,,კიევში რუსებმა ორი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს”- ვიტალი კლიჩკო

,,15 ნოემბერს რუსმა დამპყრობლებმა რაკეტებით კიევი დაბომბეს, რამდენიმე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსებსაც მოხვდა” – ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე ავრცელებს.

“წინასწარი ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა მოხვდა. კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. დაბომბვის ადგილზე იმყოფებიან მედიკოსები და მაშველები. უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით” – კიევის მერი.

აფეთქებების წინ მთელ უკრაინაში განგაში გამოცხადდა.

მსგავსი თემები