“უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა” – მეუფე შიო პატრიარქზე

“უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,” – ამის შესახებ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას, კათოლიკოს პატრიარქზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მეუფე შიო აღნიშნავს, პატრიარქის ცხოვრება მოწამეობრივია და 43 წელია ის ეკლესიისა და ხალხის წინამძღოლია.

„მინდა დიდი სიყვარულით თქვენთან ერთად მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ეს დღე. მისთვის წმინდა გიორგი იმდენად საყვარელია, რომ ამ დღეს აკურთხა ეს შესანიშნავი ტაძარი და ჩვენ მადლობა ვუთხრათ დღეს უწმინდეოსობას და უფალს ვუთხრათ მადლობა, რომ ასეთი რჩეული გამოგვიგზავნა, მოგვივლინა ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მისი უწმინდესობის ცხოვრება შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მოწამეობრივი სვლა, მოწამეობრივი სულიერი გზა არის და იგი გვინათებს და გვასწავლის უკვე 43 წელიწადია რა არის გზა, რა არის ჭეშმარიტება, არის ცხოვრება და არის დიდი წინამძღოლი ჩვენი ერის და ჩვენი ეკლესიის. ღმერთმა გააძლიეროს და მრავალჟამ ყოფილიყოს მისი სიცოხლე და დღეგრძელობა,“ – აღნიშნა მეუფე შიომ.

მსგავსი თემები