„ბიზნესი „ლოქდაუნს“ ვერ გაუძლებს“ – „ბრიკორამას“ წარმომადგენელი

მთავრობის ეკონომიკურ გუნდსა და ბიზნესს შორის დასრულებული შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენება ჟურნალისტებთან განცხადებები გააკეთეს და აღნიშნეს, რომ მორიგ „ლოქდაუნს“ ბიზნესი ვერ გაუძლებს.

როგორც კომპანია „ბრიკორამას“ წარმომადგენელმა მამუკა დოლიძემ  განაცხადა, კონკრეტული შეზღუდვების გამკაცრებაზე არ უსაუბრიათ.

„ჯერჯერობით, დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით  არ არიან ჩამოყალიბებული. ეს შეზღუდვები აუცილებელია, რადგან რთულია ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. შევეხეთ რამდენიმე საკითხს და იმედია, ყველაფერი კარგად დამთავრდება. თუ შეზღუდვები წერტილოვანი იქნება, ბიზნესი გაუძლებს, თუ შეზღუდვები გლობალური იქნება, მაგალითად, „ლოკდაუნი“, მაშინ ვერ გაუძლებს. ჯერჯერობით კონკრეტულ შეზღუდვებზე საუბარი არ არის“, – აღნიშნა  დოლიძემ.

მსგავსი თემები