„სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ყველას სიცოცხლე უნდა გადავარჩინოთ“ – ლევან რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით,  საზოგადოებამ დაავადების მოვა უნდა ისწავლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და ვერც ერთ სისტემა ამდენ დაინფიცირებულ და მძიმე პაციენტს ვერ გაუძლებს.  

„ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება და იზრდება. ფაქტია, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული გვყავდეს ქვეყანაში“ – ამბობს ლევან რატიანი, რომელიც ყველას მოუწოდებს პოლიტიკას და პანდემიის პოლიტიკაში გადატანას თავი დაანებონ.

„არ ვარ არანაირი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და ვიდრე ექიმი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე ვაპირებ ამას. არ ვიქნები პოლიტიკური წარმომადგენელი, არც დამცავი, არც ადვოკატი და არც მლანძღველი. დაავადების მოვლა უნდა ვისწავლოთ.  თუ დავინფიცირდით, ჩვენ ვართ დაავადების გამავრცელებლები. ყველას მოვუწოდებ,  თუ დაავადება ასე პროგრესულად გაიზარდა, გაგვეზრდება ქვეყანაში კრიტიკული პაციენტები, პირველ რიგში ჩვენი თავი უნდა დავიცვათ. სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ“ – აცხადებს კლინიცისტი.

მისივე თქმით, მომდევნო 2 კვირა კრიტიკული იქნება.

„მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზე, დედაშვილურზეც, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც. არ ვიცი, ბატონო, ეს ეკონომიკა და პოლიტიკა, ეს ჩემზე უკეთესად იციან ჩემმა ზემდგომებმა, მაგრამ ერთი რამე შემიძლია, ყველას ვთხოვო და ვურჩიო, სიცოცხლე უნდა გადარჩეს ქვეყანაში“ – აცხადებს ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები