„თუ ასე გაგრძელდა, ვერანაირი სისტემა ვარ გაუძლებს ამდენს და დაიღუპებიან ადამიანები“ – აკაკი ზოიძე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, დღეს ყველაზე სუსტი წერტილი სამედიცინო პერსონალია. მისივე თქმით, სადაც არ უნდა გაიხსნას საველე ჰოსპიტალი, აზრი არ აქვს, თუ მედპერსონალი არ გვეყოლება.

„ვითარება საკმაოდ მძიმეა, კატასტროფულს ვერ დავარქმევ, მაგრამ, ახლოსაა ამ ზღვართან. პრობლემა მასშტაბურია – ჰოსპიტალიზაცია, სასწრაფოს გამოძახება, ტესტირება, ყველაფერი პრობლემაა, მაგრამ ჯერ კიდეც ჯანდაცვის სისტემა მძიმე პაციენტების მართვას ახერხებს. თუმცა, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, თუ არ შეიცვალა აღმავალი ტენდენცია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის, ვერანაირი სისტემა ვარ გაუძლებს ამდენს და დაიღუპებიან ადამიანები, რომელიც ვერ მიიღებენ გადაუდებელ დახმარებას, რადგან არ იქნება საკმარისი ოდენობის სუნთქვის აპარატი“ – აცხადებს აკაკი ზოიძე.    

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტალს აზრი არ ექნება, თუ სამედიცინო პერსონალი არ გეყოლა.

„ჩვენთან, ასევე, ძირითადი პრობლემაა არის სამედიცინო პერსონალი. მხოლოდ საწოლების გაშლას აზრი არ აქვს, თუ ექიმების დეფიციტი იქნება. ნებისმიერი სამედიცინო განათლების მქონე ადამიანი გვჭირდება დღეს. საველე ჰოსპიტალი რომ გაიხსნას, იმას შესაბამისი მედ პერსონალი ხომ უნდა მოემსახუროს. ყველაზე სუსტ წერტილად სამედიცინო პერსონალი რჩება“ – აცხადებს აკაკი ზოიძე.  

მსგავსი თემები