„რესტორნებში ვერ იხდიან დაბადების დღეებს და იკრიბებიან სახლში – თავყრილობა პრობლემაა“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„რა მნიშვნელობა აქვს რესტორნის დაკეტვის, თუ ის ოცი კაცი წავა და ვიღაცის ბინაში გადაიხდის დაბადების დღეს, აქ არ აქვს მნიშვნელობა რესტორნის კედელს აქ აქვს მნიშვნელობა თავყრილობას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, მცხეთის „კოვიდ ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

მუმლაძე მოსახლეობას თავყრილობებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რაც შეეხება „ლოკდაუნს“ მედიკოსი ფიქრობს, რომ გამოსავალი რესტორნების დაკეტვაში არაა:

“მკაცრი ლოკდაუნი ეს მთავრობის გადასაწყვეტია და დასაფიქრებელია რა შედეგს მოგვიტანს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგალითად რესტორნის დაკეტვას, თუკი ის 20 კაცი წავა და ვიღაცის ბინაში შეიკრიბება? აქ აქვს მნიშვნელობა ადამიანების თავყრილობას, სხვადასხვა სფეროში მომუშავე, სხვადასხვა ადგილას მოსიარულე ადამიანებმა მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი ერთად ყოფნისგან, ახლო კონტაქტებისგან,” – განაცხადა ლიკა მუმლაძემ.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები