მძიმე პაციენტების რაოდენობა 1000-სს აღწევს

საქართველოში, ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა  18 197-ია. მათ შორის, 6 145 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. 

როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილე ბერდია სიჭინავამ განაცხადა, თბილისის საავადმყოფოებში  2 712 ინფიცირებული მკურნალობს, აჭარაში – 1 010, იმერეთში – 1 241.

„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 886 პირი, მათ შორის, თბილისში – 405, აჭარაში – 140, იმერეთში – 214. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 324 პირი, მათგან თბილისში – 165, აჭარაში – 49, იმერეთში – 42.

3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 – თბილისში,  2 047 – აჭარაში, 262 – იმერეთში. 8 329 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ​საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 071 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 434, აჭარაში -1 021, ხოლო იმერეთში -33“ – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი თემები