კატასტროფა ინდოეთში, ჩამოვარდა თვითმფრინავი, სადაც 200 ადამიანი იყო 

ამ წუთებში, მსოფლიოს ყურადღება ინდოეთია. ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავში 190 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა. კატასტროფის შედეგად თვითმფრინავი შუაზე გაიყო. გადარჩენილების შესახებ ინფორმაცია არ არის.   ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ეკიპაჟის შემადგენლობაში 10 ადამიანი იყო.

მეტი...

„ტყის კოდექსი“, „ნარჩენების მართვის კოდექსი“ – სულხან მახათაძის საპარლამენტო საქმიანობის შედეგები

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საპარლამენტო მუშაობის შედეგებზე საუბრობს და იმ მნიშვნელოვან საკანონმდებლო  ინიციატივებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც საკანონმდებლო ორგანომ მისი თანამონაწილეობით დაამტკიცა. „საპარლამენტო ცხოვრება უდიდესი პასუხისმგებლობაა. მიუხედავად იმ სირთულეებისა და გამოწვევებისა, რის წინაშეც ბოლო პერიოდში პანდემიამ არა მარტო ჩვენ, არამედ მსოფლიო დააყენა, საპარლამენტო საქმიანობის ბოლო წელი საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო იყო. იცით, რომ  ვმუშაობ საფინანსო-საბიუჯეტო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებში. ასევე ვარ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის და მთის ეროვნული საბჭოს წევრი.  ჩემთვის უდიდესი ნდობა და პასუხისმგებლობა იყო ის…

მეტი...

“დღეს ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია” – სუს – ის განმარტება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განმარტებით, დღეს ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია. “მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, პერიოდულად ადგილი აქვს საოკუპაციო რეჟიმის სხვადასხვა ტიპის უკანონო აქტივობებს, მათ შორის უკანონო გადაადგილებას,” – აღნიშნავენ სუსში. ოკუპანტები ე.წ. საზღვართან დღეს ისევ გამოჩნდნენ. რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან მე-12 წლისთავზე რუსი სამხედროები სოფელ ხურვალეთში გამყოფ ხაზთან დილიდან გადაადგილდებოდნენ. საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები ადგილზე შეუიარაღებელი თვალითაც კარგად შეინიშნებოდნენ. ოკუპანტები იმ აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ, რომელიც რუსეთის აგრესიის გასაპროტესტებლად გაიმართა.

მეტი...

“რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას” – რუმინეთის საგარეო უწყება

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რუმინეთი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. „რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სამხედრო კონფლიქტის დაწყებიდან 12 წელი გავიდა. რუმინეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამიას რუმინეთის საგარეო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შსს-ს მიმართა, არ გაასაჯაროოს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს

ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, უწყების ვებგვერდზე არ განთავსდეს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს. „ჩვენი თხოვნაა, შსს-ს ვებგვერდზე არ მოხდეს იმდაგვარი განცახდებების დადება, რაც ეჭვებს იწვევს, თითქოს თვითმკვლელობაზეა საუბარი. გაფრთხილება და რჩევა მივეცით, რომ ეს აღარ მოხდეს. პასუხი არის ყოველთვის „დიახ“, მაგრამ შედეგს დაველოდები. შედეგი ყოველთვის საპირისპიროა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. შეგახსენებთ, შსს-მ  თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, მათ შორის კომპიუტერისა და მანქანაში აღმოჩენილი წერილის ექსპერტიზის შედეგები.

მეტი...

თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება

ქართველი სტუდენტების გერმანიაში გამგზავრებისა და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით მორიგი სპეციალური რეისი შესრულდება. ფრენას ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ 11 აგვისტოს, შემდეგი განრიგით განახორციელებს: 11 აგვისტო, თბილისი-ბერლინი-თბილისი, გაფრენა 11:00, მოფრენა 19:30 საათი. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისი-ბერლინის მიმართულებით, სპეციალური რეისი ორიენტირებულია ქართველი სტუდენტების ტრანსპორტირებაზე, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებელში და აქვთ სამუშაო მოწვევა გერმანიაში. საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სუბსიდირებული ბილეთების ფასი არ იქნება 199 ევროზე მეტი. ავიარეისი ბოინგი B737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას…

მეტი...

“რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს” – სალომე ზურაბიშვილი

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, რუსეთმა ვერ მიაღწია მიზანს, ომმა ვერ შეუცვალა გეზი საქართველოს, ვერ ააცდინა საკუთარ მიზანს, გამხდარიყო ღირსეული, ძლიერი, სტაბილური, დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. „12 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. პატივს მივაგებთ ჩვენს გმირ მეომრებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენი სამშობლოს დაცვას შეეწირნენ. სწორედ ჩვეული უტეხი სულისკვეთება იყო ჩვენი პასუხი 2008 წლის ომზე და დღესაც ჩვენი პასუხია – არშეგუება! როგორც მრავალჯერ თავისი ისტორიის მანძილზე, საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია გადარჩენის უზარმაზარი ჟინი და ენერგია.ოკუპაცია საქართველოს ყველა მოქალაქისათვის უდიდესი ტკივილია. ამ ტრაგედიას ერთნაირად განვიცდით საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ყველას გვახსოვს, რომ ჩვენი,…

მეტი...

ლევან თოფაძემ საავადმყოფო დატოვა

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს.  ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი  ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. მკურნალობის შემდეგ პაციენტის კლინიკური მაჩვენებლები დასტაბილურდა და  საავადმყოფო დატოვა. შეგახსენებთ, ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. მისი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილი, ბუთა ჟვანია დააკავეს.

მეტი...

დევიდ მაკალისტერი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი აგვისტოს ომთან დაკავშირებით ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ

საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი და საქართველოზე ევროპარლამენტის მომხსენებელი სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაში წერია, დღეს აღინიშნება საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის 12 წელი და მისი შედეგი კვლავ იგრძნობა. „საქართველოს ტერიტორიების ერთი მეხუთედი ოკუპირებულია, ასობით ათასი ადამიანს კვლავ არ შეუძლია საკუთარ სახლებში დაბრუნება, აწყდება შეზღუდვებს მათ ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებასთან დაკავშირებით. საქართველო კვლავ სხვადასხვა რუსული ჰიბრიდული აქტივობების სამიზნეა, ისეთის, როგორიცაა დეზინფორმაციული კამპანიები და კიბერთავდასხმები. მიუხედავად ამისა, ამ შოკისმომგვრელმა მოვლენამ მხოლოდ გააძლიერა საქართველოს გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“, – აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველომ…

მეტი...

“სააკაშვილის ხელისუფლებამ ყურად არ იღო ბევრი რამ და დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვეს” – გია ვოლსკი

საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტო სამწუხარო შედეგებით დამთავრდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ ყურად არ იღო ბევრი რამ და დანაშაულებრივი შეცდომები დაუშვეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, დღეს ქვეყანა წარსულში დაშვებულ შეცდომებს იმკის. „ზოგადად, მსოფლიოში ყოველ დღე მძიმდება სიტუაცია და მნიშვნელოვანწილად, ეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის გამო ხდება. საქართველო დღეს ამ გლობალურ დაპირისპირებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია. საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტო სამწუხარო შედეგებით დამთავრდა. აქვე უნდა მოვიგონოთ, რომ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართული იყო იმ პროექტის შემუშავებაში, დაფინანსებაში და პოლიტიკურ მხარდჭაერაში, რომელსაც კონფლიქტის პოლიტიკურ მოგვარებამდე უნდა მივეყვანეთ.…

მეტი...

გიორგი გახარია რაჭაში სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია  რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა. პრემიერმა ადგილზე მიიღო ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და დარჩენილი პრობლემების მოგვარების გზების შესახებ. სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მაღალი გამავლობის ავტომანქანებით მიმოსვლა უკვე აღდგენილია, მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა კი რამდენიმე დღეში გახდება შესაძლებელი. რაჭის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2 კონტრაქტორი კომპანიის 25 ერთეული მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ათეული სპეციალისტი. სტიქიის ზონაში, სულ 48 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, რომელთაგან 40 უკვე…

მეტი...

“8 აგვისტო არის ნაზავი ტკივილის, ცრემლის, განცდისა და ერთობის” – კობა კობალაძე

8 აგვისტო არის ნაზავი ტკივილის, ცრემლის, განცდის და ერთობის, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე აგივსტოს ომის 12 წლისთავს. როგორც კობალაძე აღნიშნა, ვიდრე საქართველოს თითოეული მოქალაქე ვერ იგრძნობს, რომ ქვეყანა არის ოკუპირებული, მანამ ერთიანობის შეგრძნება არ გვექნება არც ერთს. „უკვალოდ არ დაიკარგება არც ერთი გმირის სიცოცხლის უფლება, თავგანწირვა და ეს ქვეყანა იქნება ერთიანი და ძლიერი“, – განაცხადა კობალაძემ.

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე “ზეგის” თანამშრომლების სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

ჩხრეკა რამდენიმე მისამართზე – თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები კომპანია “ზეგის” თანამშრომლების სახლებში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. დახლოებით ერთი საათია, რაც კომპანიის დირექტორის თამარ კობერიძის სახლთან, რადიანის ქუჩაზე გამომძიებლები მივიდნენ. საპროცესო მოქმედებას ესწრება “ზეგის” ხელმძღვანელის ადვოკატიც. მისთვის უცნობია, თუ რის საფუძველზე დაიგეგმა საგამოძიებო მოქმედება და რა ინფორმაციას ეძებს გამოძიება. კომპანიის ადვოკატი, საგამოძიებო უწყების მხირდან ჩატარებულ ჩხრეკის პროცესს უსაფუძვლოდ მიიჩნებს და აინეტერესებს ჩაატარეს თუ არა, ჩხრეკა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში. “ბაჩანას მითითებების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედების დაწყებით, არ ვიცი რისი მიღწევა უნდათ. კითხვა მაქვს საგამოძიებო ორგანოებთან, ჩაატარეს თუ არა ჩხრეკა თავად ბაჩანა ლობჟანიძის სახლში და…

მეტი...

“მცოცავი ანექსია საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს, რუსეთის ეს გზა განწირულია” – ანდრიუს კუბილიუსი

ლიეტუველი ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს. როგორც კუბილიუსი წერს, რუსეთის მხრიდან მცოცავი ანექსია საერთაშორისო კანონმდებლობას არღვევს. „12 წლის გავიდა აგვისტოს ომის შემდეგ. რუსეთი არალეგალურად განლაგებული საოკუპაციო ძალების მხრიდან პროვოკაციებს აგრძელებს. საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, მცოცავი ანექსია არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. იმპერაილისტური რუსეთის ეს გზა განწირულია. ერთადერთი ევროპული გზა რუსეთისთვის არის საქართველოს მაგალითის გათვალისწინება, რომელიც სამაგალითოა წარმატებული ევროპული რეფორმების განხორციელებით. საქართველო სიმამაცით ხვდება გლობალურ ცვლილებებს ევროკავშირის აღმოსაველთ სამეზობლოში“, – წერს კუბილიუსი.

მეტი...

“მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 12 წლისთავს გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია. “დღეს 12 წელი სრულდება რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან, რომელსაც ჩვენი მშვიდობიანი თანამოქალაქეების, ჯარისკაცების და პოლიციელების სიცოცხლე შეეწირა. პატივს მივაგებ და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, უთანასწორო ბრძოლაში, გმირობისა და მსხვერპლის ფასად, შეძლეს ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. მჯერა, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დროებითია. ჩვენი პრაგმატული და მშვიდობიანი პოლიტიკით შევძლებთ დეოკუპაციას და საქართველოს გაერთიანებას,”- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. 

მეტი...

საგარეო უწყება აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გავრცელებულ განცხადებაში, საგარეო უწყება ყურადღებას ამახვილებს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე, ასევე, საოკუპაციო რეჟიმების მიერ საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე. „12 წელი სრულდება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის წამოწყებისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ. ევროპაში სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების ეს უკანონო მცდელობა  წარმოადგენდა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევას, რამაც სერიოზულად დააზიანა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა და…

მეტი...

“ალბათობა, რომ ტურისტს ჰქონდეს „კორონავირუსი“ არსებობს“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ტურისტები  კარანტინში არ გადადიან, რადგან თუ ის ორკვირიანი დრო კარანტინში გაატარა, რაღატო ჩამოვა სამოგზაუროდ,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. ბუწაშვილიარ გამორიცხავს, რომ ვირუსის იმპორტირებული შემთვხევბი გაიზარდოს: „აღმავლობის მიზეზი შეიძლება გახდეს საზღვრის გახსნაც, ეს აუცილებელი იყო და ეს ნაბიჯები უნდა გადაგვედგა, მაგარამ რისკი  იმის, რომ ტურისტების შემოსვლას გახშირება მოჰყვეს შემთხვევბის რასაკვირველია არსებობს. შერჩეულია ის ქვეყნები, სადაც კონტროლირებადია ვირუსი, მაგრამ რისკი მაინც არსებობს. იმ ქვეყნებში, სადაც მიმდინარე ეპიდემიაა იმის ალბათობა, რომ ტურისტს ჰქონდეს ვირუსი რა თქმა უნდა არსებობს, რადგან ტურისტები კარანტინში არ გადადიან, რადგან თუ ის ორკვირიანი დრო…

მეტი...

„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები“ – გიორგი გახარია

2008 წლის აგვისტოს ომის 12 წლის თავზე, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი სამშობლოს დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის “ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება” შეასრულოს. „რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები და 2008 წლის “ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება” შეასრულოს. ეს ომი  მოუშუშებელ იარად რჩება ყველა ქართველის გულში,“- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

„ბევრი იმედიანად ელოდებოდა ზაფხულს, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა, ვირუსი უკან არ იხევს” – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„საბედნიეროდ ჩვენთან სიტუაცია სტაბილური რჩება და შეიძლება შეფასდეს, როგორც კარგი რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მსოფლიოს საშუალოსთან შედარებით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მაია ბუწაშვილი ქვეყანაში ეპიდსიტუაციას სტაბილურად აცხადებს, თუმცა რისკებზეც  საუბრობს: „ბევრი იმედიანად ელოდებოდა ზაფხულს, თუმცა, ასე არ აღმოჩნდა, ვირუსი უკან არ იხევს, შემთხვევების ლოკალიზება ხერხდება და დაკავშირებულია კონკრეტულ კლასტერებთან და რეგიონებთან. იყო პერიოდი, რომ მოსახლეობა დამშვიდდა თითქოს კორონა დავამარცხეთ, მაგრამ ვიდრე ჯანმო არ გამოაცხადებს, რომ კორონავირუსი დამარცხდა რა თქმა უნდა ჩვენ ამას დამარცხებულად ვერ ჩავთვლით. პრობლემა გვრჩება ქვემო ქართლი, ამჟამინდელი აფეთქებაც დაკავშირებულია ქვემო ქართლთან. რისკების…

მეტი...

„ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას. ჩვენ ამ გამოწვევის გადაჭრის მშვიდობიან გზაზე ვდგავართ“ – გიორგი გახარია

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ოფიციალურ გვერდზე წერს. იგი ასევე ხაზს უსვამს, რომ ეს იყო ტრაგედიით სავსე დღეები, რომელმაც დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი და მძიმე შედეგები. „12 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ასეულობით ჩვენი მოქალაქის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, ტერიტორიები. ეს იყო ტრაგედიით სავსე დღეები, რომელმაც დაგვიტოვა უდიდესი ტკივილი და მძიმე…

მეტი...

„მოვა დრო და სააკაშილი, მერაბიშვილი, კეზარაშვილი, ოქრუაშვილი, ბარამიძე სახელმწიფო ღალატზე იქნებიან გასამართლებული“ – გოგა ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ეს იყო სააკაშვილის მხრიდან ახალი საზღვრის დაკანონება, როდესაც ახალგორი მიუერთა ცხინვალის ოლქს, ეს იყო ყველაზე დიდი ღალატი იყო ახალი საზღვრის გავლება, რამაც მისცა დღეს საშუალება რუსულ იმპერიალიზმს წამოეწყო მცოცავი ოკუპაცია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა. ხაინდრავას მიაჩნია, რომ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ ქვეყნის ღალატის ბრალდებით: „ამ ტერიტორიაზე მას მერე, რაც პირველი ქმედება იყო ჩადენილი ჩაატარეს უკანონო არჩევნები და აირჩიეს სანაკოევი, ესეც უკანონობა და ღალატი იყო, ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს, მე მაქვს ფილმი გადაღებული,სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ სეპარატისტების მეირ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ ჩვენ გავხსენით…

მეტი...

“შარვალჩახდილი პატრიოტები” – ღალატი ქვეყნის და ისტორიის წინაშე” – გოგა ხაინდრავა „მედიაცენტრ მთავარში” (ვიდეო)

„სააკაშვილის ხელისუფლებამ აბსოლუტურად უკანონოდ მიუერთა ცხინვალის რეგიონს ახალგორის რაიონი, რომელიც არასდროს შედიოდა იმ ოლქში,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა. ხაინდრავა 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებს და ამბობს, რომ ქართულმა მხარემ დილის 4 საათზე ცხინვალის დაბომბვა დაიწყო: „ეს იყო ახალი საზღვრის დაკანონება, და დღეს ეს შარვალჩახდილი პატრიოტები ამის წინააღმდეგ გამოდიან. დღესაც იქ არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და აცხადებენ. რომ ცხინვალი არ დაუბომბიათ. სანაკოევის არჩევაც იყო უკანონობა და ღალატი და ამ ღალატის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობს, მე მაქვს ფილმი გადაღებული სადაც სააკაშვილი აცხადებს, რომ სეპარატისების მიერ გახსნილი ცეცხლის საპასუხოდ…

მეტი...

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება – გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019 წლის აპრილის თვეში, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით ურთიერთშორის განახორციელეს 40 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის მიწოდების ფიქტიური ოპერაციები, რითაც შექმნეს დაახლოებით 6 200 000 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-წლამდე ვადით.

მეტი...

“საქართველოს ორი რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ძალიან შორსაა მშვიდობის ნებისმიერი გაგებისგან” – დავით ზალკანიანი

„2008 წლის აგვისტოს ომი ევროპის საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის უტიფარი მცდელობა იყო. მან ბიძგი მისცა მთელ რიგ მოვლენებს რეგიონში, რომლებმაც სერიოზული ზემოქმედება იქონია უსაფრთხოებაზე და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ხანგრძლივი დაღი დააჩნია“ – აღნიშნავს ზალკალიანი. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობს, ავტომატურად მშვიდობას არ ნიშნავს. „ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია, მკვლელობის, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტები, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამუდმებულ დარღვევასა და საქართველოს ორი რეგიონის დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ძალიან…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა შვიდი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.

მეტი...

რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით საერთაშორისო ონლაინკონფერენცია გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის ევროპული ფრონტის ინიციატივასთან ერთად, დღეს უმასპინძლებს საერთაშორისო ონლაინკონფერენციას „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპაში: დეოკუპაციისთვის საქართველოს ძალისხმევის 12 წელი“ ბერლინიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან და პარიზიდან მაღალი დონის ოფიციალური პირებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების წარმომადგენელთა მონაწილეობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, ღონისძიება იმართება რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წელთან დაკავშირებით. კონფერენციაზე მოწვეული მაღალი დონის სტუმრები შეაფასებენ რუსეთ-საქართველოს ომის გრძელვადიან ნეგატიურ გავლენას ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე, საუბარი შეეხება ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ გარემოს, მონაწილეები იმსჯელებენ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში მშვიდობის უზრუნველყოფისათვის ევროპის აღმოსავლეთ რეგიონში მშვიდობისა…

მეტი...

“ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის 12 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მრავალი გლობალური გამოწვევის მიუხედავად, ევროკავშირის მიერ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მხარდაჭერა ისეთივე მყარია, როგორ ყოველთვის. „სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში დაძაბულობა ძლიერი რჩება და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთს კვლავ ჰყავს სამხედრო ძალები, რაც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს, რომლებიც 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით არის გათვალისწინებული. კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური ადამიანის უფლებები კვლავაც ირღვევა, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გზით ე.წ. ბორდერიზაციის, კონტროლირებადი გადაკვეთის პუნქტების დროებითი დახურვისა და უკანონო დაკავებების…

მეტი...

გოგი თოფაძის შვილიშვილის მდგომარეობა სტაბილურია

გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს სამართალდამცველებისთვის ჩვენება ამ დრომდე არ მიუცია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ჯერჯერობით, დაკითხვა ვერ ხერხდება. ლევან თოფაძე პალატაში მკურნალობს. დაზარალებული ოჯახის ინტერესების დამცველის განცხადებით, პაციენტს რამდენიმე დღეში გაწერენ და საგამოძიებო მოქმედებები სწორედ აღნიშნულის შემდეგ ჩატარდება. „ვეცნობით საქმის მასალებს და მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია.  გავრცელებული ვერსია, ვინ მიაყენა ბრალდებულ ჟვანიას დაზიანება, ვერ გეტყვით, სანამ საქმის მასალებს არ გავეცნობით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ველოდებით, რომ მალე გაწერენ და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას. საგამოძიებო მოქმედებების სწორედ მერე დაიგეგმება“ – აცხადებს ოჯახის ადვოკატი…

მეტი...

ვიცე-პრეზიდენტზე განხორციელებული თავდასხმისთვის კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს

ლერი სულაბერიძეზე განხორციელებული თავდასხმის გამო კიდევ ერთი პირი დააკავეს. დავით მურვანიძე სამართალდამცველებმა წუხელ, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაზარალებულ ლერი სულაბერიძესთან ნაცნობობა არ აკავშირებს და საქმესთან შეხება არ გააჩნია. „გვეუბნებოდნენ რომ მას ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-მოხმარებაზე დააკავებდნენ. შემდგომ კი ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის წაუყენეს. დააკავეს იმისთვის, რომ სასურველი ჩვენება მიეღოთ, თუმცა, მას ამ საქმესთან არანაირი შეხება აქვს, არც ბრალდებულს იცნობს და არც დაზარალებულს მანქანაც გაჩხრიკეს, თუმცა, არაფერი ამოუღიათ. სხვა კომენტარებს ვერ გავაკეთებ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან, ამ დრომდე არ ვიცი, რის…

მეტი...