“ეკლესიის როლი მუდმივად არის გამაერთიანებელი და მშვიდობისკენ მოწოდება” – ანდრია ჯაღმაიძე

“ჩვენი მოწოდებაა, შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა, გარკვეული კორექტულობა ადამიანთა ურთიერთობებში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განსხვავებულია მათი შეხედულებები,” – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის როლი მუდმივად არის გამაერთიანებელი.

„ჩვენი მოწოდება მუდმივად არის, რომ შევინარჩუნოთ სამოქალაქო მშვიდობა, ვილოცოთ ამ მშვიდობაზე. ჩვენი მოწოდება ყოველთვის არის, რომ იყოს გარკვეული კორექტულობა შენარჩუნებული ადამიანთა ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად განსხვავებულია მათი შეხედულებები. ამიტომ, ეკლესიის როლი მუდმივად არის გამაერთიანებელი და მშვიდობისკენ მოწოდება“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მსგავსი თემები