„600 ტესტიდან მხოლოდ ერთია დადებითი“ – ამირან გამყრელიძე

“კორონავირუსის” კიდევ ერთი ახალი შემთხვევა გამომვლინდა საქართველოში. ამირან გამყრელიძის თქმით ეს შემთხვევა  ლენჯერს უკავშირდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ლუგარის ლაბორატორიაში სვანეთში აღებული ნიმუშიდან 600 უკვე გამოიკვლიეს და აქედან მხოლოდ ერთია დადებითი. „დღეს დასრულდა 600 ნიმუშის ტესტირება და იქიდან მხოლოდ ერთი დადებითია. ისიც უკავშირდება ლენჯერის კლასტერს. ჯერჯერობით, ვიდრე დარჩენილი კიდევ 300 ნიმუშის პასუხი იქნება, შეგვიძლია, ვთქვათ რომ ინფექცია ძირითადად კონცენტრირებულია ამ თემის ერთ-ერთ დასახლებაში. ამიტომ, იმ დასახლებაში მკაცრი საკარანტინო ზომები ტარდება, შესვლა-გამოსვლა სრულად აკრძალულია. დაახლოებით ერთ საათში ალბათ გუშინდელი ტესტებიდან დარჩენილი 300 ტესტის პასუხიც იქნება. შემდგომ უკვე დღევანდელი 800 ტესტის პასუხები.…

მეტი...

“კორონავირუსი” აფახაზეთშიც მატულობს

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 131 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან „კოვიდ – 19“ შვიდს დაუდასტურდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. აფხაზეთში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 155 შეადგენს, მათ შორის 51 გამოჯანმრთელდა. აფხაზეთში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.

მეტი...

გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობით პატრიარქი სარგებლობს

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მიერ  ჩატარებული კვლევით,  გამოკითხულთა 89%-ის კეთილგანწყობით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სარგებლობს. პატრიარქის შემდეგ მოდის ამირან გამყრელიძე, 74%-ით. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ფიგურებს, კვლევის შედეგები შემდეგია:  გამოკითხულთა 63%-ს გიორგი გახარია მოსწონს, 57%-ს – კახა კალაძე, 53%-ს – დავით ბაქრაძე, 42% -ს – შალვა ნათელაშვილი, 41%-ს – ბიძინა ივანიშვილი, 41%-ს – გრიგოლ ვაშაძე, 40%-ს – გიორგი ვაშაძე, 37% – დავით უსუფაშვილი, 36% – ნიკა მელია, 34% – ალეკო ელისაშვილი, 34% – არჩილ თალაკვაძე, 32% – გიგი უგულავა, 32% – სალომე ზურაბიშვილი, 30% – ირაკლი ოქრუაშვილი, 28% – ირმა ინაშვილი, 27% – მამუკა ხაზარაძე, 25% – ნინო ბურჯანაძე, 17% – ეკა ბესელია, 14% – ბადრი…

მეტი...

IRI-ს კვლევით, „ქართული ოცნება“ 33%-ით ლიდერობს   

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევა ჩაატარა, რომელიც როგორც პოლიტკური, ისე აპოლიტკურ საკითხებს ეხება. კვლევის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე კვირას რომ ტარდებოდეს, მოსახლეობის 33% „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს.   უფრო ვრცლად, აღნიშნულ ნაწილში კვლევის პასუხები შემდეგია:  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 33% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 16% „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ – 5% გამოკითხულთა 17%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 11%-მა კი კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი თქვა. ამასთან კითხვაზე „არსებობს თუ არა პარტია, რომელსაც ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდით“, პასუხები ასე გადანაწილდა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა…

მეტი...

„არ გვაქვს საფუძველი, რომ ვიმსჯელოთ სწავლის გადავადებაზე“ – ეკატერინე ტიკარაძე

„სასწავლო პროცესის გადადების ვერსიას დღეს არ განვიხილავთ, ვინაიდან დღეს ადრეა საუბარი თუ რა ეპიდსიტუაცია გვექნება სექტემბერში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ  განაცხადა. მისივე თქმით,  მოქალაქეების დამყოლობა კვლავ გაიზრდება და მათი სოციალური პასუხისმგებლობა ამაღლდება, რის შედეგადაც მოხერხდება სვანეთში ლოკალიზებული ვირუსის ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტა. „სასწავლო პროცესის გადადების ვერსიას დღეს არ განვიხილავთ, ვინაიდან დღეს ადრეა საუბარი თუ რა ეპიდსიტუაცია გვექნება სექტემბერში. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ მოქალაქეების დამყოლობა კვლავ გაიზრდება და მათი სოციალური პასუხისმგებლობა ამაღლდება, რის შედეგადაც მოვახერხებთ სვანეთში ლოკალიზებული ვირუსის ინფექციის ჯაჭვის გაწყვეტას, შესაბამისად არ გვექნება მომატებული ინფექცია. აქედან გამომდინარე,…

მეტი...

„დღეს იქნება ცნობილი 985 სინჯის პასუხი“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით,  მესტიის მუნიციპალიტეტში კვირის ბოლომდე 4000-მდე ტესტის ჩატარებაა დაგეგმილი. მისივე თქმით, ეპიდემიოლოგების 16 ჯგუფი მუნიციპალიტეტის 16 წერტილში მუშაობენ. „დილიდან ეპიდემიოლოგებისა და ნიმუშის ამღები 16 ჯგუფი მუშაობს მესტიის მუნიციპალიტეტის 16 წერტილში. აქედან, ორი ჯგუფი წასულია უშგულში. ძირითადად, კონცენტრირებული მუშაობა მიმდინარეობს დაბა მესტიაში და კიდევ რამდენიმე სოფელში. რამდენიმე ადამიანი იყო დარჩენილი ლენჯერში და იქაც იღებენ სინჯებს, რათა ლენჯერი მთლიანად ამოვწუროთ, რადგან ეს გახლავთ ინფექციის ძირითადი კერა. იქ გვაქვს 30 დადასტურებული შემთხვევა. ავადმყოფები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში და მიმდინარეობს კონტაქტების ინტენსიური გამოკვლევა. დავიწყეთ ლენჯერსა და სხვა სოფლებში…

მეტი...

„ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი“ – გიორგი გახარია

„ეს არის დაახლოებით მილიარდ ევროზე ორიენტირებული ინვესტიცია, გარდა ამისა, ამას დაემატება კიდევ ადრონული კოლაიდერი, რომელიც დამატებით კიდევ 40 მლნ ევროს დაამატებს ამ ინვესტიციას და ის ადრონული კოლაიდერი შესძენს კიდევ ახალ, დამატებით ფუნქციას – ეს იქნება კიბოს მკურნალობის სამედიცინო ცენტრი და ასევე კვლევითი ცენტრი“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განაცხადა. მთავრობის მეთაურს დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა უმასპინძლეს. პრემიერმა დასრულებული და მშენებარე აკადემიური კორპუსები, საცხოვრებელი კამპუსი,…

მეტი...

„უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს“ – გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე

„ბოლო პერიოდში, რამდენჯერმე მსგავს კითხვას გავეცი პასუხი. მესმის, რომ ძალიან ბევრი ემოციებია, განსაკუთრებით, როდესაც ეხება ჩვენს ახალგაზრდებს და ბავშვებს, მაგრამ პირველი – უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახის წევრებს, მათ სჭირდებათ პირველ რიგში გვერდში დგომა“, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ შაქარაშვილის საქმეებთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ყველა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება სწრაფი, ეფექტური და სამართლიანი გამოძიება.  „გვერდში დგომის ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი ქმედება და ინსტრუმენტი არის გამოძიება და გამოძიების სწრაფად, ეფექტურად და სამართლიანად ჩატარება. მერწმუნეთ, რომ ამით არის განპირობებული ყველაფერი და ესე გაგრძელდება ყველა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, რომელზეც…

მეტი...

“შეუძლებელია ცალკე აღებულ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ვირუსი დაამარცხო, უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინიტრის განცხადებით, მოქალაქეები კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას უნდა მიეჩვიონ. გიორგი გახარიამ მოქალაქეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.  ​”ვირუსი არსად გაქრება. ჩვენ ყველა, გლობალურად მსოფლიო უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცხოვრება უნდა გაჩერდეს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ვირუსის გავრცელების, გეოგრაფიის და სისწრაფის რისკების მართვა, რასაც მერწმუნეთ, რომ ჩვენ ეფექტურად ვაკეთებთ, მიუხედავად ცალკეული შემთხვევებისა. ამის კეთებას გავაგრძელებთ ეფექტურად, მაგრამ აქ მარტო მთავრობის ძალისხმევა საჭირო არ არის, აქ აუცილებელია მთავრობის და მოქალაქის ერთობლივი ქმედებები და ის ნდობა, რომელიც ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ბოლო თვეების განმავლობაში და ერთად მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ დღეს საქართველო ვირუსის მართვის წარმატებული ისტორიაა, ეს…

მეტი...

“საარჩევნო სიაში ჩემი ნომრით არ განისაზღვრება ის ძალისხმევა, რომლითაც უახლოეს თვეებში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ” – გიორგი გახარია

საარჩევნო სიის ნომრით არ განისაზღვრება ის ძალისხმევა, რომლითაც უახლოეს თვეებში ვიბრძოლებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჯერ სახელისუფლებო გუნდს საქმე აქვს გასაკეთებელი, შემდეგ კი, საარჩევნო სიის შემადგენლობასაც დაასახელებს. ჯერ პირველი ათეული ცნობილი არ არის. ზოგიერთების რომ ეჩქარებათ, ჩვენ ჯერ საქმე გვაქვს გასაკეთებელი და მაგასაც მოვასწრებთ. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელიც ნომერი ვიქნები. მერწმუნეთ, ამით არ არის განსაზღვრული ის ძალისხმევა, რომლითაც მე ვიბრძოლებ ამ გამარჯვებისთვის უახლოესი თვეების განმავლობაში. ამიტომ, პირველი ვიქნები თუ ბოლო ნომერი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა…

მეტი...

ყაზბეგში სამ სოფელში მოსახლეობის ტესტირება მიმდინარეობს

ყაზბეგში ეპიდემიოლოგები მუშაობას აგრძელებენ. სპეციალისტები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობას იმ სამ სოფელში იკვლევენ, სადაც ინფექცია დადასტურდა. ამ დროისთვის, COVID-19 ლარსის გამშვები პუნქტის შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა, მათგან სამი ყაზბეგის რაიონის მცხოვრებია.   სოფელ გარბანში უკვე აღებულია 100-მდე ბიოლოგიური ნიმუში და სავარაუდოდ, ეპიდემიოლოგები მოსახლეობის ტესტირებას დღის ბოლომდე დასრულებენ.  რაც შეეხება კიდევ ორ სოფელს, არშასა და დაბა სტეფანწმინდას, იქ სპეციალისტებმა მუშაობა უკვე დაასრულეს. როგორც მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე, გოჩა ქავთარაძე ამბობს, ტესტების პასუხები ხვალ გახდება ცნობილი, სწორედ შედეგებზე იქნება დამოკიდებული, რა ნაბიჯები გადაიდგმება სამომავლოდ.      “არშაში ამ მომენტისთვის დასრულებულია კონკრეტულად დაავადებული პირის და კონტაქტირებული პირების სრული ტესტირება და თერმოსკრინინგი. ასევე, დასრულებულია დაბა სტეფანწმინდაში დაავადებული ოჯახის წევრების…

მეტი...

“სწავლის დაწყებისა და არჩევნების თარიღების შეცვლისთვის დღეს საფუძველი არ არსებობს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, სწავლის დაწყების გადადებისთვის წინაპირობა არ არსებობს. მისივე თქმით, ასევე არ არსებობს იმის საფუძველი, რომ არჩევნების თარიღი შეიცვალოს. „დღეის მდგომარეობით, არანირი პირობა, რომ სწავლა გადაიდოს და 15 სექტემბრიდან ბავშვებმა საკლასო ოთახებში არ დაიწყონ განათლების მიღება, არ არსებობს. დღეს ასეთი მოცემულობა არ არსებობს. ასევე, არ არსებობს არანირი საფუძველი არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილებაზე სასაუბროდ“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

შსს მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს განაგრძობს

პოლიცია სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა, მოქალაქეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს და დაწესებულ რეგულაციებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულ სოფლებში, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, ორი კარავი დამონტაჟდა, სადაც პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი…

მეტი...

„პისიარ“ ტესტების ჩატარება დღეიდან მესტიის საავადმყოფოშიც არის შესაძლებელი

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მესტიის მუნიციპალიტეტში სწრაფი „პისიარ“ ტესტის აპარატი „ჯინ ექსპერტის“ (Genexpert) ჩაიტანა. აპარატი მესტიის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსდა. შესაბამისად, დღეიდან სვანეთში აღებული „პისიარ“ ტესტების ლაბორატორიული კვლევა ადგილზეც, სწორედ ამ აპარატით იქნება შესაძლებელი. მესტიის ცენტრალურ კლინიკაში იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი სოზარ სუბარი. ისინი აპარატის დამონტაჟების პროცესს დაესწრნენ და საავადმყოფოში არსებულ ვითარებას გაეცნენ.

მეტი...

„ეგრეთწოდებული, ზეორგანიზატორები საქმეს არ ჰყავს“ – მირიან ნიკოლაძე

„დღევანდელი მოცემულობით, ორგანიზატორი პირებიც რომლებმაც მასობრივ ძალადობას გაუკეთეს ორგანიზება ასევე არიან პასუხისგებაში მიცემულები“ – ამის შესახებ გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განაცხადა. მისივე თქმით, დამატებითი, ეგრეთწოდებული, ზეორგანიზატორები  საქმეს არ ჰყავს, რომლებსაც უფრო მეტი გავლენის მოხდება შეეძლოთ.   „დღევანდელი მოცემულობით, ორგანიზატორი პირებიც რომლებმაც მასობრივ ძალადობას გაუკეთეს ორგანიზება ასევე არიან პასუხისგებაში მიცემულები. მათ წარდგენილი აქვთ 6-დან 9 წლამდე ბრალდება. ეს არის ზუსტი და სწორი კუალიფიკაცია და შესაბამისად ჯერ-ჯერობით დამატებითი, ზეორგანიზატორები პირობითად რომ დავარქვათ, რომლებიც არ ფიგურირებენ მაგრამ უფრო მეტი გავლენის მატარებლები ყოფილიყვნენ ასეთი ფიგურანტები ჯერ საქმეს არ ჰყავს“,…

მეტი...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მესტიაში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს

მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწესებული შეზღუდვები და სწრაფი რეაგირების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, სხდომაზე აღინიშნა, რომ პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები საკმაოდ ეფექტიანად გადაიდგა და ვირუსის აფეთქების საფრთხე შეჩერებულია, თუმცა შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვისას მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში ამ დრომდე აღებული 1000 ტესტის პასუხი, რომელიც დღის ბოლოს გახდება ცნობილი. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიან მუშაობას გადაადგილების შეზღუდვისა და მუნიციპალიტეტში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში.  მან ასევე აღნიშნა, რომ…

მეტი...

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მოქალაქეების ავტომობილების რეგისტრაციისთვის საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა

პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირებას შეძლებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირება კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე უკვე მოქმედებს, 10 სექტემბრიდან კი ანალოგიური სისტემა ძალაში შევა პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე. „პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე საინფორმაციო ჯიხურები განთავსდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, მივიდეს და მიიღოს სრული ინფორმაცია. ასევე, დეტალური ინფორმაცია ჩვენს ვებგვერდზეცაა განთავსებული. ასევე, აპლიკაციის ჩამოტვირთვა ძალიან მარტივად შეიძლება. მისი საშუალებით იხილავთ, როგორ უნდა ფუნქციონირებდეს ზონალურ-საათობრივი პარკირება“,…

მეტი...

“თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მაშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ზღვის აუზისა და მიმდებარე ტერიტორიის მაშტაბური ჰიდროლოგიური კვლევა განხორციელდა. მისი თქმით, აღნიშნული კვლევა აქამდე არასდროს გაკეთებულა. „ეს არის კვლევა, რომელიც აქამდე არასდროს გაკეთებულა. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ კვლევის ჩატარება. კვლევის მიზანია, თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონების განსაზღვრა. იცით, რომ ძალიან ბევრი კერძო საკუთრებებია თბილისის ზღვის ირგვლივ, შესაბამისად სანიტარული ზომების განსაზღვრა ძალიან მნიშველოვანია. მოგეხსენებათ, თბილისის დიდი ნაწილი მარაგდება ამ აუზის სასმელი წყლით, ამიტომ შეიზღუდა ისეთი საქმიანობა, რომელიც გამოიწვევს წყლის დაბინძურებას“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი...

“მოსახლეობის სურსათით და სხვა პირველადი პროდუქტებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება” – ლევან დავითაშვილი სვანეთზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობის სურსათით და პირველადი პროდუქტებით მომარაგებას საფრთხე არ ემუქრება. აღნიშნული განცხადება მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „როგორც მოგეხსენებათ, საკარანტინო შეზღუდვის პირობებში, სურსათით და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგებაზე ჩვენი სამინისტროა პასუხისმგებელი. ასეთი გამოცდილება დაგვიგროვდა ყველგან, სადაც მკაცრი საკარანტინო ზონები გვქონდა შემოღებული, მათ შორის ქვემო ქართლის რამდენიმე მუნიციპალიტეტში. დღეს იმავე გამოცდილებას ვიყენებთ მესტიაში, თუმცა გარკვეული სპეციფიკა აქვს სვანეთს. ეს არის საკმაოდ დიდი ტერიტორია, მოსახლეობა არ არის მჭიდროდ დასახლებული, მაგრამ გვაქვს დიდი სოფელი, რომელიც რაიონული ცენტრიდან მოშორებულია. ამიტომ საჭიროა მაღალი…

მეტი...

თბილისის მერია „გოცირიძის“, ვარკეთილისა“ და ავლაბრის“ გარდა, ათი მეტროსადგურის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მეტროსადგურებზე – „გოცირიძე“, „ვარკეთილი“ და „ავლაბარი“ სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, ხოლო დამატებით ათ სადგურზე, ასევე, მასშტაბური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.  ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მეტროსადგურებზე მათი გახსნიდან დღემდე, უპრეცენდენტო მასშტაბური განახლების სამუშაოები ხორციელდება.    „ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი აქტიური ნაწილია მეტროსადგურების რეაბილიტაცია. ვმუშაობთ რამდენიმე მიმართულებით. დაწყებული გვაქვს მეტროს ვაგონების განახლება-რეაბილიტაცია. წლის ბოლომდე უკვე ახალი განახლებული შემადგენლობები მომესახურება მოსახლეობას. არსებობს ამ შემადგენლობების გარკვეული რაოდენობა, რომელსაც ყველანაირი რესურსი ამოწურული აქვს. გამოცხადებული გვაქვს ტენდერი ახალი ვაგონების შესყიდვაზე, უახლოეს მომავალში კი გვეყოლება გამარჯვებული…

მეტი...

თბილისში „ჭკვიანი“ სატრანსპორტო სისტემა დაინერგება

თბილისის მასშტაბით, გონიერი („ჭკვიანი“) სატრანსპორტო სისტემა დაინერგება, რომლის შემადგენელი – შუქნიშნები, კამერები და კონტროლერები ნაკადების ერთიანი მართვის ცენტრს დაუკავშირდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „იცით, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში ვმუშაობთ ყველა მიმართულებით: ეს არის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ავტობუსების განახლების პროექტი, ასევე, მიკროავტობუსებზე გვაქვს გამოცხადებული ტენდერი, რათა მოხდეს მათი ჩანაცვლება-განახლება და წლის ბოლომდე არსებული ე.წ. ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად განახლებული იქნება. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით: ვაპირებთ, კიდევ ჩამოვიყვანოთ ავტობუსების დამატებითი რაოდენობა. პარალელურად, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტობუსე ზოლების გაჩენა ქალაქში, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ყოველგვარი შეფერხების გარეშე…

მეტი...

“ერთი პაციენტის წყარო გაჩიანია, 12-ის წყარო ლენჯერი და ერთი იმპორტირებული შემთხვევაა” – მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, 14 ახალი შემთხვევიდან 12 სვანეთიდანაა, ერთის წყარო გაჩიანია, ხოლო კიდევ ერთი იმპორტირებული შემთხვევაა. მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ დღეის მონაცემებით, კოვიდცენტრებში 203 პაციენტი მკურნალობს.  “დღეს ქვეყანაში არის 14 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გახლდათ 1264 და დღეს არის 1278. 14 ახალი დადასტურებულების განაწილება ასეთი გახლავთ – ერთი პაციენტის წყარო გაჩიანი გახლავთ, 12 პაციენტის წყარო არის ლენჯერი და ერთი პაციენტი არის შემოტანილი შემთხვევა, იმპორტირებული. გამოჯანმრთელებულიდან მხოლოდ 4 დაგვემატა. დადასტურებულსა და გამოჯანმრთელებულს შორის მონაცემების შეფარდებით, უკვე 203 პაციენტი მკურნალობს კოვიდცენტრებში. ამ 203 პაციენტში, 7 პაციენტი კვლავ კრიტიკულია,…

მეტი...

“ყაზბეგი არ ჩაიკეტება” – პრემიერი

ყაზბეგი არ ჩაიკეტება – მთავრობა ლარსის გამშვებ პუნქტზე ინფექციის დადასტურების მიუხედავად, რეგიონში მკაცრი ზომების გატარებას არ აპირებს. პარალელურად ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ამ დროისათვის სიტუაცია სრულად კონტროლდება.  “გვყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე ინფიცირებული თანამშრომელი, რომლებიც ლარსის გამშვებ პუნქტზე მსახურობდნენ. ჭორებიც ვრცელდებოდა სხვადასხვა მედია სივრცეში, რომ თითქოს მთავრობა ყაზბეგშიც აპირებდა სვანეთის მსგავსად შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ მინდა ვთქვა რომ არანაირი რისკი არ არსებობს ჯერ ამის. ყაზბეგში ამ ეტაპზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება, ამიტომ ეს მხოლოდ ჭორია. არავინ აპირებს ყაზბეგში რაიმე შეზღუდვის დაწესებას,”- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. 

მეტი...

საქართველოში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 11:31 საათზე, საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, ამჟამად სტიქიის ეპიცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთი იყო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ ტყვარჩელთან 31 კილომეტრში, სოფელ მარჯვენა პტიშში, 3.7  მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მეტი...

“ჩვენ გვაქვს რისკის შემცველი კიდევ რამდენიმე მიმართულება” – გიორგი გახარია

იმისთვის, რომ ეკონომიკური აქტივობები გავაძლიეროთ, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ამ პერიოდის განმავლობაში მათი რაოდენობა 4 000-ს ასცდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა. მისი თქმით, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ეკონომიკა არ გაცივდეს და ეკონომიკური აქტივობები ნელ-ნელა გაძლიერდეს. „ჩვენ გვაქვს რისკის შემცველი კიდევ რამდენიმე მიმართულება. მოგეხსენებათ, რომ ნაცვალგების პრინციპიდან გამომდინარე, რამდენიმე ქვეყანას ჩვენ საზღვრები გავუხსენით. დღეის მონაცემებით, ამ მიმართულებით ქვეყანაში უკვე შემოსულია 1 520 განაცხადი და ამ მომენტისთვის ქვეყანაში 751 ტურისტი იმყოფება, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მეტი...

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოსახლეობას დიდგორობას ულოცავს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი გამარჯვებას კიდევ ბევრჯერ იზეიმებს. როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, 12 აგვისტო ქართველი ერის სიძლიერის და მტერზე გამარჯვების სიმბოლოა. „ქვეყნის ისტორიაში არსებობს თარიღი, რომელიც მთლიანად გადასწონის ყველა განვლილ განსაცდელს, სირთულეს, ტრაგედიას. სწორედ ასეთი თარიღია 12 აგვისტო. დღეს დიდგორობაა და მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ჩვენი პატარა ერის სიძლიერის, გამარჯვების სიმბოლო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გონიერებით, სწავლით, კიდევ ბევრჯერ ვიზეიმებთ გამარჯვებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

“ყაზბეგის რაიონი მესტიისგან იმით განსხვავდება, რომ ძირითადად მაღალი რისკის მქონე პროფესიული ჯგუფია ინფიცირებული” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ყაზბეგის რაიონი მესტიისგან იმით განსხვავდება, რომ მაღალი რისკის მქონე პროფესიული ჯგუფია ძირითადად ინფიცირებული. „ყაზბეგის რაიონში განსხვავება რა არის – მაღალი რისკის მქონე პროფესიული ჯგუფია ძირითადად ინფიცირებული, რომელთაც ყოველდღიურად აქვთ შეხება ზოგჯერ ერთეულ და ზოგჯერ ათეულ ინფიცირებულთან, როდესაც შემოდიან ქვეყანაში. მოგეხსენებათ, 110-ზე მეტი ტრაილერის მძღოლი არის გამოვლენილი ინფიცირებული. მათი უმრავლესობის ტესტირება ხდება საზღვარზე. გარდა ამისა, უამრავი ჩვენი მოქალაქე ბრუნდება რუსეთიდან, ზაფხულია და მათ შორის არის საკმაოდ ბევრი ინფიცირებული, რომლებიც საკარანტინო ზონებში გადადიან. ყველა ეს ადამიანი გაივლის ამ მესაზღვრეებს, გასაგებია, რომ პროფესიული…

მეტი...

“ელემენტარულ წესებს თუ არ დავიცავთ, განსაკუთრებით საკურორტო ზონებში, დამერწმუნეთ, რაც დღემდე მოვიდა, აღარ იქნება” – პაატა იმნაძე

ელემენტარულ წესებს თუ არ დავიცავთ, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, დამერწმუნეთ, რაც დღემდე მოვიდა, აღარ იქნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მან ბიზნესის წარმომადგენლებს მოუწოდა,  კლიენტებთან ურთიერთობაში მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები. „ყველგან საქართველოში, განსაკუთრებით ეს ეხება საკურორტო ზონებს, შავი ზღვისპირეთს, კახეთს,  თუ არ დავიცავთ ელემენტარულ წესებს, თუ დახურულ სივრცეებში არ ვატარებთ ნიღაბს, თუ არ დავიცავთ დისტანციას, დამერწმუნეთ, ის რაც დღემდე მოვიდა, სამწუხაროდ, აღარ იქნება. ვითარება შეიძლება გახდეს ისეთივე, როგორიც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია. განსაკუთრებით მოვუწოდებ მათ, ვისი ბიზნესებიც ახლა მუშაობს,…

მეტი...

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. თათბირს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი სოზარ სუბარი ესწრებიან. შეხვედრაზე მესტიაში არსებული ეპიდსიტუაცია განიხილება. შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხება ეპიდემიოლოგების მუშაობას, მიმდინარეობს ლოკაციების განსაზღვრა, სადაც ექიმები მუშაობას განაგრძობენ.

მეტი...

“მესტიაში ალბათ ვირუსის აფეთქებას მივუსწარით” – გიორგი გახარია

“დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ მესტიაში პირველი სწრაფი რეაგირების ნაბიჯები იყო საკმაოდ ეფექტიანად გადადგმული,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, მესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასებისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო გადაადგილების შეზღუდვა და იმ შეზღუდვების აღსრულება, რომლის დაწესებაც მთავრობას მოუწია. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე სტუმრად ჩასულ ტურისტებს, მაგრამ მოქალაქეების ჯანმრთელობა არის ყველაზე მაღალი ფასეულობა. “გამოდის, რომ მესტიაში ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით, თუმცა სრულად სურათი ჯერ კიდევ არ გვაქვს. მე როგორც ვიცი, 1 000 ტესტია ჩამოტანილი, რომლის…

მეტი...

“გილოცავთ დიდგორობას, ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება” – გიორგი გახარია

გილოცავთ დიდგორობას. ეს იყო საქართველოს ისტორიაში უდიდესი გამარჯვება, ქვეყნის ერთიანობის, ქვეყნისთვის თავდადების ყველაზე დიდი მაგალითი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს 12 აგვისტოა, დიდგორობაა და რა თქმა უნდა, თითოეული ქართველისთვის ეს არის არა მხოლოდ ისტორია, ეს არის ყოველდღიურობა. „ამის ძალიან კარგი მაგალითია 11 აგვისტოც, როდესაც ჩვენ შინდისის გმირებს ვიხსენებდით. ასეა ჩვენი ცხოვრება, ამ ქვეყნის ცხოვრება, ყოველთვის თავდადება, ბრძოლა. სამწუხაროდ, წელს ვერ აღვნიშნავთ ამ სახალხო დღესასწაულს პანდემიიდან გამომდინარე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ქართველისთვის ეს არის არა მხოლოდ ისტორიული დღე, ეს არის უდიდესი მნიშვნელობის, ყოველდღიურობის და…

მეტი...

ლევან თოფაძეს არ დაუნახავს, ბუსა ჟვანიას ჰქონდა თუ არა დანა – დაზარალებულის გამოკითხვა

სამართალდამცველები ლევან თოფაძეს გვიან ღამემდე კითხავდნენ. ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულს არ უნახავს, დაკავებულ ჟვანიას დანა ან სხვა ბასრი საგანი ჰქონდა თუ არა. ადვოკატი გიორგი ანთაძე ამბობს, რომ დაპირისპირებამდე თოფაძისა და ჟვანიას სატელეფონი საუბარი ჰქონდათ, რა დროსაც იკამათეს. „როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აცხადებს, ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის შედეგად მიიღო დაზიანებები, თუმცა, ასევე განმარტა, რომ დაა ან მსგავსი საგანი მას პირადად არ უნახავს. ის ბუსა ჟვანიას მხოლოდ მისალმებით იცნობდა, სხვა შეხება არ ჰქონია. დაპირისპირება დაიწყო სატელეფონო საუბრის შედეგად, როცა ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენეს. რაც შეეხება ჟვანიას დაზიანებას, ამის შესახებ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა არაფერი იცის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 708 მოქალაქე.

მეტი...

მესტიაში დღეს რამდენიმე ასეული ადამიანის ტესტირება ჩატარდება

ჩაკეტილ მესტიაში მოსახლეობის ტესტირება ინტენსიურად მიმდინარეობს. გუშინ დაახლოებით 900 ადამიანი შემოწმდა. წინა დღესთან შედარებით, ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია. რამდენიმე ასეული ადამიანის ტესტირება ჩატარდება დღესაც. კარანტინში მესტიიდან უკვე გადაყვანილია დაახლოებით 300 ადამიანი. დღეისთვის კი იზოლაციაში 200-მდე პირის მოთავსებაა დაგეგმილი. არ არის გამორიცხული საჭირო გახდეს მესტიაში დამატებითი საკარანტინო სივრცეების მოძიება. “როდესაც ბიოლოგიური ნიმუშები ავიღეთ, ამ პერიოდში გზაზე მეწყერი ჩამოწვა, ამიტომ ბიოლოგიური მასალის გადმოტანა ცოტა შეფერხდა. ის 20 სასტუმრო, რომელიც საკარანტინო ზონად იყო გამოცხადებული ფაქტობრივად გადავსებულია, ამიტომ შესაძლოა გახდეს საჭირო სხვა სასტუმროების დამატებაც,”- აცხადებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი. ეპიდემიოლოგები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ მსგავსი ქმედებების შედეგად…

მეტი...

ამერიკის მთავრობა ფარმაცევტული კომპანია „მოდერნასგან“ ექსპერიმენტული ვაქცინის 100 მილიონ დოზას შეიძენს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა ფარმაცევტული კომპანია „მოდერნასგან“ ექსპერიმენტული ვაქცინის 100 მილიონ დოზას შეიძენს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. მასაჩუსეტსში დაფუძნებულ კომპანიაში განაცხადეს, რომ კვლევებთან დაკავშირებით საბოლოო შედეგებს ოქტომბერში ელოდებიან. „ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ექვსი პოტენციური ვაქცინის განვითარებასა და წარმოებაში, რათა უზრუნველყოთ სწრაფი მიწოდება. სამხედროები მზად არიან, მიაწოდონ ამერიკელებს ვაქცინა, როგორც კი მას სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია სრულად დაამტკიცებს და ჩვენ ამ დამტკიცებასთან ახლოს ვართ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა. კომპანია „მოდერნასთან“ გაფორმებული შეთანხმების…

მეტი...