,,კიევი არარეალურ პირობებს აყენებს”- სერგეი ლავროვი

,,უკრაინაში სიტუაციის მოგვარების ყველა პრობლემა მოდის კიევიდან, რომელიც არარეალურ პირობებს აყენებს,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ინდონეზიაში, „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების პროვოცირება მოახდინეს.

„მათ კარგად იციან, რომ უკრაინა ანელებს ამ პროცესს. კიევმა, სხვა საკითხებთან ერთად, აკრძალა რუსეთთან მოლაპარაკება ზელენსკის განკარგულებით. უკრაინა კატეგორიულ უარს ამბობს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე და აყენებს პირობებს, რომელიც აშკარად არარეალური და არაადეკვატურია ამ სიტუაციაში“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისი თქმით, დასავლეთმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების პროვოცირება მოახდინეს და არა პირიქით.

 

მსგავსი თემები