„პიკში შევედით და ამიტომაც, უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები“ – ამირან გამყრელიძე

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში დაწესებული გამკაცრებული ზომების შესახებ გადაწყვეტილებას ხალ გამოაცხადებს. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, გამკაცრება აუცილებელია, რომ დავამუხრუჭოთ.

„საჭიროა არა მხოლოდ ღონისძიებების გამკაცრება, არამედ მრავალმხრივი მიდგომა. მათ შორის, ტესტირების მეტი ხელმისაწვდომობა; უფრო მეტი  მზადყოფნა პირველადი ჯანდაცვის სექტორში და ინფიცირებულების 85%-ის მართვა პირველადი ჯანდაცვის სექტორში ოჯახის ექიმების მიერ. ვისაც სჭირდება სტაციონალური დახმარება, მძიმე პაციენტები, მათი მხარდაჭერა და დახმარება ჰოსპიტალურ სექტორში. ასეთია დღეს ზოგადი მიდგომა.  ჩვენ პიკში შევედით და ამიტომაც, უნდა გამკაცრდეს ღონისძიებები და ალბათ, ვფიქრობთ, რომ ხვალ გამოცხადდება ამის შესახებ – როგორი და რანაირი გამკაცრება გვექნება. რაც შეიძლება ნაკლები ზიანი უნდა მიადგეს ეკონომიკურ სფეროს და ადამიანების შემოსავალ.  დანის პირზე უნდა ვიაროთ, რომ დავამუხრუჭოთ ინფექციის გავრცელება. ხვალ მოხდება ამ გადაწყვეტილების დეკლარირება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.   

მსგავსი თემები