ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში „კორონავირუსის“ კიდევ 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს. ჩატარაებული ტესტირების შედეგად,  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 55 ადამიანიდან ცხრას  „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 43, გარდაიცვალა სამი ადამიანი.

მეტი...

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო იმ მოქალაქეებს მოუწოდებს, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში მესტიაში იყო

გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო,  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული რეგულაციები დაწესდა.  ეპიდემიოლოგების მიერ კოვიდ-19-ზე აღებული 30 სინჯიდან დაფიქსირდა 16 დადასტურებული შემთხვევა, რის გამოც მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  საჭირო გახდა შესაბამისი შეზღუდვების შემოღება.  ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ტესტირება და შესაძლო კონტაქტების მოძიება. საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ 112- ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ  Covid-19-ზე ტესტირება. აგრეთვე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია Stop CoVid – რათა თავი…

მეტი...

თელავში 70 წლის მამაკაცს ეძებენ

თელავში, სოფელ ვანთაში 70 წლის კაცს ეძებენ. მამაკაცი 4 დღის წინ გავიდა სახლიდან და ოჯახის წევრების უშედეგოდ ძებნის შემდეგ სამართალდამცველებს მიმართეს. სამძებრო პროცესში ჩაერთულია პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი.

მეტი...

ახალქალაქში მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებულს ბრალი წარუდგინეს

ახალქალაქში მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებულს ა.გ.-ს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი „საქართველოს პროკურატურამ” განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა. დაკავებულის ადვოკატის, ტარიელ ბილანიშვილის ინფორმაციით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 8 აგვისტოს, საღამოს საათებში, ახალქალაქში, პირთა ჯგუფს შორის მომხდარი შელაპარაკებისა და ფიზიკური დაპირისპირების დროს, ა.გ-მ მოკვლის განზრახვით, იარაღიდან გასროლით ვ.მ-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა.  მიყენებული ჭრილობის შედეგად ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ამავე საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და მასში…

მეტი...

„კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი“ – კახა კალაძე ენზელ მკოიანის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე  

„ყველა ვინც დანაშაულს ჩადის, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი“ – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. აღნიშნულით კალაძე ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებულ შანტაჟს გამოეხმაურა. “თუ რაიმე მსგავსი არსებობს, ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები, უნდა მიემართოს აუცილებლად და მე დარწმუნებული ვარ, ყველა ვინც შანტაჟითაა დაკავებული ან უშუალოდ კრიმინალურ დანაშაულს ჩადის, კანონის წინაშე აგებს ძალიან მკაცრად პასუხს”,- აღნიშნა კალაძემ. შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის ადვოკატის ტარიელ მურმანიშვილმა დღეს „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ დეპუტატს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან და 5 მილიონ დოლარს სთხოვენ.

მეტი...

“ქართული ოცნების” ლიდერები “რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში” იმყოფებოდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისის მერთან კახა კალაძესთან, თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან  და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად “რუისპირის ბიოდინამიურ მეურნეობაში” იმყოფებოდა. ადგილზე ისაუბრეს პროდუქციის წარმოების შესახებ და განხორციელებულ ინვესტიციებზე, რომელიც 500 000 ლარამდეა. საწარმომ ევროპაში ექსპორტზე დაახლოებით 11 000 ბოთლი სხვადასხვა ჯიშის და დასახელების ბიოღვინო გაიტანა. მეურნეობაში ათობით ადამიანია დასაქმებული. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მეურნეობა არის ნათელი მაგალითი, რომ აუცილებელია იმ უდიდესი პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ რეგიონს ბუნებრივად აქვს. ხელისუფლებისთვის ფერმერების მაქსიმალური მხარდაჭერა პრიორიტეტულია და ამ კუთხით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის…

მეტი...

“ქართული ოცნების” ლიდერებმა სოფელ კურდღელაურში ახალი სასტუმრო „ესკიზი“ დაათვალიერეს

ახალ სასტუმროში, რომელმაც ვიზიტორების მიღება ივლისიდან დაიწყო, მთავრობის მეთაური თავდაცვის მინისტრთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან ირაკლი ღარიბაშვილთან, თბილისის მერთან, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესა და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად იმყოფებოდა. სასტუმროს მფლობელმა ლევან თორაძემ სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია განხორციელებული ინვესტიციისა და არსებული სერვისების შესახებ. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის სასტუმროს კომპონენტით მხარდაჭერა ამ დრომდე 19-მა სასტუმრომ მიიღო, ჯამურმა ინვესტიციამ 56 მილიონი ლარი, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 621 ადამიანი შეადგინა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ “აწარმოე საქართველოში“ არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო პროგრამა, რომლის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტში…

მეტი...

„ყველა მოქალაქე, რომელიც დატოვებს მესტიის მუნიციპალიტეტს, სავალდებულო კარანტინს გაივლის“ – სუს-ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ მესტიიდან მოქალაქეების გამოსვლა შეზღუდულია. შესაბამისად, ვინც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო 14 დღიან კარანტინს გაივლის. „ადგილზე შექმნილია რეგიონალური შტაბი, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და უწყებების კოორდინირებულ ქმედებებს. მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელს ლენჯერში, ნებისმიერი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, ტესტირების მიზნით, ცხელების ცენტრებს მიმართონ ან 112-ს დაუკავშირდნენ. საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს აქტიურად გამოიყენონ აპლიკაცია STOPCOV.GE რათა თავი აარიდონ ინფიცირებულ პირთა შესაძლო კონტაქტს. ჯერჯერობით, ყველა ტურისტს მოვუწოდებთ იყვნენ მშვიდად, გააგრძელონ იქ ყოფნა, სადაც არიან. სასურველია, ყველა დარჩეს…

მეტი...

“ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ მიხეილ სააკაშვილისგან” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოსთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, თუ რა განცხადებებს აკეთებს სააკაშვილის ბოლო წლების განმავლობაში. „ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრ სისულელეს ვისმენთ ამ ადამიანისგან. ეს სიახლე არ არის. არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან განვლილ წლებს თუ გადავხედავთ, რა განცხადებებს აკეთებს ეს ადამიანი, ეს კონკრეტული განცხადებაც, რა თქმა უნდა, არ უნდა გაგვიკვირდეს. საქმე ეხება ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ის, რაც მოხდა 2008 წელს, ის ძალიან დიდი უბედურება, მაშინდელმა ხელისუფლებამ…

მეტი...

„სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ” – პაატა იმნაძე „კორონავირუსის“ შემთხვევების მატებაზე

„იძულებულები გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ– აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე და „კორონავირუსის“ მომატებულ შემთხვევებზე საუბრობს. „სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ და მოვუწოდებთ მოსახლეობას, ნუ დაგვავიწყდება ის, რომ “კორონავირუსი” არის ჩვენ გვერდით. შედეგი სახეზეა – საკმაოდ მნიშვნელოვანი შემთხვევები გვაქვს – სოფელი ლენჯერი, ლენჯერთან დაკავშირებული შემთხვევები თბილისში. ეს არის ის შემთხვევა, როცა “კორონამ” თვალნათლივ დაგვანახა, რომ ის არსად არ არის წასული და თუ ყველა წესს არ დავემორჩილებით, შემდეგ იძულებული გავხდებით, ასეთი შემზღუდავი ღონისძიებები განვახორციელოთ. წესები გამკაცრდება. ერთადერთი, შემიძლია მოვუწოდო ყველას,…

მეტი...

“მესტიაში ბევრი ტურისტია, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე” – გიორგი გახარია

სამწუხაროდ, გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკევული სპეციალური ღონისძიებების მიღება, გადაადგილების გარკევეული შეზღუდვები იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა. მისივე თქმით, სანამ ახმეტაში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიება დაიწყებოდა, ელექტრონულად, დისტანციურად ჩაერთო უწყებათაშორისი საკოორდინაციო შტაბის წარმომადგენლებს. „იქ უკვე რაღაც გადაწყვტილებები იყო მიღებული. თუ აქამდე ეს გადაწყვეტილებები არ გაჟღერებულა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წუთში ჩატარდება ბრიფინგი და ეს გადაწყვეტილებები იქნება გაჟღერებული. ჩვენ, სამწუხაროდ, გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკევული სპეციალური ღონისძიებების მიღება. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკევეული შეზღუდვები იქნება, ისევე, როგორც იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რათა აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველა…

მეტი...

“ჩვენ ვიხილეთ დიდი ტრაგედია, სირცხვილი, ვიხილეთ საერთო ეროვნული – მიწაზე გართხმული მთავარსარდალი” – ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებით. აი, იმ დროს, როცა გიორგისნაირი გმირები თავგანწირვით იბრძოდნენ აგვისტოს ომში, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დიდი ეროვნული სირცხვილი – ყოფილი პრეზიდენტის, იმ დროს მთავარსარდლის სიმხდალე, რაც ქართველ კაცს არ ახასიათებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის უსამართლო, უღირსმა ხელისუფლებამ ქართველ ხალხს ის უდიდესი განსაცდელი, ტრაგედია ვერ ააცილა, რომელიც საქართველოში რვა აგვისტოს დატრიალდა. „მინდა, ჩემს გამოსვლაში რამდენიმე აქცენტი გავაკეთო აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ვინაიდან, ეს ჩვენ მოგვწონს თუ არა, რა თქმა…

მეტი...

დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს

დმანისის მერი გიორგი ტატუაშვილი პარტია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს, – ამის შესახებ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, გარიცხვის მიზეზი „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის მხარდაჭერაა. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სამდივნოს გადაწყვეტილებით, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ტატუაშვილი, რომელიც ამავე დროს იკავებს დმანისის მერის თანამდებობას, პარტიის რიგებიდან იქნა გარიცხული. გარიცხვის მიზეზი გახდა პარტიული დისციპლინის უხეში დარღვევა, რაც გამოიხატა მის მიერ „ქართული ოცნების“ კონკურენტი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის მხარდაჭერაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

“2020 წლის არჩევნები არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ის ქვეყნის გამარჯვება იქნება” – გიორგი გახაროა

ეს იქნება ყველაზე დემოკრატიული არჩევნები ქვეყანაში. ეს არ იქნება რომელიმე პარტიის, ამ შემთხვევაში მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, არამედ ქვეყნის გამარჯვება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარადგინა. მთავრობის მეთაურის თქმით, უნდა გაგრძელდეს ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ყველა საქმე, რომელიც დაწყებულია და ყველამ ერთად უნდა იშრომოს საქართველოს წარმატებისთვის. „მოგეხსენებათ, ირაკლი ქადაგიშვილი შრომობდა, როგორც კახეთის გუბერნატორი, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მან დეტალურად იცის ყველა რაიონში სად რა პრობლემაა, სად რა არის გასაკეთებელი, რას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და მოსახლეობა, ასე რომ…

მეტი...

მესტიაში გადაადგილება შეიზღუდება

მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული ღონისძიებები გატარდება, მათ შორის დაწესდება შეზღუდვები გადაადგილებაზეც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მესტიაში ბევრი ტურისტია, თუმცა მათზე სახელმწიფო იზრუნებს და პრობლემები არ შეექმნებათ. მისივე თქმით, უკვე გაიმართა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, საბჭოს წევრებმა კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს, რომლებიც სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 მესტიის მუნიციპალიტეტში დაფიქსირა.

მეტი...

„კვლავ არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ“ –  მინისტრის გაფრთხილება

ჯანდაცვის სამინისტრო, იმ მედპერსონალთან დაკავშირებით, რომლებიც რამდენიმე ადგილას მუშაობენ, რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც არსებული რეგულაციები ირღვევა და სამედიცინო პერსონალს „კოვიდ ვირუსი“ დაუდასტურდა.     როგორც მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, მედიკოსები არ ითვალისწინებენ რეკომენდაციებს, რომ ერთდროულად რამდენიმე ადგილზე არ იმუშაონ. „გვქონდა არაერთი თხოვნა, შემდეგ, არაერთი მიმართვა და მოწოდება. რა თქმა უნდა, ყველა ეს მოწოდება იყო შიდა სამუშაოების ჩატარების ფონზე. მათთვის დეტალურად იყო ახსნილი, თუ რა რისკებს შეიცავდა ყოველივე. გეთანხმებით, რომ  ჯერჯერობით კვლავ არსებობენ ისეთი ექიმები, რომლებიც რამდენიმე ადგილზე მუშაობენ და შესაბამისად,  საკმაოდ დიდი საფრთხე იქმნება. სამინისტრო მუშაობს კონკრეტულად დამატებითი რეგულაციების…

მეტი...

სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო რეგულაციები ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სვანეთში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, გარკვეული რეგულაციები ამოქმედდება. როგორც მინისტრი აცხადებს, ამ ეტაპზე, მონაცემები არ იძლევა საფუძველს, რომ რეგულაციები ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს. “ამ მომენტისთვის, რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მეტი...

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, „თბილისის ცის ქვეშ“ მუსიკალური საღამოები გაიმართა

დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, პროექტის – „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, „მზიურის“ განახლებულ პარკში Mziuri Fest მოეწყო, რომლის სცენაც მუსიკალურ ბენდებს დაეთმო. ორდღიან ფესტივალზე მსმენელის წინაშე ჯგუფები: LOUDSPEAKERS, MOKUMOKU, „არა“, Bedford Falls, KILLAGES, ON THE ROAD, PITTER J და ერეკლე დეისაძე წარდგნენ. მუსიკალური ღონისძიებები ასევე, დედაქალაქის სხვადასხვა განახლებულ სარეკრეაციო სივრცეში გაიმართა. გოძიაშვილის სახელობის ბაღში ეთნო და ჯაზის მოყვარულები შეიკრიბნენ, ხოლო ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში ქართული ესტრადის წარმომადგენლების კონცერტები ჩატარდა.  მუსიკალურ საღამოებს დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება კულტურის სფეროს მხარდაჭერას და მოქალაქეთა განწყობის ამაღლებას ემსახურება.…

მეტი...

„სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქვეყანაში არაერთი ახალი მეურნეობა ყალიბდება” – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან ერთად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მდებარე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აგროკომპლექსი დაათვალიერა. კომპლექსი, რომელიც შპს „აგროკომპლექსს“, შპს „სართიჭალა ვაინიარდ კომპანიას“, შპს „დმანისის მეცხოველეობას“ და რამდენიმე სხვა კომპანიას ერთიანებს, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების – „დანერგე მომავალი“, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“  ბენეფიციარია. „სახელმწიფოს ხელშეწყობით, ქვეყანაში ახალი მეურნეობები ყალიბდება, ასევე მიმდინარეობს არსებული მეურნეობების მოდერნიზაციის პროცესი. „აგროკომპლექსი“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სოფლის მეურნეობის კომპანიაა საქართველოში, სადაც,  ფაქტობრივად, სოფლის მეურნეობის ყველა მიმართულებაა წარმოდგენილი.…

მეტი...

“ქართველი ხალხის ერთობამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გაიმარჯვა უსამართლობაზე” – კახა კალაძე

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ კახეთში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყანასა და რეგიონში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად აუცილებლად გადალახავს. მან აღნიშნა, რომ ერთობლივი ძალისხმევით მალე კახეთი კიდევ უფრო გაძლიერდება.  “ქართველი ხალხის ერთობამ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით გაიმარჯვა უსამართლობაზე და ამაში კახეთმა საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ჩვენ ერთად შევძელით ქვეყანა მშვიდობიანი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გლეხის შრომისთვის ფასი დაგვებრუნებინა, ვაზის გაჩეხვის ნაცვლად მისი გაშენებისთვის შეგვეწყო ხელი. სახელმწიფომ სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამები აამოქმედა და ერთად შევცვალეთ ბევრი რამე უკეთესობისკენ. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგად და…

მეტი...

“გუნდი, რომელიც ქვეყანას ვერ აარიდებს ოკუპაციას, არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას” – ირაკლი ღარიბაშვილი

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავში, მაორიტარობის კანდიდატის წარდგენისას 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა. მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამ ტრაგედიის აცილება, ის არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში ყოფნასაც კი.  “ჩვენ თუ დავივიწყებთ წარსულს, დადგება საფრთხე იმისა, რომ კვლავაც ჩვენი მოსახლეობა დადგეს იმ დიდი განსაცდელის წინაშე, რომელიც სულ რაღაც 12 წლის წინ ჩვენ ყველამ ერთად გამოვცადეთ. ტრაგედია, 2008 წლის აგვისტოს ომი, არის ის დიდი ტკივილი, ის უბედურება, რომელიც სააკაშვილის მჩაგვრელმა ხელისუფლებამ ვერ აარიდა ჩვენს ღირსეულ ხალხს. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ათი ათასობით დევნილი მოსახლეობა, ასზე…

მეტი...

„კომპანია „ზეგ“-ის მიმართ არ წყდება ცილისმწამებლური და ამორალური განცხადებები” – “ზეგი”

კომპანია „ზეგი“, სადაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშილი მუშაობდა, განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ,  შპს „ზეგ“-ის, ასევე მისი დამკვეთის საქმიანობა არის სრულიად ლეგალური და შეესაბამება იმ ქვეყნების კანონმდებლობას, სადაც ეს კომპანიები საქმიანობენ. „კომპანია „ზეგ“-ის მიმართ არ წყდება ცილისმწამებლური და ამორალური განცხადებები. მეტიც, ცალკეული პირების მიერ გაჟღერდა მისი საქმიანობის კანონიერებასთან დაკავშირებული უსაფუძვლო ბრალდებები. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ზეგ“-მა არაერთხელ გააკეთა განმარტება მისი საქმიანობის შესახებ, პასუხი გასცა მედიის მიერ დასმულ ყველა შეკითხვას, გამუდმებით ვრცელდება მცდარი და კომპანიის იმიჯის დამაზიანებელი ინფორმაცია. უფრო მეტიც, ბრალდებებმა კამპანიური ხასიათი მიიღო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ როგორც შპს…

მეტი...

“ღირსების მატარებელ ქვეყანას შეუძლია იამაყოს თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით” – ირაკლი ქადაგიშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველომ“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი  წარადგინა. ყოფილმა გუბერნატორმა მოსახლეობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ როცა არჩევანის წინაშე დადგა პოლიტიკური საქმიანობის გასაგრძელებლად კახეთი აირჩია. „დიდი მადლობა! მადლობა ყველას, რომ ამ კახურ, თაკარა მზეზე, რომელიც ყურძნის დამწიფებას უწყობს ხელს, ასე შევიკრიბეთ! მე, ოთხი წლის წინ, როდესაც მქონდა შემოთავაზება, თბილისში გამეგრძელებინა ჩემი პოლიტიკური საქმიანობა თუ წამოვსულიყავი კახეთში, მე უყოყმანოდ ავირჩიე აქ წამოსვლა, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის იყო გარკვეული გამოწვევა ჩემი მშობლიური მხარისთვის მემსახურა, გამეკეთებინა  ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი.მე დღეს ბედნიერი ვარ,  რომ თქვენთან ერთად გატერებული 4 წელი…

მეტი...

„თუ ელჩებისგან ვერ მივიღებთ გარანტიას, რომ მისი სიცოცხლე დაცული იქნება ვიფიქრებთ სახელმწიფო დაცვის პროგრამაზე“ – ენზელ მკოიანის ადვოკატი

„ჩვენ მივმართეთ პროკურატურას და შაბათს მოხდა ბატონი ენძელის გამოკითხვა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტ მთავარში“ ენზელ მკოაინის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დეპუტატმა სახელმწიფო დაცვის გამოყენებით ისარგებლოს. „საქმე გამოძალვის და მუქარის მუხლით აღიძრა. დამატებით ვითხოვთ, რომ მისი უსაფრთოხება დაცული იყოს, ამიტომ მოუწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომ მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე დაცული იყოს, თუ ელჩებისგან ვერ მივიღებთ გარანტიას, რომ მისი სიცოცხლე დაცული იქნება ვიფიქრებთ სახელმწიფო დაცვის პროგრამაზე, უსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით, ჯერ სახელმწიფოსგან რაიმე სახის შემოთავაზება არ ყოფილა. საქმე აღძრულია მუქარის და გამოძალვის მუხლით,“ – განაცხადა ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში.“ “მედიაცენტრი…

მეტი...

“ის მიმართავს ამერიკის ელჩს, რათა დაცული იყოს მისი და მისი ოჯახის სიცოცხლე“ – დეპუტატი ენზელ მკოიანი საელჩოებს მიმართავს

ენზელ მკოაინის ავდოკატი დეპუტატის განცხადებას „მედიაცენტრ მთავარში“ ახმაურებს. ადვოკატის ინფორმაციით დეპუტატის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამოც ის დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს. „ის ითხოვს ამერიკის ელჩთან შეხვედრას, რათა დაცული იყოს მისი სიცოცხლე და მისი ოჯახის სიცოცხლე, აქვს სურვილი, რომ ეს მოხდეს უახლოეს დღეებში. მას ეჭვები ამ თემასთან დაკავშირებით არავისთან აქვს, როცა დაურეკეს დაეწერა სახელები „ვასილი“ და „ვანია“, მოგვიანებით ეს ტელეფონები გათიშული იყო. მტკიცებით ფორმაში, რომ ეს პოლიტიკას უკავშირდება არ ვიცით და ვერ ვიტყვით. შინაარსობრივად ეს ორი ზარი რთმანეთს არ ჰგავდა, მაგრამ დროის ახლო მონაკვეთებში განხორციელდა ორივე და ეჭვებს ბადებს,“ – აღნიშნა ტარიელ მურმანიშვილმა…

მეტი...

პარლამენტის წევრს ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან და 5 მილიონს სთხოვენ – განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

“პირველი ფაქტი იყო სატელეფონი მუქარა, 20 ივლისს 6 საათზე განხორციელდა, როცა ბატონ ენზელს დაურეკეს მისსავე მობილურზე, პიროვნება ესაუბრებოდა რუსულ ენაზე კავკასიური აქცენტით,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ დეპუტატს ემუქრებიან, როგორც მუტმანიშვილი ამბობს ენზელ მკოიანისგან მოითხოვენ პოლიტიკას ჩამოშორდეს და მას თანხას სძალავენ: „უთხრეს, რომ ჩამოსცილებოდა პოლიტიკას, არავის შეხებოდა, თორემ წაართმევდნენ მისთვის საყვარელ ადამიანს, 4 დღის შუალედის შემდეგ განმეორდა ზარი, ზარის ინდექსი მას მიაჩნია, რომ იყო მოსკოვის ინტექსი, საიდანაც ადამიანი ესაუბრებოდა ისევ რუსულ ენაზე მიმართვა ასეთი იყო: „ოლიგარქ როგორ ხარ, ბიზნესში რომ…

მეტი...

ავარია ჩაქვთან – დაღუპულია არასრულწლოვანიც

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ  საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დაიღუპა 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ცენტრალურ გზაზე ქვეითად გადაადგილდებოდნენ, როდესაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მომხდარ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი...

„ქართული ოცნება“ კახეთში მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარუდგენს

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას კახეთით იწყებს. როგორც პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, პირველი შეხვედრა დღეს, 11:00 საათზე თელავში გაიმართება. მმართველი პარტია თელავის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს წარუდგენს. წარდგენას „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერები დაესწრებიან. დღესვე, 14:00 საათზე „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ერთად ახმეტის მოსახლეობას შეხვდებიან.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ათი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1010-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 242.

მეტი...

სამეგრელოში მეუფე დააყაჩაღეს

2 დღის უკან, სენაკში, მეუფე საბას დაყაჩაღებასთან დაკავშირებით გამოძიება 179-ე მუხლით დაიწყო. ამ ეტაპისთვის, ყაჩაღები დაკავებულები არ არიან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ყაჩაღებმა  მობილური ტელეფონები და მცირედი თანხა წაიღეს. შემთხვევა სენაკში მოხდა. დაყაჩაღებული სახლი ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტს, მეუფე საბა გიგიბერიას ეკუთვნის.

მეტი...