” ​ნატოში აღინიშნა, რომ აუცილებელია მეტი ნატო საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში” – დავით ზალკალიანი

“ნატოში უაღრესად მაღალი შეფასება მისცია საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას და იმ შესრულებულ საქმიანობას, რომელსაც საქართველო ყველა მიმართულებით ახორციელებს”,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. დავით ზალკალიანის თქმით, აღინიშნა, რომ საქართველოს ყველა მნიშვნელოვანი პრაქტიკული მექანიზმი აქვს , რაც კიდევ უფრო აადვილებს ჩვენს მისვლას საბოლოო მიზნამდე და ეს არის ნატოს წევრობა. „ახალია ევროკავშირისთვის და ნატოსთვის შავი ზღვის უსაფრთხოება და ამ რეგიონში საქართველოს ადგილის და ფუნქციის განსაზღვრა. ნატოში აღინიშნა, რომ აუცილებელია მეტი ნატო საქართველოში შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. პრაქტიკული განზომილებით და თანამშრომლობის კუთხით ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმა და ერთ-ერთი უახლოესი რასაც ველოდებით არის ერთობლივი…

მეტი...

“საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, პოზიტიურად შეფასდა საარჩევნო რეფორმა” – ნათია მეზვრიშვილი

“ძალიან წარმატებული და შედეგიანი შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და ნატო-ში. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხვალინდელ დღეს, რაც ბუნებრივია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, მათ შორის, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რასაც პრემიერ-მინისტრმა არა ერთხელ გაუსვა ხაზი”, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ბრიუსელში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, მაღალი დონის შეხვედრებზე განიხილეს ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და საქართველოს ახალი როლი შავი ზღვის რეგიონში, აგრეთვე, ევროკავშირთან ფიზიკურად დაახლოების მნიშვნელობა, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, პოზიტიურად შეფასდა…

მეტი...

“სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს პირობებს უყენებს” – ილჰამ ალიევი

“სომხეთის პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს პირობებს უყენებს, თუმცა აზერბაიჯანის ერთადერთი პირობა მათ მიერ ჩვენი მიწების გათავისუფლებაა”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა დაშავებული სამხედროების მონახულებისას განაცხადა. ალიევის თქმით, თუ სომხები ყარაბაღიდან გავლენ, ომი და სისხლისღვრა გაჩერდება და რეგიონში მშვიდობა დამყარდება. „მე მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ვუთხარი, რომ სომხეთი ემზადება ახალი ომისთვის, სომხეთი უნდა შეჩერდეს. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოებამ და ამ საკითხში მონაწილე მხარეებმა ვერ შეძლეს, სომხეთის მთავრობაზე საჭირო დონეზე მოეხდინათ გავლენა. თუ მათ ვერ შეაჩერეს ოკუპანტი, აზერბაიჯანელი ჯარისკაცი შეაჩერებს მათ. დღეს ბრძოლის ველზე მოპოვებული უპირატესობა, ჩვენი გათავისუფლებული დასახლებები, სტრატეგიული სიმაღლეები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აზერბაიჯანელი…

მეტი...

“ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ კონსტრუქციული და ის პოზიტიური საარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს დააზიანოს” – არჩილ თალაკვაძე

“ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ კონსტრუქციული და ის პოზიტიური საარჩევნო გარემო, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს დააზიანოს და ჩრდილი მიაყენოს ამ დემოკრატიულ მიღწევას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ღირებულება ყოველთვის იყო დემოკრატიის გაძლიერება, თავისუფლება, ადამიანის უფლებების პატივისცემა და კონსტრუქციული თანამშრომლობა. „ეს არის ჩვენი, ჩვენი მოქალაქეების და მეგობრების საერთო ნება და ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას აქვს ძალიან პრინციპული პოზიცია, ამიტომ კიდევ ერთხელ მსურს გითხრათ, რომ სამართალდამცავებს აქვთ სრული საკანონმდებლო მხარდაჭერა და სრული პოლიტიკური მხარდაჭერა იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი ინციდენტების პრევენცია და თითოეულ მათგანზე მოხდეს რეაგირება. „ქართული…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 71 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა 289 ადამიანს, მათგან 71-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 132 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

პარლამენტმა არჩევნებამდე ბოლო პლენარული სხდომა გამართა

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა 31 ოქტომბრის არჩევნებამდე ბოლო პლენარული სხდომა გამართა. სხდომის დასრულებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს, მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებსა და აპარატის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ადგენს, რომ როგორც წესი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლენარული სხდომები პარლამენტში არ იმართება, თუმცა საქართველოს პარლამენტი აგრძელებს საქმიანობას და დეპუტატებსაც მანდატი უნარჩუნდებათ ახალი მოწვევის პარლამენტის სხდომის გამართვამდე. ამ წესით, ყველა პოლიტიკურ პარტიას საშუალება ეძლევა, წინასაარჩევნო კამპანიაში ბოლო ერთი თვის მანძილზე აქტიურად ჩაერთოს და შეძლოს მისი სრულფასოვნად განხორციელება. შესაბამისად, დღეს მეცხრე მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა დასრულებულია, კენჭსაყრელი საკითხები ამოწურულია. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ყველას,…

მეტი...

აზერბაიჯანში ​კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა დაასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ​კორონავირუსის 110 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ერთი პაციენტი კი, გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს აზერბაიჯანული მედია ქვეყნის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 127 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

მეტი...

„საერთო სასამართლოების შესახებ“ პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებებს კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს, პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა (არც ერთი წინააღმდეგი). კანონპროექტის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებისას საკუთარ გდაწყვეტილებას დაასაბუთებს. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით ჩატარებული კენჭისყრა ღია იქნება, თუმცა ამ ინფორმაციის სხვისთვის გამჟღავნება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ამასთან, პროექტის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმიც შემოდის. კერძოდ, კენჭისყრის შედეგად შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატს უფლება ექნება, მიღებული გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატაში გაასაჩივროს, თუ მიაჩნია, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში საბჭოს წევრი იყო მიკერძოებული…

მეტი...

ცესკოს განცხადება კომისიის სხდომებზე პოლიტიკური დისკუსიის ინიცირებით საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისია სხდომებზე პოლიტიკური დისკუსიის ინიცირებით საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური თუ საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომები არ არის პოლიტიკური განცხადებებისა და პოლიტიკური დებატების წარმართვის ადგილი. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და საოლქო საარჩევნო კომისიების ბოლო პერიოდში გამართულ სხდომებზე ადგილი აქვს პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრებისა თუ სხვა დამსწრე პირთა, მათ შორის ზოგიერთი დამკვირვებლის მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციისა და სხდომაზე განსახილველი საკითხების შეუსაბამო თემების წამოწევას და ამით მიზანმიმართულად დაძაბული ფონის შექმნის მცდელობას საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით, გვსურს განვმარტოთ, რომ…

მეტი...

„ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ – მივესალმები ამ შეთანხმებას” – სალომე ზურაბიშვილი

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით საქართველოსა და ისრაელს შორის შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. პრეზიდენტი მიესალმება აღნიშნულ შეთანხმებას და მადლიერებას გამოხატავს, რომ პანდემიის მიუხედავად, ეს პროცესი დროულად დასრულდა. „ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ – მივესალმები ამ შეთანხმებას და მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პროცესი დროულად დასრულდა. ისრაელში პრეზიდენტ რივლინთან შეხვედრისას ვისაუბრე სწორედ ამ დოკუმენტის გაფორმების მნიშვნელობაზე. მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ძალიან სასარგებლო შეთანხმებას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას ცნობით, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების…

მეტი...

გიორგი გახარიამ და ევროკომისარმა კადრი სიმსონმა ერთობლივი კონკრეტული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით არსებული პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ენერგეტიკის სფეროში ევროკომისარ კადრი სიმსონს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები და ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. შეხვედრისას, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მთავრობის ეფექტური ძალისხმევა Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით, პრემიერ-მინისტრის თქმით, შემთხვევების მატების მიუხედავად, საქართველო სრულად აკონტროლებს სიტუაციას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში და აღინიშნა, რომ ეს სწორედ ის მიმართულებაა, რომელიც ევროკავშირში საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. შეხვედრისას საუბარი შეეხო იმ მნიშვნელოვან პერსპექტივებს, რომლებიც არსებობს მომავალში კონკრეტული ენერგეტიკული პროექტების განხორციელების კუთხით. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების წევრის…

მეტი...

“გვსურს ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ევროკომისარს ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში მარია გაბრიელს მიმართა ინიციატივით, ევროპაში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასური ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტებისას გაუთანაბრდეს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიაში გაიმართა, აღინიშნა, რომ განათლება არის ის მიმართულება, სადაც საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგი აქვს ევროკავშირის შესაბამის პროგრამებში მონაწილეობით. მათ შორისაა „ერასმუს+“, „ჰორიზონტი 2020“, რომლებშიც საქართველო უკვე მონაწილეობს და რომლებში ჩართულობაც საქართველოს ევროკავშირთან განათლების მიმართულებით კიდევ უფრო აახლოებს. მხარეებმა განიხილეს სტუდენტების, მეცნიერების და ინოვაციების კუთხით თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები, ასევე ევროკავშირის…

მეტი...

ავარია შროშასთან – გარდაცვლილია ერთი ადამიანი – „მედიაცენტრ მთავარის“ ფოტო რეპორტაჟი

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, შროშასათან ავარია მოხდა. დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ამობრუნდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეფერხდა. მასალას “მედიაცენტრი მთავარი” შემთხვევის ადგილიდან გაწვდით. “მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაშუ აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...

კორონავირუსით გარდაცვლილი 39-ე პაციენტი 60 წლის ქალია, ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსით გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ კლინიკაში 60 წლის ქალი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, დღეს დილით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 61 წლის ქალი გარდაიცვალა. ქვეყნის მასშტაბით ვირუსისგან გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 39-ს შეადგენს.

მეტი...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს და სომხეთს თბილისში შეხვედრას სთავაზობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანსა და სომხეთს სორის სამხედრო დაპირისპირებათან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში “აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.  კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის. მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას…

მეტი...

ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ცნობით, ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. „რეგიონული ჯანდაცვის ორგანიზაციასთან კოორდინაციით, მისი კონტაქტები უკვე მოკვლეულია, ყველა მის პირდაპირ და ირიბ კონტაქტში მყოფ პირს „პისიარ“ ტესტირება ჩაუტარდა და თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ქვედანაყოფში ჩატარებული დამატებითი ეპიდემიოლოგიური მოკვლევისა და დეზინფექციის შედეგად, სამხედრო ნაწილის საკარანტინო ზონად გამოცხადების აუცილებლობა არ დამდგარა. შესაბამისად, თელავში დისლოცირებული მე-20 კადრირებული ბრიგადა ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

მეტი...

„მარნეულში ჩვენი საარჩევნო შტაბის სპეციალისტს აედევნენ, უმოწყალოდ სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და მიატოვეს“ – ირაკლი სესიაშვილი

სამწუხაროდ, ჩვენები პროვოკაციას წამოეგნენ და მოხდა ასეთი დაპირისპირება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროვოკაციების გენერატორი არის ოპოზიცია – “ნაციონალური მოძრაობა” და მათთან დაკავშირებული ძალები,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, მედიაზე თავდასხმა რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის, მიუღებელია. ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” გუნდი არაერთ მოწოდებას აკეთებს, რომ პროვოკაციაზე თავი შეიკავონ, თუმცა, “ყველაფერს აქვს საზღვარი”. მან მარნეულში დღეს მომხდარ ძალადობის ფაქტზეც ისაუბრა. “დღეს მართლაც ძალიან მძიმე ფაქტი დაფიქსირდა, მარნეულში, ჩვენი საარჩევნო შტაბის სპეციალისტს აედევნენ, გამოეკიდნენ, მოახდინეს დაჯახება, სასტიკად სცემეს, საუბარია 3-4…

მეტი...

“ვერ მოხერხდა დაცვა თავშესაფრის და შეაღწია კორონავირუსმა, რაც ძალიან სამწუხაროა” – პაატა იმნაძე

„ჩვენ გვაქვს ძალიან ტრაგიკული გამოცდილება დასავლეთ ქვეყნებში, სადაც თავშესაფრებში შეღწეულმა ინფექციამ, გამოწვია მაღალი ლეტალობა,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, მისივე ცნობით კოვიდინფექციის სტატისტიკის მატება აჭარაში, აგვისტოს თვეში ტურისტულ სეზონს უკავშირდება. “გარედან თუ შევხდედავ, აგვისტოშიც ვიყავი აქ და ივლისშიც. ივლისში შედარებით უკეთესი იყო მდგომარეობა, აგვისტოში რასაც ვუყურებდი, ეს რომ არ მომხდარიყო გასაკვირი იქნებოდა. ვერ მოხერხდა დაცვა თავშესაფრის და შეაღწია კორონავირუსმა, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვაქვს ძალიან ტრაგიკული გამოცდილება დასავლეთ ქვეყნებში, სადაც თავშესაფრებში შეღწეულმა ინფექციამ, გამოწვია მაღალი ლეტალობა, იგივე შვედეთში, ვერ…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 39-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 39-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 6 192-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 3 120 პაციენტი.

მეტი...

„ჯანდაცვის სექტორს დააგვიანდა ბინაზე მკურნალობის რეჟიმზე გადასვლა“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

“ბინაზე გადასვლის პროცესს შევხვდით მოუმზადებლები, ახლა ერთ ოჯახის ექიმს შეიძლება მოუწიოს ძალიან ბევრ პაციენტთან კომუნიკაცია,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა. მედიკოსს მიაჩნია, რომ ჯანდაცვის სექტორი ბინაზე მკურნალობისთვის გაცილებით ადრე უნდა მომზადებულიყო. მისივე განმარტებით მსგავს რეჟიმზე გადასვლა აჭარაში დაუგეგმავად მოხდა: „ჯანდაცვის სექტორს რაც შეეხება ცოტა დაგვიანდა ბინაზე გადასვლის რეჟიმი და ამას შევხვდით მოუმზადებლად, ეს მარტივი პროცესი არაა, ვიდრე ცოტა იყო პაციენტი იქამდე უნდა დაეწყოთ, აქ ადამიანებიც უნდა შევამზადოთ, ბევრს ახლა უკვე აქვს ის შეგრძნება, რომ თუ კორონავირუსი აღმოაჩნდება და დატოვებ სახლში ჰგონია, რომ მიტოვებულია, ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის…

მეტი...

„ილუზიაში გადავედით, როცა გვეგონა, რომ საქართველო კუნძულივით იქნებოდა“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“

„ვიდრე მსოფლიოში პანდემიაა, ჩვენ იზოლირებულად რაც არ უნდა ჩავკეტილიყავით, ადრე თუ გვიან, მაინც მივიღებდით შემთხვევათა აღმავლობას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავრში“ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა. ბუწაშვილის მოსაზრებით „ილუზია“ იყო, ის, რომ საქართველო საწყის პერიოდში არსებულ მაჩვენებელს შეინარჩუნებდა: „ჩვენ ცოტა ილუზიაში გადავედით თავიდან, როცა გვეგონა, რომ საქართველო კუნძულივით იქნებოდა, როცა გახსნი საზღვრებს მივიღებთ იმას რაც მივიღეთ, მაგრამ ადრე თუ გვიან ამ ნაბიჯის გადადგმა მოგვიწევდა, ცალკე აღებული საქართველო პანდემიას ვერ დაამარცხებს, ახლა მთავარია შევძლოთ ბინაზე გადასვლის ფორმატით მუშაობა. ჩვეულებრივად, როცა ასეთი აღმასვლა იწყება მსოფლიო გამოცდილებით ვიცით უკვე, რომ შემდეგ ამას მოსდევს ნელ…

მეტი...

„აჭარაში არის უკონტროლო შიდა გავრცელება“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

„თბილისში სტაბილური სიტუაცია გვაქვს, საბედნიეროდ აჭარის აფეთქება არის ლოკალური და აქეთ მისი გავლენა არ შეინიშნება,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა. ბუწაშვილი ინფორმაციით აჭარაში კლასტერზე აღარააა საუბარი, რადგან გავრცელება უკონტროლოა: „აჭარაში არის უკონტროლო შიდა გავრცელება, უკვე კლასტერზე აღარააა საუბარი, საბედნიეროდ ჯერ – ჯერობით ხერხდება ყველა საჭიროების მქონე პირს გაეწიოს სტაციუნალური მკურნალობა, მთავრი ისაა, რაც შეიძლება ნაკლები იყოს დანაკარგები და ნაკლები ადამიანები გვყავდეს გართულებებით, სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები ვინ უნდა იყოს სტაციონარში,“ – განაცხადა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“ “მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მეტი...

საქართველოში კორონავირუსით 38-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 38-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 6 192-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 3 120 პაციენტი.

მეტი...

„ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში – ცუდ დროს დაგვემთხვევა , გრიპი წამოგვეწევა“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

„ბევრი პაციენტი გვეყოლება გრიპით ინფიცირებული, რაც გამოიწვევს პანიკას,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა განაცხადა. ბუწაშვილი პროგნოზირებს, რომ ვირუსული ინფექციების სეზონი შექმნილ ვითარებას დაამძიმებს. ინფექციონისტი მოსახლეობის მოსალოდნელ პანიკაზეც საუბრობს: „ჩვენ ახლა შევედით პანდემიის აღმავლობის ფაზაში, უბრალოდ ცუდ დროს დაგვემთხვა, გრიპი წამოგვეწევა და გაართულებს სიტუაციას. ბევრი პაციენტი გვეყოლება გრიპით ინფიცირებული, რაც გამოიწვევს პანიკას,“ – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“ მედიკოსი მოსახლეობას და განსაკუთრებით ორსულებს აცრებისკენ მოუწოდებს: „რამდენიმე ათეული ლეტალური შემთხვევები გრიპსაც ახლავს სეზონურად, ამიტომ ახლა ფაქტიურად ორი პარალელურად  მიმდინარე მსგავსი პრობლემა დაუდგება ჯანდაცვის სისტემას, ახლა  მთავარია არ გადაიტვირთოს სტაციონარები, ამ…

მეტი...

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 235 აჭარას, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან 235 აჭარას, 38 იმერეთს, 30 კი თბილისს უკავშირდება. დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება. „აჭარაში არის ახალი შემთხვევების 72 პროცენტი – 235 პაციენტი, იმერეთში 14 პროცენტი – 38 პაციენტი, თბილისში – 30 შემთხვევა, 9 პროცენტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 14 შემთხვევა, 4 პროცენტი, გურიაში – ექვსი შემთხვევა, კახეთში, მცხეთა მთიანეთსა და სამცხე ჯავახეთში თითო ახალი შემთხვევა“,- განაცხადა მარინა ენდელაძემ. მისივე თქმით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 3 072 პაციენტიდან 28-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის 26 მართვით სუნთქვაზე იმყოფება, აქედან…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსისგან 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 37-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. შეგახსენებთ, რომ 2 პაციენტი გუშინ დაიღუპა.

მეტი...

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გიორგი გახარია დღეს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში გამართავს შეხვედრებს

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვედრებს დღეს ევროკომისიასა და ევროპარლამენტში განაგრძობს. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროკომისიაში დაგეგმილია გიორგი გახარიას შეხვედრები ევროკომისრებთან – იუსტიციის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ინოვაციების, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში, ხოლო ევროპარლამენტში – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტარებთან. პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დღეს სრულდება. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი იმყოფებიან.

მეტი...

სოფელ ჭანდარში 51 წლის კაცი ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა

გურჯაანში, სოფელ ჭანდარში 51 წლის კაცს, ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება მიაყენა. დაჭრილი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის თქმით, კაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიღებული და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

საქართველოში COVID-19-ის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. განახლებული სტატისტიკა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. სულ ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6192  შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა დღეს ჯერ არ შეცვლილა და კვლავ 2324-ია. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის –  5413 ადმიანი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 836. კოვიდ სასტუმროში იმყოფება –  869 პირი. COVID-19-ის პანდემიას ქვეყანაში  36 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მეტი...

ევროკავშირის ლიდერები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სამიტზე იმსჯელებენ

ევროკავშირის ლიდერები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით პირველ და 2 ოქტომბერს სამიტზე იმსჯელებენ. ამის შესახებ საუბარია მოსაწვევში, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ლიდერებს გაუგზავნა. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამიტზე ასევე განიხილება ბელარუსში არსებული ვითარება, რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის თემა, ისევე როგორც აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში თურქეთთან დაკავშირებული საკითხი.

მეტი...

მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას დღეს დაასრულებს

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი მუშაობას ასრულებს. საკანონმდებლო ორგანოს მოქმედი შემადგენლობით ბოლო პლენარული სხდომა დღეს, 30 სექტემბერს, 12:00 საათზე გაიმართება. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტმა პლენარული სხდომების გამართვა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა შეწყვიტოს. მე-9 მოწვევის პარლამენტმა მიიღო არაერთი კანონპროექტი, რომელთა შორისაა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რითაც ქვეყანა დიდწილად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდა.

მეტი...

მედიის ცნობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთის მიმართ საარტილერიო ცეცხლი აქვს გახსნილი

აზერბაიჯანსა და სომხეთს ერთმანეთის მიმართ საარტილერიო ცეცხლი აქვს გახსნილი, – ამის შესახებ აზერბაიჯანული და სომხური მედია იუწყებიან. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი შუშან სტეპანიანი​ „ფეისბუქში“ წერს, რომ ღამით სტეპანაკერტის საჰაერო სივრცეში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, სომხეთი ამჟამად ქალაქ ტერტერს ბომბავს. სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ სომხეთის მხარეს დაღუპულთა რიცხვი 2 300-ს აღწევს.

მეტი...

თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს

თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის რვაწლიანი ანგარიში წარადგინა. გამოსვლისას ვიცე-პრემიერმა და იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის გამო თანამდებობას ტოვებს. „ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში“, – განაცხადა წულუკიანმა. თეა წულუკიანი პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია. თანამდებობის დატოვება მას საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე უწევს. წულუკიანი კამპანიაში 1-ლი ოქტომბრიდან ჩაერთვება.

მეტი...

გიორგი გახარია, ევროკომისარს საშინაო საკითხებში ულვა იოჰანსონს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ევროკომისარს საშინაო საკითხებში ულვა იოჰანსონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა ბრიუსელში მთავრობის მეთაურის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საუბარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხო და აღინიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო დიდი პროგრესი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან ქვეყნის მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ყურადღება გამახვილდა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს აძლევს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს წარმატებული ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის იმპლემენტაციის მიმართულებით, კერძოდ პოზიტიურად შეფასდა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი, რომელიც ქვეყნიდან გასვლის პროცედურებს არეგულირებს. პოზიტიურად შეფასდა თანამშრომლობა საქართველოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის, როგორებიცაა –…

მეტი...

ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, გიორგი ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა და საჭირო იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დახმარება. შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მათი გადმოცემით, ხანძარი რესტორნის სამზარეულოში გაჩნდა, შემდეგ კი, შენობის მეორე სართულზე, საცხოვრებელ სახლში გავრცელდა. იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ მისი სრული ლიკვიდირება“, – აცხადებენ უწყებაში. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...