გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება

მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს მოქმედ ტაძრებში ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა-ლოცას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. 23 ნოემბერი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.

„მედიაცენტრი მთავარი“ გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს.  გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს.  გეწეოდეთ წმინდა გიორგი მადლი! მშვიდობა და სიმშვიდე  გქონდეთ ირგვლივ.

მსგავსი თემები