„წარმოუდგენელია სპორტის სასახლე „კოვიდ ცენტრად“ გადაკეთდეს და ყველა პაციენტი ჟანგბადით იყოს უზრუნველყოფილი“ – ლიკა მუმლაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„გვაკლდება პერიოდულად პერსონალის ნაწილი, რომელიც გადადის თვითიზოლაციაში, როცა ეს მიიღებს მასიურ ხასიათს ძალიან დამძიმდება მდგომარეობა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში“, მცხეთის „კოვიდ ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ განაცხადა.

ლიკა მუმლაძის მოსაზრებით, სხვადასხვა შენობების და მათ შორის სპორტის სასახლის „კოვიდ ცენტრად“ გადაკეთება მძიმე პაციენტების მოთავსების პრობლემას ვერ მოაგვარებს.

მედიკოსის ინფორმაციით, პაციენტების დასახმარებლად ხდება რეზიდენტების მომზადებაც:

„მიდის გადამზადება სტუდენტების და რეზიდენტების პაციენტების დასახმარებლად. საუბარია ახალი კოვიდ ცენტრების გახსნაზე ასევე,  თუ სპორტის სასახლე გადაკეთდა კოვიდ ცენტრად იქ მოხვდებიან ის პაციენტები, ვისაც არ სჭირდებათ ჟანგბადის მოხმარება, რადგან წარმოუდგენელია სპორტის სასახლე აღიჭურვოს ჟანგბადის აპარატებით, გვაქვს ასეთი კოვიდ სასტუმროები და იქ არაა ჟანგბადის აპარატები, ამიტომ მსგავსი ცენტრების გახსნის შემთხვევაში იქ მხოლოდ მსუბუქი პაციენტები მოხვდებიან.“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები