პარლამენტთან თეთრ ყელსახვევიანი გოჭი მიიყვანეს

პარლამენტთან „ევროპული საქართველოსა” და სხვა ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქცია – პერფორმანსს მართავენ.

მათ ადგილზე გოჭი მიიყვანეს და ჯორჯ ორუელის ნაწარმოების – „ცხოველების ფერმასთან“ გაავლეს პარალელი. როგორც აქციის წევრები აცხადებენ, პარლამენტი სამწუხაროდ, გადაიქცა ცხოველების ფერმად და აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

„დღევანდელი ჩვენი მიზანია თითოეულ ადამიანს დავანახოთ და გავაგონოთ ჩვენი ხმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ცდილობს დაამყაროს რეჟიმი, რომელიც იქნება საბჭოთა. ის პირდაპირ ცდილობს საბჭოთა კავშირის აღდგენას და გაცოცხლებას ამ ქვეყანაში, რაც უბრალოდ არ გამოუვა. მოტანილი გვაქვს ცნობილი წიგნი, „ცხოველების ფერმა“ და სწორედ ამის ანალოგიას ცდილობენ, ეს პარლამენტი სამწუხაროდ გადაიქცა ცხოველების ფერმად და აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. როგორც არის ამ წიგნში, ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, იმ ზოგიერთ ცხოველს არ გაუვა, რომ იყოს უფრო მეტად თანასწორი ამ ქვეყანაში.

ადგილზე მოვიყვანეთ გოჭი, ეს ძალიან სიმბოლურია. თუ ვინმეს ეკუთვნის ამ პარლამენტში შესვლა, ეკუთვნის გოჭს, იმიტომ, რომ ცხოველების ფერმაა რეალურად“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კუპატაძემ.

მსგავსი თემები