„დღეს, ყველა გაციება კოვიდია“ – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, თითქმის ყველა ვირუსული ინფექცია, რომელიც დღეს ფიქსირდება, „კოვიდ 19“-ია.

„ყველა გაციებით მიმდინარე დაავადებები და მწვავე რესპირატორულად მიმდინარე დაავადებები, დღეს რაც ფიქსირდება ქვეყანაში,  მათი 90% არის კოვიდი. დარჩენილია ძალიან ცოტა ძველი კორონავირუსი, არის ცოტა რინოვირუსებიც. პრაქტიკულად, დღეს ყველა გაციება არის კოვოდი“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.   

მისივე შეფასებით, მას შემდეგ, რაც არსებული რეგულაციები გამკაცრდება, ინფიცირებულთა არსებული ოდენობა არ შემცირდება, თუმცა, არც გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ახალი რეგულაციების დაწესების შესახებ მთავრობა გადაწვეტილებას ხვალ გამოაცხადებს.

მსგავსი თემები