„სისტემა ჩამოინგრევა და მოგვიწევს არჩევით მკურნალობა“ – ლევან რატიანი  

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით თუ ადამიანების ქცევა და ჯანდაცვის პოლიტიკა არ შეიცვალა, ექიმებს პაციენტების გადარჩევა მოუწევთ.

„თუ ადამიანები არ შეიცვალნენ და სახელმწიფომ კონსერვატიული მიდგომა თუ არ აირჩია, ჯანდაცვის სისტემა ძალიან მალე ჩამოინგრევა. თუ ასე გაგრძელდა, გარდუვალია ეს. არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს მკურნალობა არჩევითად. ადამიანები, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, ჰოსპიტალიზაცია, მას ამ დახმარებას სამედიცინო დაწესებულებები ვერ გაუწევენ. იზრდება დაავადებულთა რაოდენობა და ამავდროულად, იზრდება ლეტალობის მაჩვენებელი. შესაცვლელია ჯანდაცვის პოლიტიკა და სახელმწიფო სტრატეგია“ – აცხადებს ლევან რატიანი.

შეგახსენებთ რომ ბოლო 24 საათში 3 071 დაინფიცირდა.    

მსგავსი თემები