“ბათუმი არის ქვეყნის კარიბჭე” – პრემიერი

ვინ არ სცადა, ათასწლეულების განმავლობაში, ეს კუთხე გადაეჩვია სამშობლოს სიყვარულს, ვერავინ მოახერხა. ასწლეულების განმავლობაში აქაური მუსლიმი და მართლმადიდებელი ძმები ერთად იბრძოდნენ ქვეყნის ერთიანობისთვის და სამშობლოს სიყვარულში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა, რასაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ და რაც უნდა გავაძლიეროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რესან კონცელიძისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატ ტიტე აროშიძის წარდგენისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ბათუმს წლებია, ქვეყნისთვის აქვს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა. „აქ, აჭარაში, პირველ რიგში, რაც გახსენდება და რითიც გინდა საუბარი დაიწყო,…

მეტი...

ირაკლი კობაიხიძე „პატრიოტთა ალიანსს“ აჭარაში განთავსებული ბანერის გამო „შმატრიოტებს” უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობაიხიძე „პატრიოტთა ალიანსს“ აჭარაში განთავსებული ბანერის გამო „შმატრიოტებს” უწოდებს. ამის შესახებ კობახიძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. საუბარია აჭარაში განთავსებულ „პატრიოტთა ალიანსის“ ბანერზე, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

მეტი...

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართულია – საპატრიარქოს გადაწვეტილება

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგება ნებადართულია. ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომ ცოტახნის წინ გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ წესის აგება ნებადართული უნდა იყოს იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი. „თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და…

მეტი...

“ბათუმის თითოეულ მცხოვრებს, ქრისტიანს, მუსლიმს, ბერძენს, ებრაელს თუ უკრაინელს, ამ ქვეყნის სიყვარული აერთიანებს” – კახა კალაძე

ბათუმის თითოეულ მცხოვრებს, ქრისტიანს, მუსლიმს, ბერძენს, ებრაელს თუ უკრაინელს, ამ ქალაქის და ამ ქვეყნის სიყვარული აერთიანებს. არავითარი განსხვავებულობა, ამ სიყვარულზე მაღლა არასდროს არ მდგარა და ვერც ვერასდროს დადგება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბათუმში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების რესან კონცელიძისა და ტიტე აროშიძის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელსაც ზღვა, გადამწვანებული მთები, დიდებული კულტურული მემკვიდრეობა და რაც მთავარია, აქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ კოლორიტსა და ხიბლს სძენს. ბათუმელები ძალიან მშრომელი, საკუთარ კუთხესა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ბრძანდებით და მე, როგორც ამ ქვეყნის…

მეტი...

“მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, განაგრძონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე” – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმარ ინალ ჯაბიევის გარდაცვალებას საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ პატიმრის გარდაცვალება კიდევ ერთხელ ადასტურებს  ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის რთულ მდგომარეობას, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით. „საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში არსებულ უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან, სიცოცხლის უფლების ხელყოფის ჩათვლით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებთან და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებთან დაკავშირებით. 28 აგვისტოს, სწორედ ამგვარ დანაშაულებრივ ქმედებებს კიდევ ერთი ახალგაზრდის, ინალ ჯაბიევის სიცოცხლე შეეწირა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე…

მეტი...

“კობა ჩიტაძე თავისუფლების სანაცვლოდ ეშმაკთან ანუ ჩვენს „სამართალდამცავ სისტემასთან“ დებს გარიგებას” – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის წერილი ციხიდან

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ნიკოლოზ რევაზიშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ პროკურატურამ მის წინააღმდეგ ცრუ მოწმე – მისი თანასაკნელი დაკითხა. წერილში, რომელიც საქართველოს პირველ არხს ბრალდებულის ძმამ გადასცა, ნიკოლოზ რევაზიშვილი წერს, რომ თანასაკნელი, რომელსაც საგამოძიებო უწყება გათავისუფლებას დაჰპირდა, პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში ყვება, თითქოს რევაზიშვილმა მას „აღსარება ჩააბარა, შემდეგ კი, შაქარაშვილის მკვლელობის დაბრალება შესთავაზა, რისთვისაც რევაზიშვილს სანაცვლოდ 50 ათასი ლარი უნდა მიეცა მისთვის“. ბრალდებული ამბობს, რომ ის უდანაშაულო და „სისტემის მძევალია“. „დღეს, 2020 წლის 26 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ გამოკითხა ჩემი თანამოსაკნე კობა ჩიტაძე, რომელსაც თურმე არჩადენილი დანაშაულის შესახებ…

მეტი...

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო დეპუტატებმა ე.წ. გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს

ოკუპირებული ცხინვალის 22-მა დე ფაქტო დეპუტატმა ე.წ. პრეზიდენტს „გენერალური პროკურორის“, ურუზმაგ ჯაგაევის თანამდებობიდან გადაყენების თხოვნით მიმართა. მათი მხრიდან აღნიშნული მოთხოვნის მიზეზად უწყების მხრიდან არასაკმარისი ზედამხედველობა სახელდება, რასაც წინასწარი დაკავების იზოლატორში პატიმრის გარდაცვალება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ე.წ. პარლამენტის საგანგებო სესია სწორედ გენერალური პროკურორის გადაყენების საკითხთან დაკავშირებით გაიმართა. 30 წლის ინალ ჯაბიევი სამართალდამცველებმა დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ ნანიევზე თავდასხმის ბრალდებით 24 აგვისტოს დააკავეს. 28 აგვისტოს პატიმარი უგონო მდგომარეობაში, სხეულზე მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

მეტი...

მოძალადეს შემაკავებელ ორდერთან ერთად ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, პოლიციის დეპარტამენტების წარმომადგენლების მონაწილეობით “ქალთა მიმართ ან/და ოჯახში მოძალადეებზე ელექტრონული ზედამხედველობის დანერგვის შესახებ“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე საკანონმდებლო ცვლილება განიხილეს, რომლის საფუძველზეც, 2020 წლის 1 სექტემბრიდან, შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან ერთად, შესაძლებელი იქნება მოძალადის მიმართ დაწესდეს ელექტრონული ზედამხედველობა. სიახლის თანახმად, ძალადობის განმეორების რეალური საფრთხის და მსხვერპლის თანხმობის არსებობის შემთხვევაში, მოძალადეს სხეულზე ელექტრონული სამაჯური დაუმაგრდება. აღნიშნულის შედეგად, მოძალადის მიერ მსხვერპლთან და წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიასთან მიახლოების კონტროლი განხორციელდება GPS სისტემის მეშვეობით. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის, იურიდიული დეპარტამენტის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ…

მეტი...

“ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის ასრულებდა შეუცვლელ როლს” – დიმიტრი ხუნდაძე

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ეხმაურება და ფიქრობს, რომ ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის შეუცვლელ როლს ასრულებდა. მისივე თქმით, კლინიკის დამსახურება კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. „ვფიქრობ, ინფექციური საავადმყოფო ყოველთვის ასრულებდა შეუცვლელ როლს. ეს მან კიდევ დაადასტურა კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე. ის, რომ სიკვდილიანობა არის ყველაზე დაბალი საქართველოში სახელმწიფოთა შორის, არის დამსახურება მათ შორის ინფექციური საავადმყოფოსი. რაც შეეხება სხვადასხვა საავადმყოფოში ინფექციური განყოფილება უნდა იყოს თუ არა ასეთი ტიპის ცენტრალური კლინიკა, ვფიქრობ, სპეციალისტების აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული.…

მეტი...

განზრახ მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ გ.ს.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე გ.ზ-ს, აგრეთვე განზრახ მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.თ.-ს და ბ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 აგვისტოს, ქ. თბილისში, გ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, გ.ს.-ს დანით მიაყენა ჭრილობები გულმკერდის და თავის არეში, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაყვანილი გ.ს. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა. „გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ზემოხსენებულ ფაქტს შეესწრნენ ბ.ბ. და დ.თ., რომლებმაც აღნიშნულის შესახებ არ…

მეტი...

კორონავირუსის 7 ახალი შემთვევიდან 2-ის წყაროს დასადგენად ეპიდეკვლევა გრძელდება

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევიდან 3 არის ინფიცირებულთან კონტაქტი, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 2 შემთხვევაზე კი გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი ისევ 82%-ია. კოვიდ ცენტრებში ამ დროისთვის მკურნალობას გადის 239 პაციენტი. მათგან 4 მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ, 16-ის კი მძიმედ ფასდება. ინფექციურ საავადმყოფოში 18 პაციენტი გადის მკურნალობას. მათგან ერთი კრიტიკულად მძიმეა თუმცა სტაბილური.

მეტი...

ბათუმში ექვსი ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი,1999 წელს დაბადებული თ.ხ. ქურდობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს ბათუმში,ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, მოქალაქეების კუთვნილი ექვსი ავტომობილის საქარე მინები დააზიანა, მანქანების სალონებში შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა იქ არსებულ სხვადასხვა პირად ნივთებს. სამართალდამცველებმა თ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. დაკავებულმა მის მიერ, მიმდინარე თვეში, თბილისში ჩადენილი კიდევ რვა…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1462 შემთხვევაა დადასტურებული. არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და კვლავ 1196-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5806 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

მეტი...

6 თვიანი პაუზის შემდეგ კინოთეატრები და თეატრები იხსნება

6 თვიანი პაუზის შემდეგ კინოთეატრები მუშაობას რეგულაციების ფარგლებში აღადგენენ. დარბაზში დასხდომა ერთი სკამის გამოტოვებით იქნება შესაძლებელი. ანალოგიური წესი ვრცელდება თეატრებზეც, საკოორდინაციო საბჭო კინოთეატრებისა და თეატრებისთვის, საბოლოო რეგულაციებზე მუშაობს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ წარმოდგენებზე და კინოჩვენებებზე დასწრების მსურველებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიკეთონ პირბადე და გაიარონ თერმოსკრინინგი. კინოთეატრებში ვიზიტი, მაყურებლებს 15 სექტემბრიდან შეეძლებათ, თეატრი კი სპექტაკლზე დასწრების მსურველებს კარს, 1 ოქტომბრიდან გაუხსნის. 

მეტი...

პარლამენტის საშემოდგომო სესია პირველ სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირაში განაახლებს. რეგლამენტის გათვალისწინებით, სექტემბრის პირველ სამშაბათს, პირველ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის გახსნა პლენარული სხდომით იგეგმება, თუმცა მანამდე, 31 აგვისტოს ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, სადაც ახალი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება. მათ შორის, „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების. საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტს რამდენიმე ახალი კანონპროექტის განხილვა და მიღება მოუწევს. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომების ფორმატში ამ დრომდე არ მოუსმენია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წლიური ანგარიშებიც, რომლებიც უწყებებმა პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარუდგინეს. იმის გათვალისწინებით, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, პარლამენტი საქმიანობის წარმართვას ვადების დაცვით…

მეტი...

გარემოს დაბინძურებაზე ახალი ჯარიმები წესდება

პარლამენტის 31 აგვისტოს ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მოხდება, რომელიც გარემოსთვის მიყენებულ ზიანზე ფულად ჯარიმებს აწესებს. ახალ რეგულაციებს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო სივრცეში ახალია და ეფუძნება პრინციპს – „დამბინძურებელი იხდის“. კანონპროექტის გათვალისწინებით, გარემოზე ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის ან გარემოზე მიყენებული ზიანის შესახებ შეუტყობინებლობა – 5 000-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას გამოიწვევს, დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა – 5 000 ლარს, ზიანის პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა – 10 000-დან 20 000 ლარამდე, გარემოზე მიყენებული ზიანის შემდგომი გავრცელების თავიდან…

მეტი...