ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება 40 ათასამდე პირს შეეხება

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის დაფინანსება 8 ათასი ლარით იზრდება. ახალი ინიციატივის შესახებ დღეს, მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი. შედეგად ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დიაგნოზის მქონე ავადმყოფებისთვის სახელმწიფომ დაფინანსება 12 ათასიდან 20 ათასამდე გაზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სიმსივნის დიაგნოზის მქონე 40 ათასამდე პაციენტს მკურნალობის სრული კურსი დაუფინანსდება. ოპოზიცია ონკოპაციენტების დაფინასების გაზრდას, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს. უმრავლესობა კი, პირობას დებს, რომ დაფინანსება საჭიროების შემთხევაში კიდევ გაიზრდება.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პანკისის ხეობაში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი – 1998 წელს დაბადებული ი.ფ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დაპირისპირებაში მონაწილე 1 პირი ი.ფ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე იქნა დაკავებული. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირების პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით. ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის…

მეტი...

დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მტკვარში იპოვეს

მტკვარზე ჩატარებული ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 18 აგვისტოს შემოვიდა. შეტყობინების შემოსვლისთანავე, პოლიციის და სამაშველო ჯგუფების მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება და მამაკაცის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო შესაბამისი საძიებო ღონისძიებები. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს,”- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.  დაკარგული ვეფხვია ხაჩიძის კვალი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე სამი დღის წინ გაქრა. 

მეტი...

ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული პაციენტების მიღება შეაჩერა

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება დღეიდან შეაჩერა. მიზეზად კი აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონას ასახელებს. „ვადასტურებთ, ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა „კოვიდ-19“-ით პაციენტებისა და აივ/შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ/შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მეტი...

ხვიჩა მღებრიშვილი ისევ უკანონო პატიმრობაში რჩება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილი ისევ უკანონო პატიმრობაში რჩება. ე.წ სასამართლო საკითხზე რამდენიმე საათის განმავლობაშ მსჯელობდა. ე.წ. სასამართლო პროცესი ხვალ პირველ საათზე განახლდება, სადაც კიდევ ერთხელ განიხილავენ რამდენად კანონიერია ხვიჩა მღებრიშვილის პატიმრობაში დატოვება. სწორედ ამ სხდომის შემდეგ გაირკვევა, გაათავისუფლებენ თუ არა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები გატაცებულს. იმის შესახებ, რომ მღებრიშვილის საქმეზე ე.წ. სასამართლო პროცესები უკვე დაწყებულია, ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზით მიიღო.

მეტი...

„კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დაჯარიმდა

კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე წილების გასხვისების გამო, კომპანია „კავკასუს ონლაინი“ კიდევ ერთხელ 270 ათასი ლარით დაჯარიმდა. „კავკასუს ონლაინს“ წილების პირვანდელ მდგომარეობაში დასაბრუნებლად ვადა 20 სექტემბრამდე აქვს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც, კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილების აღსრულებისთვის კანონით გათვალისწინებულ სხვა მექანიზმებსაც განიხილავს.  „ეს უკვე მეექვსე სანქციაა, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ კომპანიის მიმართ გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიის თანხმობის გარეშე „კავკასუს ონლაინის“ წილის გასხვისების გამო, კომისიამ ავტორიზებული პირი სამართალდამრღვევად პირველად 2019 წლის 17 ოქტომბერს ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა. ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, „კავკასუს ონლაინი“ 2019 წლის 12 დეკემბერს 30 ათასი ლარით დაჯარიმდა,…

მეტი...

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე გამოკვლეული 25 პირიდან, ინფექცია არც ერთს დაუდასტურდა

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 25 ტესტის ნიმუშის კვლევა ჩატარდა. ყველა პასუხი უარყოფითია. ხვალიდან ლენჯერის თემში მოსახლეობის განმეორებითი „პისიარ“ ტესტირება იწყება. განმეორებით ტესტირება ჩაუტარდებათ დაბა მესტიის მაცხოვრებლებსაც. ეპიდემიოლოგების დამატებითი ჯგუფები მესტიაში უკვე იმყოფებიან და განმეორებით ტესტირებას ხვალ დილიდან დაიწყებენ. ამასთან, ხვალიდან იხსნება ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერის თემისა.

მეტი...

„სიცრუის დეტექტორი საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს” – პროკურატურის განცხადება

„სიცრუის დეტექტორი საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს, აღნიშნული დეტექტორი არ გამოყენებულა, ასეთ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებას არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, –  ამის შესახებ პროოკურატურაში განაცხადეს. ამავე ინფორმაციით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი როგორც ბრალდების მხარეს, ასევე დაცვის მხარეს ანიჭებს უფლებას, დამოუკიდებლად ჩაატაროს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმდება. „სიცრუის დეტექტორი საქართველოში სამართლებრივად არ არსებობს, აღნიშნული დეტექტორი არ გამოყენებულა, ასეთ საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებას არ იცნობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარეს აქვს ამის გამოცდილება, თუ ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება, შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, მათ შეუძლიათ,…

მეტი...

„ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“, საკმაოდ მძიმე წარსული აქვს “ – დავით ჭიჭინაძე

მე მხოლოდ მივესალმები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“   კანდიდატს თუ დააყენებს ისნის რაიონში“ –  ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს. მისივე თქმით, „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“, საკმაოდ მძიმე წარსული აქვს და ხალს ცვლილებები უნდა. ამასთან აცხადებს იმასაც, რომ კოალიციაში არავისთან შევა. „ზოგადად, ყველა პარტიას თავისი კანდიდატი უნდა ყავდეს ყველა რაიონში. რადგან, რაც მეტი გემოვნების ამომრჩეველს ექნება სურვილი მოვიდეს და არჩევნებზე ხმა მისცეს,   „ქართული ოცნებისთვის“ მეტი ხმების წართმევის შანსი გვეძლევა. თანაც, როდესაც შენ ხალხს არჩევანს არ აძლევ და პირდაპირ ეუბნები ვინ უნდა აირჩიონ, ადამიანებს პროტესტი უჩნდებათ. მით უმეტეს, ორივე ძალას, „ნაციონალებსაც“…

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში“ იმყოფებოდა

პრემიერ-მინისტრი ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში“ იმყოფებოდა, რომელიც პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ამბროლაურში, სასტუმრო „ციბენაში“ იმყოფებოდა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. 50 დამსვენებელზე გათვლილი სასტუმრო, მოსასვენებელ, გასართობ და საკონფერენციო სივრცეებთან ერთად დამსვენებელს სთავაზობს ტურისტულ აღჭურვილობასაც, რომელიც მფლობელმა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიღებული დაფინანსებით შეიძინა. თანადაფინანსების მოცულობამ 4 600 ლარი შეადგინა. სასტუმროში განთავსებულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ველოსიპედით, ნავით და კარვებით. სასტუმროს დამფუძნებელმა, მერაბ ჯანელიძემ პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომელსაც სასტუმრო დამსვენებელს სთავაზობს და აღნიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე, წელს უცხოელი მოგზაურები შიდა ტურისტულმა ნაკადებმა ჩაანაცვლა. სასტუმროს მფლობელმა აღნიშნა,…

მეტი...

დაგროვებული პენსიით 423-მა ადამიანმა ისარგებლა

20 აგვისტოს მონაცემებით, დაგროვებული პენსიით 423-მა ადამიანმა ისარგებლა – ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით 201-მა მონაწილემ, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტატუსის საფუძვლით 177-მა ადამიანმა, მემკვიდრის უფლებით 44-მა მოქალაქემ, ხოლო საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გადასვლის გამო ერთმა პირმა ისარგებლა. სააგენტოს ცნობითვე, საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და თვის განმავლობაში საშუალოდ 9000-ზე მეტია. ამ დროისთვის, სააგენტოში მილიონზე მეტი მოქალაქეა რეგისტრირებული. მთლიანი თანხა კი 926 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან, 74 მილიონ ლარამდე საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული სარგებელია.

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულმა სამმა არასრულწლოვანმა შიმშილობა დაიწყო

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ მოშიმშილე არასრულწლოვნებს კიდევ ერთი დაემატა და ამ ეტაპზე,  3 შიმშილობს. ამის შესახებ არასრულწლოვნის ადვოკატმა განაცხადა. ბრალდებული არასრულწლოვნების – ზ.ხ. ა.ქ. და ლ.შ. მოთხოვნაა, რომ ისინი სიცრუის დეტექტორზე გამოიკითხონ.  როგორც ადვოკატები აცხადებენ, ბრალდებულების დაკითხვას სიცრუის დეტექტორზე სახელმწიფო უსაფრთხოების ნებართვა სჭირდება. 

მეტი...

“გურამ ამირხანაშვილი ტყუის და არა პირველად” – ბექა ნემსიწვერიძე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების, არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას სიცრუეს უწოდებს, ადვოკატი თვლის, რომ ამირხანაშვილი პროკურატურის მითითებით მოქმედებს. „თუ ასეთ მნიშვნელოვან კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი იმ მანქანაში, ორი თვის განმავლობაში რატომ დუმდა ეს ადამიანი? ახლა ის ხსნის ამას იმით, თითქოს აღელვებული იყო, თუმცა, იმ აღელვების ფონზე ჩატარდა ამოცნობა მისი მონაწილეობით და იმ აღელვებულ მდგომარეობაში, როგორც თვითონ ამბობს, ამოიცნო ის პირები, რომლებიც იმ მანქანაში ისხდნენ. მაშინ გამოდის, რომ ის ამოცნობის ოქმები არ არის გასათვალისწინებელი საერთოდ და არ არის სანდო ამოცნობის შედეგები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიზიარებთ…

მეტი...

„თავისუფალ დემოკრატებში“ დაბრუნებას არასდროს დავაპირებ, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ამ ქოლგის ქვეშ არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები – თეა წულუკიანი

მიუხედავად იმისა, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“ დაბრუნებას არასდროს დავაპირებ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ქოლგის ქვეშ არ იყვნენ წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ან მათთან აფილირებული პირები,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. წულუკიანი გამოეხმაურა შალვა შავგულიძის, ნინო გოგუაძისა და სანდრო ბარამიძის მიერ „თავისუფალი დემოკრატების“ დატოვებასა და „ევროპულ საქართველოსთან“ თანამშრომლობის გადაწყვეტილებას. მისივე თქმით, თავადაც და გუნდიც მობილიზებულია იმ ერთადერთი ჯანსაღი პოლიტიკური ძალის გამარჯვებისთვის, რომელიც „ქართული ოცნებაა“. „თავისუფალი დემოკრატები“ არის ჩემი ყოფილი პარტია, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომლის წევრიც ოდესმე ვყოფილვარ. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „თავისუფალ დემოკრატებში“ არ იყვნენ, მიუხედავად იმისა, რომ…

მეტი...

„ეს ემსახურება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას“ – გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი

„გამოძიების ეტაპზე, ჩვენი მიზანია, რომ მოწმეებმა, რომლებიც მომავალში დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხენ”, – ამის შესახებ შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა. „გამოძიების ეტაპზე, ჩვენი მიზანია, რომ მოწმეებმა, რომლებიც მომავალში დაიკითხებიან, არ იცოდნენ გამოძიების ვერსიები, იმ პირთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გამოიკითხენ. ეს ხელს უშლის გამოძიებას და ეს პირები უკვე მომზადებული პოზიციებით მოდიან. ტელეფონთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ესაა მორიგი ინსცენირებული სიცრუე, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს და ეს მიმოწერა არ ეკუთვნის გურამ ამირხანაშვილს. აღნიშნული ემსახურება გიორგი შაქარაშვილის მკვლელებზე ხელის დაფარებას“ – განაცხადა, დავით ყაზარაშვილმა. რაც შეეხება…

მეტი...

მეჯვრისხევის განაპირას წიწვოვანი ტყის მასივს ცეცხლი უკიდია

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყის ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი მეჯვრისხევის განაპირას წიწვოვანი ტყის მასივს უკიდია. ხანძარი იმდენად ძლიერია, რომ მისი დანახვა ცენტრალური მაგისტრალიდანაცაა შესაძლებელი. ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე მობილიზებულია სახანძრო სამაშველო ბრიგადები, იმ შემთხვევაში თუ ხანძარი მეჯვრისხევში გავრცელდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მეჯვრისხევის განაპირას, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხანძრები ხშირია.

მეტი...

პირი, რომელმაც ბათუმში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის შვილია

პირი, რომელმაც ბათუმში სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა, ლანჩხუთის საკრებულოს თავჯდომარის, ბესო ტაბიძის შვილია. პოლიციამ ბათუმში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

დააკავეს პირი, რომელიც ბათუმში სავალუტო ჯიხურს დაესხა თავს

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ვ.ტ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღებას ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მეტი...

“დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორშიც არის” – ეკატერინე ტიკარაძე

დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორშიც არის, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, როდის იგეგმება ფრენების აღდგენა. მისივე თქმით, მთავრობა გადაწყვეტილებას იმის მიხედვით მიიღებს, როგორი იქნება „კოვიდ-19“-ის გავრცელება სექტემბერში. „ეს არის გლობალური პრობლემა და იცით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სტატისტიკა, თუ რომელ ქვეყანაში როგორ ვითარდება კოვიდინფექციის გავრცელება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვიღებთ. დღესდღეობით ფრენები დარჩება იმ რეჟიმში, როგორშიც არის ამ მომენტისათვის. გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით მივიღებთ, თუ როგორ განვითარდება კოვიდის გავრცელება სექტემბრის თვეში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

მეტი...

“სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდშიც დააფინანსოს” – ეკატერინე ტიკარაძე ონკოპაციენტებზე

ონკოპაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსების გაზრდის შესახებ საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი. ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ დაფინანსება 8 ათასი ლარით გაიზრდება. მინისტრის თქმით, სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს, ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელთაც ამის საჭიროება უდგას, პრეპარატების ახალი თაობა ხელმისაწვდომი გახადოს.  “დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენს მოქალაქეებს უკვე საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ამ პრეპარატებზე და მათ უწევდათ ჯიბიდან გადახდა. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები, ამ რთულ…

მეტი...

“ქართული ლუდის კომპანია” კვლავ ლიდერობს

ლუდის ინდუსტრიიდან მედიაში გაშუქებული სიახლეების მიხედვით კვლავინდებურად სს “ქართული ლუდის კომპანია” ლიდერობს. COVID-19-ის პანდემიის პირობებშიც კი კომპანიას მომხმარებელზე ზრუნვა არ შეუწყვეტია და რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ბაზარზე ლუდი “აია” დააბრუნა. “აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსის“ ლუდის ბაზრის მედია სტატისტიკის მიხედვით, ლუდის ინდუსტრიის მედია აქტივობების 52% “ქართული ლუდის კომპანიაზე“ მოდის, მისი მედია აქტივობის წილი 33% იყო 2019 წელს.  როგორც “აიფიემში” განმარტავენ, ტრადიციულად, ზაფხულში ლუდის ინდუსტრია სიახლეებით მრავალფეროვანია და ეს მედიასაშუალებებშიც თვალსაჩინოა. “ლუდის ბაზრის 2020 წლის სიახლეებიდან, აღსანიშნავია ის, რომ ლუდი „აია“, რომელიც ლუდის პირველი ბრენდია, დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. დღეს “აიას” ბრენდის მფლობელი სს “ქართული ლუდის…

მეტი...

“გლობალური კრიზისის პირობებში “ფიჩის“ მიერ საქართველოს რეიტინგი იქნა შენარჩუნებული უცვლელად” -პრემიერი მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელობაზე

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა. გიორგი გახარია სასიხარულოს უწოდებს ფაქტს, რომ გლობალური კრიზისის პირობებში სააგენტო “ფიჩის“ მიერ საქართველოს რეიტინგი უცვლელად იქნა შენარჩუნებული. “მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ვირუსის გავრცელებას, ეკონომიკური კრიზისი მაინც ჩვენი ყოველდღიურობის სერიოზული კომპონენტი ხდება. კრიზისთან ბრძოლა არის ყველაზე კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეკონომიკის სტრუქტურული რეფორმები, ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სწრაფად გამოვიდეთ და ეს კრიზისი გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა თითოეული ჩვენი ბიზნესმენის, მეწარმის და ქართული ეკონომიკისთვის. ამ რეფორმების და ანტიკრიზისული გეგმების განხორციელების დროს ჩვენი ძირითადი მიზანი არის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობა,…

მეტი...

“ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობა იზრდება” – გიორგი გახარია

ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობა იზრდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გიორგი გახარია ამბობს, რომ ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ პრობლემად რჩება ქვეყანაში. მისი ინფორმაციით, პროგრამით დღეს ქვეყანაში 1 972 მოქალაქე სარგებლობს და ეს მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება. “მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი უაღრესად მნიშვნელოვანი პროგრამის გაუმჯობესების დამატებითი კომპონენტების ახალი ინიციატივა, ეს გახლავთ ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. ონკოდაავადებათა მკურნალობის მეოთხე ეტაპი იყო პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახადა უწევდათ მკურნალობის გარკვეულ ეტაპზე. დღეის მდგომარეობით, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და…

მეტი...

“ჩვენს მოქალაქეებთან არანაირი შუამავლები არ გვჭირდება – პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ოპოზიციური პარტიის მიერ მოქალაქეებს 18 წლამდე ბავშვების 200 ლარიანი დახმარების მიღების რეგისტრაციაში დახმარების შეთავაზებებზე ისაუბრა. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მთავრობას მოქალაქეებთან შუამავლები არ სჭირდება და აღნიშნულ ქმედებაში გარდა მორალურისა, შესაძლოა, სამართლებრივი პრობლემაც გამოიკვეთოს. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 17 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი დახმარების პროგრამაში დასარეგისტრირებლად მოქალაქეს შეუძლია სახელმწიფო ორგანოს, სოციალური სააგენტოებს, “ლიბერთი ბანკს”, ან ნებისმიერი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაწესებულებას ყველანაირი ფინანსური სარგებლის გარეშე მიმართოს. 17 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარების მისაღებად განცხადებები მიღება 1 დეკემბრამდე გაგრძელდება. დახმარების გაცემა დაიწყება სექტემბრიდან. “ხანდახან სამწუხარო მოვლენებსაც ვხვდებით. გუშინ მოვისმინე ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება, რომლისგანაც ნათელი…

მეტი...

ფერმერები, რომელთაც სტიქიის გამო გაუნადგურდათ ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით ახალ ჯიშებს მიიღებენ

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაჩნდება ახალი დამატებითი პროგრამა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ქართველ ფერმერს, რომელსაც სტიქიის გამო დაუზიანდა ან გაუნადგურდა ნერგები, სახელმწიფოსგან დახმარების სახით მიიღოს ახალი, უფრო ხარისხიანი ჯიშები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პროგრამა შეეხება ვაზსაც. „ივლისში ჩვენ რამდენიმე რეგიონში გვქონდა სტიქია. სეტყვის გამო, განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი და რაჭაც. მოგეხსენებათ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს აგროდაზღვევის მიმართულებით, თუმცა ჩვენს ფერმერებს ჯერ კიდევ სჭირდებათ აგიტაცია, მეტი მონაწილეობა მიიღონ და ისარგებლონ ამ პროგრამით, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი გახლავთ ის, რომ ეს…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

საქართველოს მასშტაბით კოვიდცენტრებში 245 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.  მისი ინფორმაციით, 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმედ ფასდება.  რაც შეეხება თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს, გუშინდელი მონაცემებით კლინიკაში 38 კოვიდინფიცირებული იყო, რომელთაგან 5 გამოჯანმრთელდა.  “დაგვემატა 3 ახალი დადასტურებული შემთხვევა და დღევანდელი მონაცემებით გვყავს 36 დადასტურებული შემთხვევა,” – ამბობს მარინა ეზუგბაია.  დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი 9-ით გაიზარდა. შესაბამისად, ქვეყანაში 1370 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

მეტი...

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 7×7-ზე საფეხბურთო ტურნირი – MASTER LEAGUE ჩატარდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 7×7-ზე საფეხბურთო ტურნირი – MASTER LEAGUE ჩატარდება. პროექტის პრეზენტაცია ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად დაესწრო. „ძალიან საინტერესო ტურნირი იწყება. იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, პოპულარიზაცია, ამ ყველაფერში ახალგაზრდების ჩართულობა. ზოგადად, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა მიმართულია იმისკენ, რომ ყველა პროექტი, რომელიც დედაქალაქში ხორციელდება, ადამიანზე იყოს ადაპტირებული. ჩვენი მთავარი მამოძრავებელი არის ადამიანი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები,…

მეტი...

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

აჭარაში დღეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო კი, ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში „პისიარ“ ტესტი ჩაუტარდა 1 235 პირს. ყველა პასუხი უარყოფითია. ამ ეტაპზე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობას 25 ინფიცირებული აგრძელებს.

მეტი...

“აშკარად გარკვეული უზუსტობები არის” – კახა კალაძე წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით NDI-ის ანგარიშს ეხმაურება

საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით NDI-ის ანგარიშს თბილისის მერი ეხმაურება. კალაძის განცხადებით, ანგარიშში ძალიან ბევრი უზუსტობაა. მისი თქმით, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა, რომ საზოგადოებას საკუთარი ხედვა წარუდგინონ. “წავიკითხე ეს კვლევის შედეგები, აშკარად გარკვეული უზუსტობები არის და რატომ არის ეს უზუსტობები, რა თქმა უნდა, უნდა ვკითხოთ მათ, ვინ გააკეთა, ვინ იყო, ვინ იკვლევდა. რაც შეეხება არჩევნებს, არჩევნები ჩატარდება მშვიდ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა იმისა, რომ საზოგადოებას წარუდგინოს თავისი ხედვა, მიაწოდონ თავიანთი გეგმები, თუ როგორ ფიქრობენ ქვეყნის განვითარებას, წარუდგინონ პროგრამები. ამის შესაძლებლობა ყველა…

მეტი...

სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერტიმენტი მიმდინარეობს

სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ავტომობილში იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს. ადგილზე, საგამოძიები უწყების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფება ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.  უფლებადამცველი ამბობს, რომ ეს იქნება 24 საათიანი ექსპერიმენტი, რომლითაც ყველაფერი კეთდება იმისათვის, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს.   “ტემპერატურა გაიზომება ავტომობილში, აგრეთვე გაიზომება ის, თუ როგორ მდგომარეობაში იყო ცხედარი. ეს არის 24-საათიანი ექსპერიმენტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დადასტურდეს ჭეშმარიტება. დეტალებზე, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ. ამ ყველაფერს შემოწმება და ექსპერტების დასკვნა სჭირდება. რა კითხვებიცაა, მას საზოგადოებას გავაცნობთ. უნდა შემოვიდეს ავტომობილი, რომელ ავტომობილშიც იყო თამარ ბაჩალიაშვილი და იმ გზით…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ათი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 370 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა ათით გაიზარდა და ამჟამად 1108-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6 903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278.

მეტი...

სოფელ ლენჯერში მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება იგეგმება

სპეციალისტები ლენჯერში ტესტირებას განაახლებენ, რადგან კვლავ ცხელ წერტილად ლენჯერის თემი, რომელიც ვირუსის გავრცელების კერაა. ძალაში რჩება ადგილზე დაწესებული შეზღუდვები და მოსახლეობის განმეორებითი ტესტირება იგეგმება. მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულში დაწესებული შეზღუდვები კი ხვალიდან მოიხსნება. რეგიონში სულ 49 დადასტურებული შემთხვევაა.

მეტი...