სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ვასილ მამულაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბრალდებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში დაკარგა ტანსაცმელი. ადვოკატის თქმით, – „როდესაც ოჯახმა შეუგზავნა ახალი ტანსაცმელი, ძველი ტანსაცმელი დაიკარგა“. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ბრალდებულმა გაგნიძემ მიიღო ამანათი, რომელიც მას დადგენილი წესით მიეწოდა მისსავე საკანში, თუმცა ამანათის მიღების შემდეგ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლისთვის ბრალდებულს არაფერი გაუტანებია იმ მიზნით, რომ ამანათის შემგზავნი პირებისთვის გადაეცა. ამასთან, დღემდე, 31 აგვისტომდე არც ბრალდებულს, არც მისი დაცვის მხარეს არ მიუმართავს…

მეტი...

ფოთის ჰოსპიტალში 88 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ჰოსპიტალში 88 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა, კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით კიდევ სამი პაციენტია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული. ამჟამად კლინიკაში იმყოფებიან 70 წლის ქალი, ასევე 69 და 80 წლის მამაკაცები ფოთიდან. „პაციენტები იმყოფებიან ბოქსირებულ პალატებში. მათ უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება. პაციენტების ბიოლოგიური მასალა ხვალ გაიგზავნება ლაბორატორიაში პისიარკვლევისათვის. პასუხები სავარაუდოდ ხვალვე გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა.

მეტი...

“იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა!” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს. „გილოცავთ პირველკურსელებო, თქვენს ცხოვრებაში ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. იცოდეთ, რომ თქვენი განათლება ჩვენი ქვეყნის წარმატების აუცილებელი პირობაა! მათ კი, ვინც წელს ვერ შეძლო უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება, – გული არ გაიტეხოთ, კიდევ უფრო მეტად მოემზადეთ და მომავალ წელს აუცილებლად მიაღწიეთ მიზანს. გისურვებთ წარმატებებს, თქვენ საქართველოს საუკეთესო მომავალი ხართ!“,- წერს გიორგი გახარია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.

მეტი...

საქართველოს პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურა  გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოსდა პროკურატურა ბრალდებულისგან ჩვენების და ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, განმარტებას აკეთებს. “საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში, შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა.  აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურორი პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა, თუმცა მასსა და ბრალდებულს შორის კომუნიკაცია არ შედგა, რადგან არჩილ გაგნიძემ იმ მოტივით, რომ შეხვედრას მისი ადვოკატები არ ესწრებოდნენ, უარი განაცხადა პროკურორთან გასაუბრებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება – მათი დაცვის ქვეშ…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი ჯარისკაცებს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი ჯარისკაცებს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს ულოცავს და აღნიშნა, რომ საფრთხეების ზრდასთან ერთად, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობა. „გლობალური საფრთხეების ზრდასთან ერთად, მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისათვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობა. ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეს ვულოცავ ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც იმყოფებიან ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში და განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მათ მიერ სამშობლოსათვის გაწეული ღვაწლისთვის“,- აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე. 1999 წელს პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული კოსოვოში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად 31 აგვისტოს გაემგზავრა და სწორედ ამ დღეს აღინიშნება თავდაცვის უწყებაში მშვიდობისმყოფელის…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 94 ადამიანს ჩაუტარდა. „კოვიდ-19“ 15 მათგანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით 27 პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა. სულ ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 330 შემთხვევაა დაფიქსირებული, 120 გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მეტი...

წელს 30 000-მდე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია. წელს 30 000-მდე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. გრანტი 6,550-მა მოიპოვა, აქედან: 100% – 1000-ზე მეტმა ახალგაზრდამ. 2020 წლის შედეგები ჩარიცხვების მიხედვით, წინა წელთან შედარებით 4%-ით გაუმჯობესებულია.

მეტი...

ათასამდე მოქალაქეს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ სამედიცინო დავალიანება ჩამოეწერება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, ათასამდე მოქალაქეს გორის სამხედრო ჰოსპიტლის მიმართ არსებული სამედიცინო დავალიანება ჩამოეწერება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელე ჩიქოვანმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში განაცხადა. მოქალაქეებს ჩამოეწერება დავალიანება 2009 წლიდან, რომლის ხანდაზმულობის ვადა სამი წელი და მეტია. ჰოსპიტალის მიმართ ათასამდე პაციენტის დავალიანება სულ მილიონ 600 ათასი ლარს შეადგენს. „გვინდა, საზოგადოებას გავუზიაროთ და ვაცნობოთ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მორიგი, ახალი ინიციატივა. ინიციატივის შესაბამისად, მოქალაქეებს, რომლებსაც სამი წელი და ზემოთ ვადით ერიცხებათ სამხედრო ჰოსპიტლის მიმარ არსებული სამედიცინო დავალიანება, ეს დავალიანება ჩამოეწერებათ. რაოდენობა სადღეისოდ მილიონ 600 ათასზე მეტია. დავალიანების დარეგულირების საკითხი რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.…

მეტი...

არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება

არჩევნების დანიშვნის შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა და საზოგადოებას მიმართა: “დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარალამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს.  მინდა მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად.  დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდ-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის.  ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას. ისევე, როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს, რომ შეუძლია მართოს ასეთი მძიმე…

მეტი...

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატებს სიცრუეში ადანაშაულებს

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადება – მათი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ზეწოლაზე არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა. “საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატების განცხადებასთან დაკავშირებით, თითქოს პროკურატურა ბრალდებულისგან ჩვენების და ინფორმაციის მიღებას ცდილობდა, განმარტებას აკეთებს.   საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ ბრალდებულმა არჩილ გაგნიძემ მისი საქმის პროკურორთან, მოკლე დროში, შეხვედრა მოითხოვა და შესაბამისი განცხადებით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას წერილობით მიმართა. აღნიშნული…

მეტი...

“ქართული ოცნების” ოფისში კორონავირუსი კიდევ ერთ დამლაგებელს დაუდასტურდა

“ქართული ოცნების” ოფისში კორონავირუსი კიდევ ერთ დამლაგებელს დაუდასტურდა.  დადასტურების აღნიშნული შემთხვევა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც საერთო ჯამში ვირუსზე, ოფისში მომუშავე 100-მდე ადამიანი გაიტესტა.  შეგახსენებთ, აქამდე არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი მმართველი პარტიის ოფისში მომუშავე 3 ადამიანს და მათთან კონტაქტში მყოფ სამ პირს ჰქონდა დადასტურებული.

მეტი...

“ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას” – ზაალ მიქელაძე

„მე ამ კუთხის შვილი ვარ, აქ დავიბადე, ვცხოვრობ და ჩემი პროფესიით, გამოცდილებით ვემსახურები ჩემს ხალხს. ჩემთვის უცხო არ არის ის გამოწვევები, რაც თითოეული თქვენგანის ოჯახს გააჩნია და გარწმუნებთ,  ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი რეგიონის, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას ” – განაცხადა ქობულეთის მაორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზაალ მიქელაძემ წარდგენაზე. დეპუტატობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს. ზაალ მიქელაძემ აჭარაში ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება. „მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. მივესალმები საქართველოს პრემიერ მინისტრს. ჩემი პოლიტიკური გუნდის გამორჩეულ ლიდერს ბატონ კახის, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ თორნიკეს, საკანონმდებლო და…

მეტი...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს დაინიშნა

არჩევნების დანიშვნის შესახებ დღეს გამოცემული განკარგულებებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნების თარიღად 31 ოქტომბერი დაასახელა და საზოგადოებას მიმართა: „დღეს ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების აქტს. საპარალამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება 31 ოქტომბერს, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია ითვალისწინებს. მინდა, მივმართო საზოგადოებას და მოგიწოდოთ, რომ ეს პერიოდი, ეს ორი თვე, რაც წინ გვიძღვის არჩევნებამდე, ჩავატაროთ რაც შეიძლება მშვიდობიანად. დღევანდელ პირობებში, როცა უკვე გავიარეთ კოვიდ-ის პანდემია და საკმაოდ მძიმე წელი, აუცილებელია, რომ ძალიან მშვიდად მოვემზადოთ არჩევნებისთვის. ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს! ჩვენ ამით კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულობას. ისევე როგორც რამდენიმე თვის წინ, დღესაც ჩვენმა საზოგადოებამ აჩვენა მსოფლიოს,…

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა დასრულდა

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა დასრულდა. პროცედურას გარდაცვლილის მამა ოჯახის ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან ერთად ესწრებოდა. მიხეილ რამიშვილის თქმით, ტექნიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომობილს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ისეთი ავტომობილი, რომელზეც შეგვეძლო ძირფესვიანად მიეღოთ ინფორმაცია. „ტექნიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომობილს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ისეთი ავტომობილი, რომელზეც შეგვეძლო ძირფესვიანად მიგვეღო ინფორმაცია, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა კომპიუტერული მახსოვრობა. სიცხეში, ივლისის თვეში გადაადგილებისას, რატომღაც კონდენციონერი იყო გამორთული“, – აცხადებს ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

მეტი...

საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში აზერბაიჯანის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან, რომელმაც საქართველოში დიპლომატიურ მისია დაასრულა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მინისტრმა აზერბაიჯანელ დიპლომატს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის სტრატეგიულ და მეგობრულ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს საქმიანობის მნიშვნელობა მომავალში ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყნას შორის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით. შეხვედრის დასასრულს, დავით ზალკალიანმა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული…

მეტი...

„პარტიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, შესაბამისად, მიღებულია ყველა ზომა ” – ირაკლი კობახიძე

„პარტიის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუფიქსირდა კორონავირუსი, შესაბამისად, მიღებულია ყველა ზომა რაც არის პროტოკოლით გათვალისწინებული. მივყვებით სტანდარტულ პროტოკოლს. ყველა უსაფრთხოების ზომა არის მიღებული. მათ შორის, ჩატარდა სრული დეზინფექცია ოფისში და განსაკუთრებულ რეჟიმზე არის გადასული შტაბის მუშაობა. უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით შტაბის მუშაობის სტანდარტულ რეჟიმს. ეს რასაკვირველია არ შეაფერხებს ჩვენი საარჩევნო კამპანიის წარმოებას. კამპანია აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, პარტიის თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის გარკვეული ზომები იქნა მიღებული, მათი  წინასაარჩევნო კამპანია არ შეფერხდება. მისივე თქმით, პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა ზომა არის გატარებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად  იყოს…

მეტი...

“მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით” – ამირან გამყრელიძე

„მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ რადგან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, თითქოს „კოვიდი“ დავამარცხეთ” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.  მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლირებადია და ამ ეტაპზე არ არსებობს არავითარი საშიშროება, რომ უფრო ფართომასშტაბიან ეპიდემიაში შევიდეთ. „მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, რომ ჩვენ ცოტა კი არა, კარგად მოვეშვით. ჩვენ შევიქმენით ილუზია, რომ რადგან შედარებით უკეთესი მაჩვენებელი გვაქვს, თითქოს „კოვიდი“ დავამარცხეთ. არ დაგვიმარცხებია და ეს ციფრებიც მიუთითებს, რომ კოვიდინფექცია ქვეყანაში ცირკულირებს და თუ არ დავიცავთ ელემენტარულ რეკომენდაციებს, იქნება…

მეტი...

“შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება” – ლევან რატიანი

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა. მისივე თქმით, ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია, „სამივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი კლინიკით. პაციენტები იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია, ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან აღდგენილია. ასევე, ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს. რაც შეეხება მესამე ქალბატონს, რომელიც არის 32 წლის ასაკის, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სახის ძვლების. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე,…

მეტი...

“2020 წელს სტუდენტი 29 614 აბიტურიენტი გახდა” – სოფიო გორგოძე

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2020 წლის ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს. “წელს გრანტი 6 550-მა აბიტურიენტმა მიიღო, აქედან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა აბიტურიენტმა” – ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა. ​„დღეს აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდება ინფორმაცია ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ.2020 წელს 29 614 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი. მე ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე. რაც შეეხება იმ აბიტურიენტებს, ვინც კონკურს გამოეთიშა, საკმაოდ რთული და დაძაბული პერიოდი იყო და ვფიქრობ, მათ ამის გამო მოტივაცია არ უნდა დაკარგონ. წელს გრანტი 6550-მა აბიტურიენტმა მიიღო, აქედან 100 პროცენტიანი…

მეტი...

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ მიქელაძესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ცოტნე ანანიძესთან ერთად ციხისძირში პეტრას ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. „ქართული ოცნების“ ლიდერებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა უმასპინძლა, რომელმაც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.  „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ისტორიული ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის მნიშვნელობას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პეტრას ციხის განახლებისთვის 750 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ციხის…

მეტი...

საქართველოს პროკურატურის განცხადება

საქართველოს პროკურატურა მზადყოფნას გამოთქვამს, სახალხო დამცველის მხრიდან მომართვის შემთხვევაში, სახალხო დამცველს თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალები გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე გააცნოს. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატთან შესაბამისი კომუნიკაცია ექნებათ  და ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს  საშუალება მიეცემათ გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს.

მეტი...

მთაწმინდაზე სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მთაწმინდის ქ. N4-ში, სულხან-საბას სახელობის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, 1800 კვ. მ ფართობზე საბავშვო ზონები განთავსდება. მოეწყობა დეკორატიული შადრევანი, საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა. სრულად შეიცვლება და მხატვრული ეფექტით განახლდება განათების სიტემა. ტერიტორიაზე საპარკე სკამები და ურნები დამონტაჟდება. სკვერში მწვანე საფარი სრულად შენარჩუნდება. ასევე, ახალი ნარგავები გაშენდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგებელმა, დავით კირკიტაძემ დაათვალიერა. „სულხან-საბას სახელობის სკვერი ისტორიული ადგილმდებარეობისაა და რეკრეაციული სივრცეების განვითარების კუთხით, მნიშვნელოვან პროექტს წარმოადგენს. რაც მთავარია, ის ყველა თაობის ადამიანისთვის საყვარელი დასასვენებელი სივრცე გახდება და ქალაქს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკვერი…

მეტი...

“მსოფლიო ბანკი 40 მილიონ დოლარამდე დააფინანსებს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი” – ნათია თურნავა

“მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, 40 მილიონ დოლარამდე თანხით დააფინანსოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – იგივე „ლოგ ინ ჯორჯია“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ათასამდე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ტექნიკურად რთულად მიღწევად დასახლებებში გვექნება ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი, მაღალი ხარისხის ინტერნეტი”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს პროექტი არამხოლოდ ზრდის ინტერნეტით სარგებლობას, არამედ ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს. „ეს პროექტი არამხოლოდ ზრდის ინტერნეტით სარგებლობას, არამედ ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რადგან განსაკუთრებით კოვიდისა და შემდგომ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციური მუშაობის რეჟიმი, დიჯიტალიზაცია და აქედან გამომდინარე, ეს ახალი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის სახლიდან გაუსვლელად იყვნენ დასაქმებულები. ეს არის…

მეტი...

“უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს” – გიორგი გახარია

“უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს შეეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, თუმცა, ამავდროულად, გიორგი გახარიას თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ ოთახებს და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა. „ქობულეთი, უკვე, სადღაც მე-19 საუკუნიდან ჩამოყალიბდა, როგორც ელიტური…

მეტი...

“მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს” – კახა კალაძე

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რათა შევქმნათ წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული სოფლისთვის, თითოეული რაიონისა და ქალაქისთვის” – ამის შესახებ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუბულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, ზაალ მიქელაძის და ცოტნე ანანიძის წარდგენაზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. “წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ავიღოთ ჯანდაცვის მიმართულება, მთლიანი რეფორმა, დანერგილი პროგრამები, განათლება, ინფრასტრუქტურული მიმართულება, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა, რამდენი გზა დაიგო, რამდენი…

მეტი...

ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, სამართალდამცველი დააკავეს

პოლიციელი, რომელიც საპატრულო პოლიციის ავტომანქანით ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა, დაკავებულია. როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, სამართალდამცველი დღეს დილით დააკავეს. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ. საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მოზარდი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მეტი...

“2012 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და ამ რვა წლის განმავლობაში არაერთი მიღწევა გვაქვს” – თორნიკე რიჟვაძე

2012 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და ამ რვა წლის განმავლობაში არაერთი მიღწევა გვაქვს, როგორც სოციალური სახლების მშენებლობის ნაწილში, ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, – ამის შესახებ აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძემ, ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ისინი ღირსეულად წარმოადგენენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს  როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში, ისე საქართველოს პარლამენტში. ჩვენ გავითვალისწინებთ სიით შემადგენლობაში, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ჰყავდეს თავისი წევრი წარმომადგენლობით ორგანოში. „2012 წლიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა და ამ…

მეტი...

კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევიდან 7 ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო 11 იმპორტირებული შემთხვევაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 18 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 ინფიცირებულ პირთან კონტაქტია, ხოლო 11 იმპორტირებული შემთხვევაა. მისივე ინფორმაციით, იმპორტირებული შემთხვევებიდან  2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.  შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 19 პაციენტი.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე მიულოცა

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. საერთაშორისო მისიებში მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს მშვიდობისმყოფელის დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამხედრო მართვის ცენტრიდან მიულოცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ვიდეოკონფერენციის საშუალებით გაესაუბრნენ. მათ ავღანეთისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებში მყოფი სამხედრო მოსამსახურეებისგან ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ქართველ სამშვიდობოებს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული მისია და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა პატივისცემა საერთაშორისო მისიების შესრულების დროს დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცების მიმართ. 1999 წელს პირველი ქართული სამშვიდობო ოცეული…

მეტი...

“განვიხილავთ კოალიციურ თანამშრომლობას „ქართულ ოცნებასთან“ – ზვიდა ძიძიგური “მედიაცენტრ მავარში”

„რაც შეეხება, „კონსერვატორების“ პოზიციას, ჩვენ არაერთგზის დავაფიქსირეთ და დღესაც ვამბობთ, რომ გამოვრიცხავთ მიხეილ სააკაშვილთან და მის ირგვლივ ორბიტაზე მყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის კოალიციურ თანამშროლობაში შესვლას,“ – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ძიძიგურმა განმარტა, რომ იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც სააკაშვილთან ასოცირდებიან, თანამშრომლობას „კონსერვატორები“ გამორიცხავენ, მან არჩვენების თარიღთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი დღეს უნდა გამოაცხადოს: „რაც შეეხება, „კონსერვატორების“ პოზიციას, ჩვენ არაერთგზის დავაფიქსირეთ და დღესაც ვამბობთ, რომ გამოვრიცხავთ მიხეილ სააკაშვილთან და მის ირგვლივ ორბიტაზე მყოფ პარტიებთან რაიმე ტიპის კოალიციურ თანამშროლობაში შესვლას. რაც…

მეტი...

“მთავარი გახლავთ ის, რომ სახელმწიფოს და მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები არის აბსოლუტურად გააზრებული” – გიორგი გახარია

როგორც კი, 31 ოქტომბერს ჩვენ სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვებთ, მეორე დღიდან უნდა გადავიდეთ უკვე მუშაობის, ყოველდღიური შრომის ციკლზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხელვაჩაურში, ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძისა და შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ფრიდონ ფუტკარაძის წარდგენისას განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოს ძირითადი მოვალეობაა, ადამიანებს, რომლებსაც არ ეზარებათ შრომა, შეუქმნას ყველა პირობა, რათა ღირსეულად იშრომონ და არჩინონ საკუთარი ოჯახები და სწორედ, ამიტომ შექმნა სახელმწიფომ სპეციალური პროგრამები, სხვადასხვა მიმართულებებით. „ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვართ საზღვრისპირა მუნიციპალიტეტში.…

მეტი...

„თუ „ოცნება“ არ შექმნის კოალიციურ მთავრობას, მივიღებთ რიგგარეშე არჩევნებს“ – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“

„კოალიციური მთავრობის, ჩამოყალიბების შესაძლებლობა არის ძალიან მაღალი, ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად ამ არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნება“ დგება იმ ვარიანტის წინაშე, რომ აუცილებლად უნდა შექმნას კოალიციური მთავრობა,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ძიძიგური აცხადებს, რომ დღეს კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა აქვს მმართველ პარტიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს. ზვიად ძიძიგური პროგნოზირებს, რომ იმ შეთხვევაში თუ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება: „კოალიციური მთავრობის ჩამოაყალიბოს, შეუძლია ორ პარტიას,  ესაა ივანიშვილის და სააკაშვილის ირგვლივ ჩამოყალიბებული პარტიები. ერთი თემაა ის,…

მეტი...

„იქამდე არაფერი გეტკინოთ, ვიდრე სააკაშვილი ჩამოვა“ – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ეს იყო ეშმაკური განცხადება, რაც სააკაშვილმა თქვა ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მას არ დაუკონკრეტებია თუ როდის ჩამოვა,“ – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ზვიად ძიძიგური თვლის, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ოპოზიციური ხმების მობილიზებას და სხვა პოზიციური პარტიების დიკრედიტაციას ემსახურება: „სააკაშვილმა თქვა ზოგადი ფრაზა, – მე ვბრუნდები, აქ იყო ეშმაკობა ჩადებული მას არ უთქვამს რომ საარჩევნოდ ბრუნდება და ვინმე თუ შეედავება იტყვის საარჩევნოდ არ დაუანონსებია ეს, ამას მისი მეუღლეც ამბობდა, რომ გვირაბის საშუალებით ჩამოვიდოდა, თქვენ არაფერი არ გეტკინოთ მანამდე , სანამ სააკაშვილი აქ…

მეტი...

დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღს პრეზიდენტი დაასახელებს

დღეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი ოფიციალურად გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააკეთოს. კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათ დღეს ტარდება; ბოლო შაბათი კი 31 ოქტომბერია. რაც შეეხება წინასაარჩევნო აგიტაციას, კამპანია აქტიურ ფაზაში, ოფიციალურად, დღეიდან შედის.

მეტი...

შსს-მ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვა, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე ორი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.პ. და 2001 წელს დაბადებული ლ.მ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, გასაღების და გასაღების მომზადების ფაქტებზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დაგეგმეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საფოსტო გზავნილით შეძენა და ე.წ დადების მეთოდით გასაღება“. „დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, საფოსტო გზავნილი ჩამოვიდა საქართველოში. ამანათში მოთავსებული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფხვიერი…

მეტი...