“მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს” – კახა კალაძე

  •  

“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რათა შევქმნათ წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული სოფლისთვის, თითოეული რაიონისა და ქალაქისთვის” – ამის შესახებ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუბულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების, ზაალ მიქელაძის და ცოტნე ანანიძის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა.

“წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ავიღოთ ჯანდაცვის მიმართულება, მთლიანი რეფორმა, დანერგილი პროგრამები, განათლება, ინფრასტრუქტურული მიმართულება, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა, რამდენი გზა დაიგო, რამდენი ხიდი შეკეთდა, ავიღოთ სოფლის მეურნეობა და მისი პროგრამები, ეკონომიკის სამინისტროს მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, რომლითაც ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა. ძალიან მარტივია, გაიარო ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში და ნახავთ, თუ რამდენი პროექტი განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, არსებობს გამოწვევები, რომელთაც ჭირდება შესაბამისი პასუხები და რეაგირება. მე დარწმუნებული ვარ, ღირსეული პასუხებით, ღირსეული ქმედებებით და წინგადადგმული ნაბიჯებით დავძლევთ ყველა არსებულ გამოწვევას, რომელიც აწუხებს ჩვენს ქვეყანას.

მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს და ეს იქნება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთეთ, რათა შევქმნათ წარმატებების ისტორიები, პატარ-პატარა გამარჯვებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული სოფლისთვის, თითოეული რაიონისა და ქალაქისთვის” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები

6 Thoughts to ““მჯერა, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე გააკეთებს სწორ არჩევანს” – კახა კალაძე”

  1. Like!! Really appreciate you sharing this blog post.Really thank you! Keep writing.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. Good one! Interesting article over here. It’s pretty worth enough for me.

  4. SMS

    bookmarked!!, I like your blog!

  5. You have mentioned very interesting details! ps nice internet site. “Sutton lost 13 games in a row without winning a ballgame.” by Ralph Kiner.