“მსოფლიო ბანკი 40 მილიონ დოლარამდე დააფინანსებს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი” – ნათია თურნავა

  •  

“მსოფლიო ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, 40 მილიონ დოლარამდე თანხით დააფინანსოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი – იგივე „ლოგ ინ ჯორჯია“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ათასამდე დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ტექნიკურად რთულად მიღწევად დასახლებებში გვექნება ფართოზოლოვანი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი, მაღალი ხარისხის ინტერნეტი”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს პროექტი არამხოლოდ ზრდის ინტერნეტით სარგებლობას, არამედ ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს.

„ეს პროექტი არამხოლოდ ზრდის ინტერნეტით სარგებლობას, არამედ ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, რადგან განსაკუთრებით კოვიდისა და შემდგომ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია დისტანციური მუშაობის რეჟიმი, დიჯიტალიზაცია და აქედან გამომდინარე, ეს ახალი შესაძლებლობაა ადამიანებისთვის სახლიდან გაუსვლელად იყვნენ დასაქმებულები. ეს არის ახალი შესაძლებლობა ასევე ტურიზმისთვის და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ინდუსტრია მალე დაუბრუნდება დადებით დინამიკას. გარდა ამისა, ეს არის ონლაინ-განათლებისთვის ახალი შესაძლებლობები, ეს არის ჩვენი მომავალი. ამ თვალსაზრისით ბევრ ქვეყანას ერთი ნაბიჯით ვასწრებთ, რადგან რთულად მიღწევად ადგილებშიც კი გვექნება ისეთი ხარისხის ინტერნეტი, როგორიც გვაქვს თბილისში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები

4 Thoughts to ““მსოფლიო ბანკი 40 მილიონ დოლარამდე დააფინანსებს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი” – ნათია თურნავა”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. SMS

    I used to be able to find good info from your blog posts.