რა ხდება საქართველოშიო, სასამართლოს მიმართულებით პროგრესი ჩანსო. ოპოზიციამ უნდა იმუშაოს მთავრობასთანო. აი ზელენსკის რომ მოუწოდებდა ომამდე ევროპელი ლიდერების ნაწილი, პუტინს დაელაპარაკეო .. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანი ნებსით თუ უნებლიეთ ხელს უწყობს ამ ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს, რომელიც უამრავ რესურსს ყრის ანტიდასავლურ კამპანიაში, ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს “პროევროპული” იმიჯი. გაივლის 1 წელი და არ იქნება ბიძინას ხელში სტატუსი. პირიქით, სულ უფრო დავშორდებით ევროპას” – აცხადებს ჯაფარიძე.

მსგავსი თემები