საკოორდინაციო საბჭო შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობს

  •  

” სრული ლოკდაუნი – ისეთი, როგორიც იყო ჩინეთში, უხანის პროვინციაში, არ განიხილება, თუმცა შეზღუდვები საქართველოში კიდევ უფრო გამკაცრდება,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს. 

“ამაზე დღესაც იყო საკოორდინაციო საბჭოზე მსჯელობა, კიდევ დამატებითი კონსულტაციები გაიმართება დღეს საღამოს, ხვალ კიდევ და კიდევ უფრო გამკაცრდება მთელი რიგი შეზღუდვები ქვეყანაში, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები