“მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს” – ჯანმო

  •  

“მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს,” – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„პანდემიის დაწყებისთანავე ვიცოდით, რომ ვაქცინა აუცილებელი იყო პანდემიის გასაკონტროლებლად. მაგრამ მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ვაქცინა დაემატება და არა ჩაანაცვლებს იმ საშუალებებს, რაც ჩვენ გვაქვს. მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს,“- განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ვაქცინაციის პარალელურად უნდა გაგრძელდეს ადამიანების ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში იზოლაცია და კონტაქტების დადგენა.

მსგავსი თემები