ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევაა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 140 ადამიანს ჩაუტარდა და 15 მათგანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 262-ს შეადგენს. მათგან 101 გამოჯანმრთელდა და ოთხი გარდაიცვალა.

მეტი...

“არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე შეტყობინება სამინისტროში არ შემოსულა” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თერჯოლაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია თერჯოლის რაიონში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში, აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა. აღნიშნულ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით მომართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არც ერთი პირის მიმართ არ დამდგარა. გარდა ამისა, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციის მხრიდან გატარდა შესაბამისი…

მეტი...

ბექას ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, ბექას ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. 26 აგვისტოს, 00:00 საათიდან 27 აგვისტოს ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მარშრუტების გათვალისწინებით: N47 ავტობუსი ნუცუბიძის პირველი პლატოს მიმართულებით მოძრაობისას, პეკინის გამზირის ნაცვლად, შარტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება. კალანდაძის ქუჩის დახმარებით, დაუკავშირდება პეკინის გამზირს, რომლის შემდეგაც, მიცკევიჩის ქუჩაზე გადაინაცვლებს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს. ავტობუსი N6 კანდელაკის ქუჩიდან შარტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, რომლის შემდეგაც, კალანდაძის ქუჩის დახმარებით, პეკინის გამზირს დაუკავშირდება და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობს; ავტობუსი N58 ვაკის რაიონის მიმართულებით გადაადგილებისას, კოსტავას ქუჩიდან სააკაძის მოედნისკენ გადაინაცვლებს, ჭაბუკიანის ქუჩის საშუალებით,…

მეტი...

დავით ზალკალიანი თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 აგვისტოს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის გაცნობითი შეხვედრა თბილისში ევროპის საბჭოს ოფისის ახალ ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან. შეხვედრის დასაწყისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიულოცა ნატალია ვუტოვას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს წარმატებულ თავმჯდომარეობაზე. აღინიშნა, რომ თავმჯდომარეობის პერიოდი მართლაც გამოწვევებით იყო სავსე, რაც განპირობებული იყო კოვიდ-19-ის პანდემიით, თუმცა საქართველომ შესძლო თავმჯდომარეობის წარმატებით დასრულება. შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველომ, შერჩეული პრიორიტეტების…

მეტი...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა და ოჯახის ადვოკატი პროკურატურაში იმყოფებიან

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა და ოჯახის ადვოკატი საქმის მასალების გასაცნობად თბილისის პროკურატურაში იმყოფებიან. “ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ რაღაცას მალავს და ჩემს შეგრძნებებს აქამდე არ უმტყუნია” – ამის შესახებ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ თამარის მეგობრის დეას ჩვენებას უნდა გაეცნოს. „საქმის მასალებს გავეცნობი. უფრო იმიტომ წამოვედი, რომ დეა იკითხება აქ. წინა დღეებში სიცხე ჰქონდა, ნერვიულობამაც იცის სიცხეები. ჩემთან საერთოდ არ მოვიდა და არც შემეხმიანა. დედა და ძმა მომიგზავნა, თვითონ მოსვლის შეეშინდა  ე.ი. რაღაცას მალავს და რაღაც იცის. დედამისმა მითხრა, უნდა მოვამზადოო ჩემთან შესახვედრად. როცა თამუნასთან ერთად მოდიოდა, მაშინ რატომ არ სჭირდებოდა მომზადება? არ ვიცი, რაღაცა იცის…

მეტი...

11 წლის ბავშვის ბებია მკვლელობაში მის მამას ადანაშაულებს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ნათესავები მამას მოზარდის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ბავშვის ბებია დარწმუნებულია რომ მორიგი ცემისას მამაკაცმა მოზარდი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ხეზე ჩამოკიდა. ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ. “გუშინ ასე მითხრა, ყოველ ღამე აფეთქებული იყო ტელეფონიო, როცა მთვრალი იყოო, ბიძია მიშველე, ბიძია მიშველე, მიძახოდაო. ბიძამისს წაუყვანია სახლში, მამამისს დაუძინია, მერე ბიძამისს უთქვამს წადი, პაპიროსი და “აჩკები” დამრჩა იქო. დედამისს უთხრა, დედა ახლა პაპიროსსა და “აჩკებზე” მივდივარ სახლში და თან მეშინია მამამ არ დამინახოს, თორე მომკლავსო, ბიძამისმა თქვა, მთელი ღამე მამამისი მირეკავდა, გამოუშვი ბავშვი, უნდა მოვკლა…

მეტი...

“საქართველოში იანვრის ბოლოდან დღემდე 350 ათასი „პისიარ“ ტესტია ჩატარებული” – ამირან გამყრელიძე

“ქვეყანაში გაფართოებულია ყოველდღიური „პისიარ“ ტესტირების რიცხვი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საშუალოდ ყოველდღიურად გვაქვს 4 830 „პისიარ“ ტესტირება” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში იანვრის ბოლოდან მოყოლებული ჯამში ჩატარებულია 350 ათასი „პისიარ“ ტესტი. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გვაქვს ერთეული შემთხვევები, დაახლოებით ხუთი, 10, 15, 20-მდე, რომლებიც, რა თქმა უნდა, საყურადღებოა, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის, რადგანაც ისინი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მიერ კარგად იმართება. დროულად ხდება იდენტიფიცირება ყველა ახალი შემთხვევის და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. ქვეყანაში გაფართოებულია ყოველდღიური „პისიარ“ ტესტირების რიცხვი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში…

მეტი...

იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა

უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო მართვით სუნთქვაზეა. ტიმოშენკოს „კოვიდ-19“ 23 აგვისტოს დაუდასტურდა. როგორც უკრაინული გამოცემა „რბკ-უკრაინა“ წერს, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათივე ცნობით, ტიმოშენკოს ცხელება აღენიშნება და მედიკოსებს  მისი ტემპერატურა 39 გრადუსზე დაბლა ვერ ჩამოჰყავთ. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა ასევე, იულია ტიმოშენკოს შვილს, ევგენია ტიმოშენკოს და მის მეუღლეს, თუმცა მათ დაავადების შედარებით მსუბუქი ფორმა აქვთ.

მეტი...

გადაუდებელი დახმარების ცენტრი შატილის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა შატილში მომხდარ ავტოკატასტროფასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. განცხადებაში განმარტებულია, რომ გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე გაემართნენ შემთხვევის ადგილისკენ, თუმცა, რადგან ადგილზე მისულებს დახვდათ პაციენტები, რომლებსაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნებოდათ, ეკიპაჟებმა ისინი თბილისში, შესაბამის კლინიკაში გადაიყვანეს. “უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელ საქართველოს. გვინდა, გამოვეხმაეროთ გაჟღერებულ ინფორმაციას აღნიშნულ შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟების დაგვიანების შესახებ. ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები ცენტრში  გამოძახების დაფიქსირებისთანავე იქნა მობილიზებული. კერძოდ, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში გამოძახება 17:13 სთ-ზე დაფიქსირდა, რის შემდგომაც ეკიპაჟები…

მეტი...

“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამკვირვებლები შეუფერხებლად ჩამოვიდნენ არჩევნებზე” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლებმა ჩართვა დაუბრკოლებლად შეძლონ.  მისივე თქმით, დამკვირვებლები მაქსიმალურად ნაკლები ბარიერების საფუძველზე შეძლებენ ქვეყანაში ჩამოსვლას.  “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა, შეუფერხებლად ჩამოვიდნენ საქართველოში და მაქსიმალურად მეტი დამკვირვებელი იყოს წარმოდგენილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. ამისთვის, ჩვენი გუნდი ამუშავებს მთელ რიგ საკითხებს ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ მაქსიმალურად ნაკლები ბარიერების საფუძველზე და, ამასთანავე, მათი ჯანმრთელობისთვის დამატებითი რისკების შექმნის გარეშე უზრუნველყოფილი იყოს დამკვირვებლების წარმოდგენა საქართველოში,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობის…

მეტი...

აფხაზეთში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ლაბრაში 54 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც კოვიდ 19 დაუდგინდა. ამის შესახებ სააგენტო “სპუტნიკი” იუწყება. სოფლის გამგებლის, არუთუნ მელკონიანის ინფორმაციით, მამაკაცს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. მასთან სასწრაფო დახმარება 23 აგვისტოს გამოიძახეს, 24 აგვისტოს კი მისი მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა. დღეისთვის სოფელი ლაბრაში მედიკოსები მოსახლეობაში ბიომასალებს აგროვებენ. სოფელში 250 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის გამგებლის ინფორმაციით, კიდევ ერთი ადამიანია ინფექციის მატარებელი, რომელიც თვითიზოლაციაშია.

მეტი...

“ეს არის აფიორა, სააკაშვილმა და ბოკერიამ თავად განათავსეს ეს ტყუილი” – ირმა ინაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებაზე

ირმა ინაშვილის ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებასთან კრემლს არანაირი კავშირი არ აქვს და არ გამორიცხავს, რომ სტატია, რომელიც რუსულ სააგენტოზე გუშინ გავრცელდა, შეკვეთილი იყოს მისი ოპონენტების მხრიდან. “ეს არის აფიორა, სააკაშვილმა და ბოკერიამ ჯერ თავად განათავსებინეს ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემას ეს ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე ტყუილი კომენტარი გააკეთებინეს თავისავე აგენტს ვინმე კუროპტევს. 1 პროცენტზე ნაკლები აქვს მხარდაჭერა ბოკერიას ჯგუფს და 3.5 ნაკლები აქვს სააკაშვილს. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, ასევე, რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიყავით აფხაზეთში. გამოჩნდა სინათლის პატარა სვეტი და ეს ის ხალხია, ვინც თვითონ ჩააბარა კოდორი და ახალგორი,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა.  ცნობისთვის, რუსულ…

მეტი...

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 139 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8 290 პროცენტით, მაქსიმალური 8.450 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8 321 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9 125 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

მეტი...

ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა 33 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს და ხვალ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 27-28 აგვისტოს მომატებული ტემპერატურის ფონზე ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება. 29-31 აგვისტოს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს. ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-28 აგვისტოს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 29-31 აგვისტოს +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

მეტი...

“ელენე ხოშტარიას, როცა ოკუპანტ ქვეყანაში სწავლობდა, მაშინ გახსენებოდა, რომ ის ქვეყანა ოკუპანტია” – სოფიო კილაძე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე”ევროპული საქართველოს” წევრის, ელენე ხოშტარიას მოთხოვნას გამოეხმაურა, სადაც პოლიტიკოსი ითხოვს, გამოიძიონ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსების წყაროები. კილაძე ამბობს, რომ მსგავსი ბრალდებები არაერთხელ გაჟღერებულა “ქართული ოცნების” მიმართაც. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებას, ამაზე გამოძიების დაწყების საკითხს პროკურატურა გადაწყვეტს. “ჩემი პირადი პოზიცია მინდა გითხრათ და “ქართული ოცნების” პოზიციაც ეს არის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი ძალა, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასთან არის რაიმე ფორმით ალიანსში, ან მისგან ფინანსდება. ეს პირველ რიგში კანონის დარღვევაა, მაგრამ ასევე მორალურადაც დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ოკუპანტისგან ვინმე იღებდეს რაიმე დაფინანსებას და შემდეგ ვინმეს ჰქონდეს პრეტენზია, რომ ეს არის ქვეყნის…

მეტი...

“ვუერთდებით ქართველი ხალხის მწუხარებას შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო” – პოლონეთის საელჩო

საქართველოში პოლონეთის საელჩო შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. „ვუერთდებით ქართველი ხალხის მწუხარებას შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა. გვსურს სამძიმარი გამოვუცხადოთ დაღუპულთა ოჯახებს“, – აღნიშნულია საელჩოს სამძიმრის წერილში.

მეტი...

“შატილში დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, დადებითი დინამიკა გვაქვს” – ლევან რატიანი

“შატილში მომხდარი ტრაგიკული ავარიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია,”- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს.  “დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. შეიძლება ითქვას, რომ დადებითი დინამიკა გვაქვს, მათ შორის, ნერვოლოგიური სტატუსის მხრივ. თავის ტვინს სიცოცხლე შენარჩუნებული აქვს. ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე იმყოფებიან, ამ დროისთვის, მათთვის ჟანგბადის მიწოდება შემცირდა, რაც იმას ნიშნავს რომ სიტუაცია დადებითად მიმდინარეობს. სამივე მათგანს ჰქონდა თირკმლის მწვავე უკმარისობა, თუმცა ეს პრობლემა აღდგენილია. ვიმედოვნებთ, რომ ისინი ჩვენი და მათი ძალისხმევით გადარჩებიან და იმ რთულ გზასა და ბეწვის ხიდს, რომელიც მათ გამოჯანმრთელებისთვის უნდა გაიარონ – წარმატებით გავივლით,” – განაცხადა ლევან რატიანმა. 

მეტი...

აჭარაში კორონავირუსი 4 პირს დაუდასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 4 პირს დაუდასტურდა. ორი სატვირთოს მძღოლია,ორი ინფიცირებული კი ქობულეთთან კონტაქტირებული. ინფიცირებული მძღოლებიდან 1 თურქეთის მოქალაქეა და ის სამკურნალოდ სამშობლოში დაბრუნდა. ქობულეთთან კონტაქტირებული პაციენტები შუახნის ქალები არიან.ჯამში ე.წ ქობულეთის კლასტერიდან 10 პირია ბათუმის კოვიდცენტრში. რეგიონში კი სულ 32 პირია კორონავირუსით ინფიცირებული. ამათგან, 8 პირს პნევმონია აღენიშნება,დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი, სტაბილურია. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გიგა კიკაბიძე აცხადებს, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. “ოთხი კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტი დადასტურდა აჭარაში, აქედან ერთი პაციენტია თურქი, რომელიც ტრაილერის მძღოლია. ერთი მძღოლი ჩვენთანაა მოთავსბული და ასევე, ორი ქალბატონი. ბათუმში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა კი სტაბილურია,”- განაცხადა გიგა კიკაბიძემ.

მეტი...

“კოვიდ 19”- ით გარდაცლილი მე-19 პაციენტი კალათბურთელ, ვიქტორ სანიკიძის დედაა

კორონავირუსით კიდევ ერთი გარდაცვლილი- 65 წლის ქალი, კალათბურთელის, ვიქტორ სანიკიძის დედაა. მას თანმდევი დაავადებებიც ჰქონდა. “კოვიდ 19” დაუდგინდა ოჯახის კიდევ სამ წევრს. ვიქტორ სანიკიძის ძმა, მამა და დეიდა სტაციონარში გადაიყვანეს, თავად კალათბურთელი კი კარანტინშია.  65 წლის ქალბატონი მძიმე მდგომარეობის გამო მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა, თუმცა გუშინ, მდგომარეობის დამძიმებისთანავე, როგორც კი მისი გადაყვანა კლინიკაში სცადეს,  სადარბაზოში გარდაიცვალა.

მეტი...

საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი წუხილს გამოთქვამს შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესისგან სამძიმრის წერილი მიიღო. საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი და გამგეობის წევრები კონგრესის სახელით თანაგრძნობას გამოხატავენ ტრაგიკულ მოვლენასთან დაკავშირებით და მხარდაჭერას უცხადებენ შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ქართველ ხალხს. „საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში, შატილის გზაზე დატრიალებული ტრაგედიის გამო. ისრაელში და მსოფლიოს ყველა კუთხეში  მცხოვრები  ქართველი ებრაელები უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. შეძრწუნებულები ვართ მომხდარი უბედური შემთხვევის მასშტაბით და ამ გლოვის ჟამს გვსურს ჩვენი თანაგრძნობა გამოვხატოთ მოძმე ქართველი ხალხის მიმართ“, – ნათქვამია…

მეტი...

COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის სამი წევრი ინფიცირებულია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის კიდევ სამი წევრია ინფიცირებული. მისი თქმით ისინი კოვიდ ცენტრებში განაგრძობენ მკურნალობას. “დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულნი. კარანტინში გადავიდნენ გარდაცვლილ მე-19 პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირებიც, ოჯახის ინფიცირებული წევრები კი მკურნალობენ კოვიდცენტრებში. ჯამში გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

2021 წლიდან მომხმარებელს მობილურ მომსახურებას ვირტუალური ოპერატორები გაუწევენ

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2021 წლიდან მომხმარებელს მობილურ მომსახურებას ვირტუალური ოპერატორები გაუწევენ. „ხელმისაწვდომი ფასები, მრავალფერონავი არჩევანი, მომსახურების მაღალი ხარისხი და კონკურენტული გარემო – კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ამ სიკეთეებს მომხმარებელი 2021 წლიდან მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლით მიიღებს. საზოგადოებისთვის ეს ახალი შესაძლებლობაა, რომელიც ინოვაციურ პროდუქტებს, კომფორტულ სერვისებს და ახალ შეთავაზებებს გულისხმობს“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში. მათივე ინფორმაციით, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორი (MVNO) არის მობილური მომსახურების მიმწოდებელი ისეთი ოპერატორი, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ქსელი და ინფრასტრუქტურა და მობილური მომსახურებების მიწოდებას ახორციელებს სხვა ოპერატორის ქსელის მეშვეობით. „ვირტუალური კომპანიები მობილურ ბაზარზე მნიშვნელოვანი ფინანსური დანახარჯების გარეშე…

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი მკურნალობას სახლში გადიოდა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია 19-ე გარდაცვლილ პაციენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ პაციენტს ჰქონდა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და ჰქონდა მძიმე ემოციური ფონი. ეზუგბაიას თქმით მოტეხილობამ ემბოლეა გამოიწვია, რის შემდეგაც დადგა გარდაცვალება. “გარდაცვლილ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და იყო ჭარბწონიანი, ამის გამო ჰქონდა საკმაოდ მძიმე ფსიქო-ემოციური ფონი. პაციენტს უვლიდა სახლში, მისი და, რომელიც იყო კოვიდინფიცირებული. მე პაციენტის დასთან მქონდა კომუნიკაცია. მათი დაავადება მიმდინარეობდა თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლეა, რომელიც მოტეხილობამ გამოიწვია და პაციენტი სწორედ ასე გარდაიცვალა. ამ პაციენტის პირველწყარო უკავშირდება ლენჯერს,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ლენჯერს, ორი ინფიცირებულთან კონტაქტს უკავშირდება, ოთხი შემოტანილია, კიდევ ერთი კი სამედიცინო პერსონალიდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება, ორი დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირია, ოთხი შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო ერთიც სამედიცინო პერსონალიდანაა. „გუშინდელი მონაცემებით, ქვეყანაში იყო 1421 შემთხვევა, დაგვემატა რვა ახალი შემთხვევა. ერთის წყარო ლენჯერია, ორის წყარო დაავადებულ პაციენტებთან კონტაქტია, ოთხი შემთხვევა შემოტანილია, აქედან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალიდანაა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად არის 1150“, – განაცხადა ეზუგბაიამ. ეზუგბაიას განმარტებით, კოვიდ-ცენტრებში 260 პაციენტი მკურნალობს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი კვლავ 80 პროცენტს შეადგენს.

მეტი...

რაჭაში 29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

რაჭაში მოკლულ ლასო აბუთიძის, მკვლელობაში ბრალდებულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორი ბრალდებულიდან, ერთი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მეორე კი ამბობს, რომ კონფლიქტში გამშველებლის როლს ასრულებდა.   დაკავებულს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, რომლის თქმითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მკაფიოდ ახსოვს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. ის პირი კი, რომელიც დანაშაულს აღიარებს ამ ეტაპზე ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს. შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ამბროლურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში,  29 წლის ლასო აბუთიძე მოკლეს, რომელიც მასთან სტუმრად მყოფ გოგონების დაცვას, ნასვამი მამაკაცებისგან ცდილობდა.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 429 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელდა 13 პაციენტი. განკურნებულთა რაოდენობა 1 1150-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7005 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით მე-19 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდე ვერთი, მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე ვრცელდება.

მეტი...

ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს საქართველო შეუერთდა

ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს საქართველო შეუერთდა. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის დეკლარაციაშია ნათქვამი. რუსეთისთვის სანქციების 2021 წლის 23 ივნისამდე გახანგრძლივებას საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, ალბანეთი, ისლანდია, ნორვეგია და უკრაინაც უერთდება. ევროკავშირი ექვსი სახელმწიფოს ამ გადაწყვეტილებას მიესალმება. ევროკავშირის საბჭომ რუსეთს ეკონომიკური შეზღუდვები 2014 წელს დაუწესა. სანქციების მოქმედების ვადის მომდევნო წლამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება კი მიმდინარე წლის 18 ივნისს მიიღო. სანქციების მიხედვით, ანექსირებულ ყირიმში სხვადასხვა საქონლის ექსპორტი და იმპორტი, ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების განხორციელება იკრძალება.

მეტი...

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შატილის ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე. „ღრმად ვარ დამწუხრებული შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, – აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

მეტი...

„კოალიციური მთავრობის შექმნის შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით კრიზისის მომხრე“ – დავით ჭიჭინაძე

აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და  მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან არ გამორიცხავს კოალიცია, ვინც ბანკირებთან თანამშრომლობაზე იტყვის უარს. „ჩვენ ყველა მხარეს ვხედავთ საბანკო პარტიებს, ივანიშვილი ბანკირია, ხაზარაძეც ბანკირია და  კმაყოფილი მაშინ იყო, როდესაც ჯიბის პრემიერი ჰყავდა,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. ჭიჭინაძე აღნიშნავს, რომ ის ბანკების შეზღუდვების მომხრე იყო ყოველთვის: „მე კი, ყოველთვის  ვპოზიციონირებდი, როგორც ბანკების შეზღუდვის მომხრე, ამიტომ გრზელდება ჩემი დაპირისპირება „ქართულ ოცნებასთან“   სამი წელია, მაგრამ  გვარებთან და სახელებთან კი არ მაქვს პრობლემა, პრობლემა მაქვს იმ მიდგომებთან, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ.…

მეტი...

არჩილ თალაკვაძემ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.  „გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს მშვიდობასა და კეთილდღეობას!“- წერს არჩილ თალაკვაძე ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

მეტი...

გლოვის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

გლოვის დღესთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

მეტი...