უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევები ხორციელდება

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დენის მიწოდება შეუწყდა მოლდოვის დიდ ნაწილს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქვეყნის 5 რაიონს, მათ შორის დედაქალაქ კიშინიოვსაც.

„ფუნქციონირება შეწყვიტა ქვეყნის მთავარმა ელექტროგადამცემმა ხაზმა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანას დენი რუმინეთიდან მიეწოდებოდა” – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

მოლდოვის ვიცე-პრემიერის ანდრეი სპინუს განცხადებით, გათიშვების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევებია, რომელმაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანა.

ინფორმაციისთვის, ოკუპანტებმა კიევის გარდა, კიდევ 8 ქალაქში განახორციელეს საჰაერო იერიში. დაბომბვის გამო კიევში მყოფი ნიდერლანდების საგარეო მინისტრი ბომბსაფარში ჩაიყვანეს.

მსგავსი თემები