ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი თვითიზოლაციაში გადავიდა.

„როიტერი“ ბრიტანეთის მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ ბორის ჯონსონს კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის განცხადებით, ბორის ჯონსონს სიმპტომები არ აქვს და მუშაობას მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან გააგრძელებს.

მსგავსი თემები