ჰაკერებმა რუსეთის ერთ-ერთი სამინისტროს საიტი გატეხეს

ჰაკერებმა, რუსეთის მშენებლობის, საბინაო და კომუნალური მომსახურების სამინისტროს ვებსაიტი გატეხეს. საიტის გახნისას მომხმარებლები ,,დიდება უკრაინას” ხედავდნენ.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-ს ინფორმაციით, ჰაკერების თავდასხმის მიუხედავად, მომხმარებლების პერსონალური მონაცემები დაცულია.

ამასთან გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახეებ, რომ ჰაკერებმა 0.5 BTS კრიპტო ვალუტა მოითხოვეს, მომხამრებლების პირადი მონაცემების სანაცვლოდ.

 

მსგავსი თემები