„წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება აუცილებელია“ – მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აუცილებელია, წერტილოვანი შეზღუდვები გაფართოვდეს. მისი თქმით, ბიზნესთან კომუნიკაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ვირუსის გავრცელების შენელებისთვის გარკვეული შეზღუდვების დამატება საჭიროა.

„ეპიდემიის მართვას ეძღვნებოდა ჩვენი შეხვედრები, როგორც სარესტორნო სექტორთან, ისე სავაჭრო ცენტრების და ძირითადი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ის შესაძლო წერტილოვანი შეზღუდვები, რომლებიც შესაძლოა იქნას გამოყენებული. ეს გვინდა, რომ გავაკეთოთ ბიზნესთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით, ეს შეხვედრები გაგრძელდება კიდევ და ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მხრიდან იმ წესების და რეგულაციების დაცვა, რომლებიც დადგენილია. ბუნებრივია, ვირუსის გავრცელების შენელება და პრევენცია არის ჩვენი საერთო ამოცანა, საერთო საქმე – როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და მოქალაქეების“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მსგავსი თემები