„თუ „ოცნება“ არ შექმნის კოალიციურ მთავრობას, მივიღებთ რიგგარეშე არჩევნებს“ – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“

„კოალიციური მთავრობის, ჩამოყალიბების შესაძლებლობა არის ძალიან მაღალი, ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად ამ არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნება“ დგება იმ ვარიანტის წინაშე, რომ აუცილებლად უნდა შექმნას კოალიციური მთავრობა,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ძიძიგური აცხადებს, რომ დღეს კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა აქვს მმართველ პარტიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიებს. ზვიად ძიძიგური პროგნოზირებს, რომ იმ შეთხვევაში თუ „ქართულ ოცნებას“ არ მიეცა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების საშუალება, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება:

„კოალიციური მთავრობის ჩამოაყალიბოს, შეუძლია ორ პარტიას,  ესაა ივანიშვილის და სააკაშვილის ირგვლივ ჩამოყალიბებული პარტიები. ერთი თემაა ის, რომ თუ ამას არ გააკეთებინებ ივანიშვილს, უნდა გააკეთებინო სააკაშვილს და თუ არცერთს არ ჩამოაყალიბებენ, მაშინ რჩება რიგგარეშე არჩევნები.

„ქართული ოცნება“ თუ კოალიციურ მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებს, რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში დაკარგავს პირველ ადგილს და მივიღებთ ოპოზიციური პარტიების უპირატესობას. თუ პარტიები გააგრძელებენ ასეთი ტიპის რიტორიკას, რომ „ოცნებას“ არ ჩამოაყალიბებენ კოალიციურ მთავრობას. გვექნება რიგგარეშე არჩევნები,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები