ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავ ყუთს სწავლობენ

როიტერის ინფორმაციით, ინდოეთში 4 დღის წინ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის შესწავლა დაიწყეს. არუნ კუმარის, ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაცულ ჩანაწერებს საერთაშორისო გამომძიებლებთან და ბოინგის მწარმოებლებთან ერთად შეისწავლიან. „მხოლოდ საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიების შემდეგ შევძლებთ, გითხრათ, რა მოხდა“ – აცხადებს კუმარი. შეგახსენებთ, ქალაქ კოჟიკოდეში ავიაკომპანია Air India-ს თვითმფრინავმა კატასტროფა 7 აგვისტოს განიცადა. თვითმფრინავი აეროპორტში დაშვებისას ასაფრენი ბილიკის საზღვრებს გასცდა და ორ ნაწილად დაიშალა. ბორტზე 200-მდე ადამიანი იმყოფებოდა, აქდან 18 ადამიანი დაიღუპა.

მეტი...

„კორონავირუსით“ ინფიცირებულებს შორის 2 მედპერსონალია   

„კორონავირუსით“ ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. დღევანდელი მონაცემებით, 9 ახალი შემთხვევა გვაქვს, მათ შორის ორი სამედიცინო პერსონალია. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრში განმარტავენ, ახალი შემთხვევიდან ერთის წყარო უცნობია. „ახალი შემთხვევების წყაროები ცნობილია. ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევა, დანარჩენი შემთხვევების წყაროები ცნობილია. დღეს 9 ახალი შემთხვევაა, აქედან ერთი არის „გაჩიანის კლასტერიდან“, სადაც ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს. გუშინ 700-მდე ნიმუში გამოვიკვლიეთ, დღესაც მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები და ამ ეტაპზე ერთი შემთხვევაა დადებითი. 3 შემთხვევა წინა დღეებში დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტს უკავშირდება, 2 არის სამედიცინო პერსონალი და 2 იმპორტირებული შემთხვევა, აქედან ერთი…

მეტი...

მკვლელობა ტყიბულში, გარდაცვლილია 40 წლის მამაკაცი

40 წლამდე მამაკაცი მოკლეს ტყიბულში. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი ტყიბულის საავადმყოფოში გადაყვანიდად, რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.  მამაკაცი თერჯოლის მუნიციპალიტეტის მკვიდრი იყო. გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მეტი...

“კორონავირუსის” 9 ახალი შემთხვევა საქართველოში

“კორონავირუსის” კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოში, გამოჯანმრთელდა 4 პაციენტი.   საქართველოში სულ 1225 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 1000. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. “კორონავირუსის” შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინში სულ 7068 ადამიანი იმყოფება, 250 კი სტაციონარშია მოთავსებული.

მეტი...

ახალქალაქში მომხდარ განზრახ მკვლელობისთვის ერთი ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ა.გ, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღით, წუხელ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა. მომხდარის გამო, დაზარალებულმა ოჯახმა შური იძია და რამდენიმე სახლი გადაწვა. შსს-ს ინფორმაციით, სამცხე – ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. „ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1983 წელს დაბადებული ა.გ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993…

მეტი...

„ფულის დარიგება კიდევ უფრო დიდ გაუფასურებას გამოიწვევს ქვეყანაში და მეტს არაფერს“ – დავით ჭიჭინაძე

„ოცნების“  მთავრობა სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად ხალხს 200-300 ლარს ჰპირდება. ამასობაში, ბანკებმა მილიარდი უკვე მოიპარეს, რადგან მაშინ, როდესაც ქვეყანაში გადამხდელი პრაქტიკულად არავინ იყო, ბანკების შემოსავალმა სწორედ მილიარდი შეადგინა. რაც ნიშნავს იმას, რომ ფულის აკუმულირება მთავრობასა და ბანკებს შორის კარგი კომბინაციებით ხდება“ – აცხადებს „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე. მისი თქმით,  ქვეყანას ეკონომიკური პაკეტი სჭირდება და არა ფინანსური დახმარება. „კარანტინის გამოცხადების დღიდან ვაფრთხილებდი პრემიერ გახარიას, რომ ქვეყანას ეკონომიკური პაკეტი სჭირდებოდა;  რომ ვარდნა იქნებოდა მინიმუმ 8-10 % იქნებოდა;  და, რომ „ოცნების“ ეკონომიკური გუნდის ოპტიმისტური ბოდვა და მათმა უგუნური ქმედებები,  ჩვენს ეკონომიკას მხოლოდ დაანგრევდა.…

მეტი...

„ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს მაჟორიტარებს წარუდგენს – შეხევდრა კახეთში

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს. პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს, 11.00 საათზე თელავში გაიმართება.  მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას  ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე , საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და ,,ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან.  14:00 საათზე კი ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“   ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ახმეტის  მოსახლეობას შეხვდებიან.

მეტი...