„ამ ბიჭებზე შური იძია სახელმწიფომ სასამართლოს სახელით“  – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი, გ. მ – ს ადვოკატი, „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

  •  

„ბრალდება არის ჯგუფური ქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლდა ძალადობა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი, გ.მ – ს ადვოკატმა, როსტომ კერესელიძემ განაცხადა.

ადვოკატი თვლის, რომ სახელმწიფომ დაკავებულ არასრულწლოვნებზე შური იძია, მისივე ინფორმაციით გ.მ – მ აგარაკის ტერიტორია იმ დროს დატოვა, როცა გაიგო, რომ მისი მეგობრები იქ აღარ იმყოფებოდნენ.

„ ამ ბიჭებზე, შური იძია სახელმწიფომ სასამართლოს სახელით. ის იყო სტუმარი ჩვეულებრივად იმყოფებოდა შიგნით, რომ გამოვიდა აღმოაჩინა, რომ მისი ყველა მეგობარი წამოსული იყო, ამ დროს დაურეკა ლაშა შერმადინმა დ უთხრა, რომ იყო ავტობანზე და ავიდა მასთან, შერმადინი პარალელურად იწყებს ზარების განხორციელებას,

42 წუთის შემდეგ გამოდიან ავტობანზე გიორგი შაქარაშვილი და მისი მეგობრები, შერმადინმა წინასწარ იცოდა, რომ 42 წუთით ადრე უნდა ყოფილიყვნენ დანიშნულ ადგილზე შაქარაშვილი და მისი მეგობრები, ეს ჩათვალა სასამართლომ საკმარისად.

ბრალდება არის ჯგუფური ქმედების ორგანიზება, რასაც თან ახლდა ძალადობა, თუმცა არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც ამ ბრალდება გაამყარებს. რა თქმა უნდა რაღაც იმედი შემორჩენილი გვაქვს, მაგრამ,  როგორც პრაქტიკაში ხდება უმეტესად თითქმის არაფერი არ იცვლება, პირველ რიგში სრულად გამართლებას ვითხოვთ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს არცერთ მუხლში არ გრძნობს დამნაშავედ,“ – განაცხადა როსტომ კერესელიძემ „მედიცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექვსივე არასრულწლოვანს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს. მათ  ჯგუფური ქმედების ორგანიზებასა და ძალადობაში ედებათ ბრალი, რაც 6 – დან 9 – წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები