ბათუმელი მედიკოსები, კორონავირუსით გარდაცვლილ თანამშრომელთა ოჯახებს უსამძიმრებენ

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კორონავირუსით გარდაცვლილი თანამშრომლების გამო მწუხარებას გამოთქვამს და  სამძიმრის წერილს აქვეყნებს:

„მწუხარებით სავსე დღეები გვიდგას რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს. ჩვენს რიგებს გამოაკლდა ორი ღირსეული და სახელოვანი ექიმი, თერაპევტი – ბენიამინ ჭელიძე და რეანიმატოლოგი – ისლამ საფაროვი.

უდიდესია მათი წვლილი აჭარის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში. ვიზიარებთ ოჯახების მწუხარებას და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას,“ – ნათქვამია საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები