ვირუსი გვიტევს, ინფიცირებულია 4 000 სამედიცინო პერსონალი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში, ინფიცირებულია სამედიცინო სფეროს 120 წარმომადგენელი, რაც სერიოზული შემოტევაა.

„ვირუსის შიდა გავრცელება საკმაოდ სერიოზულია. არ არის დაცული სამედიცინო პერსონალი. დღეს, ბოლო 24-საათის განმავლობაში, ინფიცირებულია დამატებით 120 სამედიცინო პერსონალი.  აქ იგულისხმება ექიმი, ექთანი და უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ინფექციის დაწყებიდან დაახლოებით 4 000 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა გაუმჯობესდა და სამუშაო ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ პერიოდულად ისინი ინფიცირდებიან“, – განუცხადა ჟურნალისტებთან გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ იტესტება, „კოვიდკლინიკების“ პერსონალი იტესტება შვიდ დღეში ერთხელ, ხოლო სასწრაფო სამედიცინო პერსონალი – 72 საათში ერთხელ.

მსგავსი თემები