კარლო ლაფერაძე გარდაიცვალა

ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე კარლო ლაფერაძე გარდაიცვალა. რაჭაში მომხდარი ავტოავარიის შედეგად მისი მდგომარეობა რთული იყო. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე თვის უკან მოხდა. რაჭაში ორმა ნასვამმა პირმა ავტომობილი პატრონის ნებართვის გარეშე წაიყვანა, ისინი ამბროლაურიდან ონის მიმართულებით მოძრაობდნენ, რა დროსაც სხვებს შეეჯახნენ. დაზიანდა სამი მანქანა, გარდაიცვალა ავტომობილში მყოფი ერთი მგზავრი. დაშავებულთა შორის იყო ეკონომიკის სამინისტროს წიაღის სამმართველოს უფროსი კარლო ლაფერაძე და მისი მეუღლე. ლაფერაძის მდგომარეობა მძიმე იყო. „მედიაცენტრი მთავარი“ უსამძიმრებს ოჯახს ამ უდიდეს ტრაგედიას.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს Covid-19 დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდათ. 7 შემთხვევა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებში დაფიქსირდა, სამი შემთხვევა – მესტიის მუნიციპალიტეტში: მეხანძრე-მაშველს, დაცვის პოლიციელს და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს დაუდასტურდა, ხოლო მე-11 თბილისში დაცვის პოლიციის ინსპექტორს დაუდასტურდა. “საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს შვიდივე თანამშრომელი დარიალის სასაზღვრო-გამტარ პუნქტზე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ყველა მათგანი გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ამ თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.…

მეტი...

„ყალიბდება ლარსის კლასტერი“ – ამირან გამყრელიძე

„დღეს, გარკვეულწილად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც ლარსის საბაჟოსთან არის დაკავშირებული“, – ამის შესახებ, ამირან გამყრელიძემ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განცხადა. მისივე თქმით, ხუთი შემთხვევაა დადასტურებული და ახლა მიმდინარეობს კონტაქტების ეპიდკვლევა. „დღეს, გარკვეულწილად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც ლარსის საბაჟოსთან არის დაკავშირებული. იქ არის ხუთი შემთხვევა დადასტურებული და ახლა მიმდინარეობს კონტაქტების ეპიდკვლევა, რომ სწრაფად მოხდეს ლოკალიზება ეპიდაფეთქების. დაინფიცირების პირველწყარო დაახლოებით ვიცით“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მეტი...

„ვინც ბოლო ორი კვირის მანძილზე იყავით მესტიაში სიმტომების შემთხვევაში დარეკეთ – 112 -ზე“ – საკოორდინაციო საბჭო

საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დარეკონ 112- ზე ან მიმართონ ცხელების ცენტრებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ Covid-19-ზე ტესტირება გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკვეული რეგულაციები დაწესდა. როგორც ცნობილია, ეპიდემიოლოგების მიერ კოვიდ-19-ზე აღებული 30 სინჯიდან დაფიქსირდა 16 დადასტურებული შემთხვევა, რის გამოც მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდა შესაბამისი შეზღუდვების შემოღება. ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის ტესტირება და შესაძლო კონტაქტების მოძიება. საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი…

მეტი...

„სიხარული იმის, რომ ბიძამისი ამბობდა „აი ხომ ვამბობდი“ – არის წინასაარჩევნო შეწირვა“ – ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„სიხარული იმის, ბიძამისი რომ გამოდის და ხომ ვამბობდი ორი თვის უკან არის წინასაარჩევნო შეწირვა, კი ამბობდა და წაუყენეს 109 მუხლით,“  – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა თემურ მაისურაძე განაცხადა. მაისურაძე ამბობს, რომ პროკურატურაში არიან ხალხი, ვინც ჩვენებებს აცველვინებს ბრალდებულებს: „ის საწყალი გარდაცვლილი ბავშვი არავის ახსოვს, მირიან ნიკოლაძე ორი თვის წინ ამბობდა და აგერ შესრულდა, იქ არიან ხალხი ვინც ამ დაზარალებულებს და ბრალდებულებს ჩვენებებს აცვლევინებს „ნახალოვკელებიდან“ არავის შეუცვლია ჩვენება და მათ ზოგჯერ ხუთჯერ შეცვალეს ჩვენება ზოგჯერ ექვსჯერ და ვინ ტყუის? ობიექტურად უნდა…

მეტი...

„ძიება არის აბსურდული, რადგან ჩიქოვანი იქ არ ყოფილა მკვლელობის დროს“ – ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ეს არის ნაჩქარევი გადაწყვეტილება, ბრალი არის დაუსაბუთებელი და ვარაუდის საფუძველიც არ არსებობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იქ მონაწილეობდა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა თემურ მაისურაძემ განაცხადა. ადვოკატი ამბობს, რომ ძიებას მტკიცებულებები არ აქვს მისი დაცვის ქვეშ მყოფის დასაკავებლად. ჩიქოვანი ქრონოლოგიურად ყვება ვახო ჩიქოვანს დაბადების დღეზე მისვლის დეტალების შესახებ: „მხოლოდ ეს საკმარისია, რომ ძიება არის აბსურდული, რადგან ჩიქოვანი იქ არ ყოფილა მკვლელობის დროს, ეს ნიშნავს, რომ ბუნებრივად საერთოდ გამოძიება არ მიმდინარეობს სწორად. ვახო ჩიქოვანი ჩავიდა იქ გვიან იმ დაბადების დღეზე, შემდეგ…

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატი თემურ მაისურაძე “მედიაცენტრ მთავარში”

მეტი...

“სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაიხსნას საზარელი დანაშაული” – რატი იონათამიშვილი

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთ პირს ბრალი წარუდგინა. აღნიშნულს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯომარე რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა:  „ფაქტია, რომ სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გაიხსნას ეს საზარელი დანაშაული და კანონის წინაშე მასში მონაწილე ყველა პირმა უმკაცრესად აგოს პასუხი. ხელმოცარული ოპოზიციისგან, რომელსაც არაფერი აქვს საზოგადოებასთან სასაუბრო და მხოლოდ ადამიანების პირად ტრაგედიებს არის ამოფარებული, უამრავი ცილისწამება, სპეკულაცია და უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი ვნახეთ, რასაც დღეს ერთი ბრიფინგით დაესვა წერტილი. თუმცა, ამის უკან ჩვენი სამართალდამცავებისა და ექსპერტების მუხლჩაუხრელი მუშაობა და პროფესიონალიზმი დგას. არ გამიკვირდება, თუ ეს რადიკალები, ბრალდებულების ადვოკატებთან მოკავშირეობით, კვლავ ეცდებიან ამ…

მეტი...

“ქართული ოცნების” ლიდერები სოფელ კართუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, “ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კართუბანში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო. ბაღი, რომლის მშენებლობაც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რკინა-ბეტონის სამუშაოები, რის შემდეგაც დაიწყება მოპირკეთება, მოეწყობა შიდა ეზო და საბავშვო მოედანი. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. გარდა ამისა, საბავშვო ბაღები შენდება სოფელ თელასა და ბაისუბანშიც. მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია…

მეტი...

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მესტიაში სურსათის შეუფერხებელ მიწოდებას უზრუნველყოფს

 ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენით შექმნილი ვითარების გამო,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი მესტიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საკვები პროდუქტების შეუფერხებელ მიწოდებას  სადისტრიბუციო კომპანიები უზრუნველყოფენ, რომლებთანაც ტექნიკური საკითხები უკვე შეთანხმებულია. მისივე თქმით, ჩვეულ რეჟიმში მოხდება მოსახლეობის საჭიროებებით უზრუნველყოფა. „სურსათის და პირველადი მოხმარების პროდუქტის დეფიციტი მოსახლეობას არ ექნება. ამასთან ერთად, მუნიციპალიტეტიდან გამოვიტანთ გასაყიდ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციასაც. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში მოხდეს მოსახლეობის საჭიროებებით უზრუნველყოფა. ამის დიდი გამოცდილება გვაქვს მარნეულში, ბოლნისსა და ყარაჯალარში“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. როგორც მოგეხსენებათ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, პრემიერის გადაწყვეტილებით, გარემოს დაცვისა…

მეტი...

“5-მა პირმა ჩაიდინა გიორგის განძრახ მკვლელობა” – მირიან ნიკოლაძე

„დღეს დღეობით არსებული მტკიცებულებებით, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, ოჯახისთვის, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება, ასევე ვფიქრობთ, რომ სასამართლოში აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეს არ უნდა ჰქონდეს არანაირი სამართლებრივი პრობლემა“ – ამის შესახებ განაცხადა გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის ოჯახის ადვოკატმა, მირიან ნიკოლაძემ. მისივე თქმით, ოჯახი თვლის რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემულნი არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში. „ოჯახი თვლის რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემულნი არიან სწორად, მართებულად და სამართლებრივად გამართულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში,…

მეტი...

“ოქტომბერში უნდა გავამყაროთ მონაპოვარი” – ირაკლი ღარიბაშვილი

2020 წლის ოქტომბერში უნდა გავამყაროთ მონაპოვარი, მშვიდობა უპრეცედენტო, 8-წლიანი სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად 30 წლის განმავლობაში არ გამოუცდია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ლაგოდეხში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენაზე განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება. „ყველა მმმართველის პირობებში, ჩვენმა ხალხმა გამოსცადა ომი, ნგრევა, დესტაბილიზაცია, მუდმივი ქაოსი, მუდმივი დაპირისპირება და. ბიძინა ივანიშვილის მმართველობა არის ის უიშვიათესი გამონაკლისი, როდესაც ჩვენს ქვეყანაში დამყარდა მშვიდობა, სტაბილურობა და თავისუფლება. თავისუფლებას გისურვებთ ჩვენო მეგობრებო და გისურვებთ გამარჯვებას. მე ჩვენს კანდიდატს,…

მეტი...

სვანეთში ეპიდემიოლოგთა 16 ჯგუფი მუშაობს

მესტიაში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს და ადგილზე სპეციალისტთა 16 ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის უკვე აღებულია 400-მდე PCR ტესტი და ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება. დასახლებებში, რომელში შესვლა-გამოსვლას საპოლიციო ძალა აკონტროლებს, ძირითადად მხოლოდ სადისტრიბუციო მანქანებს უშვებენ, რომლებსაც სოფლებში სურსათი და საკვები პროდუქტები შეაქვთ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სვანეთში ამოქმედებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმის შესახებ საუბრობს. ნინო ვიბლიანი აცხადებს, რომ სოფელ ლენჯერში, სადაც ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა, დღეს სრულად იქნება გამოკვლეული.  “6 ჯგუფიდან, დღეს უკვე 16 ჯგუფზეა ასული, გამოყენებულია რეგიონის სრული რესურსი ჯანდაცვის კუთხით. დღეს იქნება მთლიანად მოცული ლენჯერის თემი, იქიდან გამომდინარე, რომ პირველადი გამოვლინება ლენჯერის თემში იყო. მათი კონტაქტები…

მეტი...

ყაზბეგში 5 პირს COVID-19 დაუდასტურდა

ყაზბეგში COVID – 19  5 ადამიანს დაუდასტურდა – აღნიშნული ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ადასტურებს. გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა. ” 5 არის დადასტურებული შემთხვევა ლაბორატორიულად ინფიცირების. ამჟამად, კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს თვითონ ადგილზე, მხედველობაში მაქვს ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. ვიცით დაახლოებით საიდან შეიძლება ეგ იყოს, ამიტომაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა. პერსონალურ ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ. ჩვენგანაც წავიდა ჯგუფი და თვითონ ადგილობრივი ჯანდაცვაც სწავლობს კონტაქტებს,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მეტი...

“შინდისის გმირების სახელები უნდა გვახსოვდეს” – გიორგი გახარია

„ჩემთვის უდიდესი პატივია, დღეს, საქართველოს ამ ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ კუთხეში მქონდეს შესაძლებლობა თქვენთან საუბრის. ჩვენ, ყველანი ქართველები ვართ, საქართველოში ვართ და უნდა გავიხსენოთ დღევანდელი დღე. დღეს 11 აგვისტოა და ზუსტად 12 წლის წინ, 17 ქართველი გმირი უთანასწორო ბრძოლაში ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას შეეწირა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლაგოდეხში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ეს ის ადამიანები, ის ქართველები არიან მთელი საქართველოდან, რომლებმაც ასე პირდაპირ, ვაჟკაცურად, ქართულად, მტერს დაუპირისპირდნენ და არ დაუთმეს არაფერი მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრძოლა იყო უთანასწორო. „ჩვენი შინდისის გმირები ჩვენი უახლოესი ისტორიის…

მეტი...

გიორგი შაქარაქშვილი თავდამსხმელებმა მოიმწყვდიეს, სცემეს და გადააგდეს – პროკურატურის საგანგებო განცხადება

“ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა”, – პროკურატურაში გამართული სპეციალური ბრიფინგი. მთავარი პროკურატურის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილი გაქცევისას ხიდის ორივე მხრიდან თავდამსხმელებს შორის მოექცა და იძულებული გახდა გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში ჩასულიყო, სადაც მას ჩაჰყვა ხუთი თავდამსხმელი. „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანით ვ.ჩ.-სთან ერთად მყოფი პირები კონფლიქტში მონაწილე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოძიების მიზნით…

მეტი...

კახა კალაძემ ლაგოდეხის მოსახლეობას თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ლაგოდეხის მოსახლეობას თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი წარუდგინა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა და ამ ხედვის განხორციელების უნარი აქვს. „დღეს, ჩვენი პოლიტიკური გუნდი წარმოგიდგენთ მაჟორიტარობის კანდიდატს, ადამიანს, რომელიც საქართველოს პარლამენტში თქვენი წარმომადგენელი, თქვენი ხმა იქნება, ადამიანს, რომელიც ყველა იმ გამოწვევას გაიზიარებს, რაც თქვენს ქალაქს და რაიონს უდგას. „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ქვეყნის განვითარების რეალური ხედვა და ამ ხედვის განხორციელების უნარი გააჩნია. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის და  უსაფრთხოების გარანტია.…

მეტი...

“ტოიოტა ქამრის” მგზავრებს: ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს და 2 არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდათ

გიორგი საქარაშვილის საქმეზე “ტოიოტა ქამრის” ავტომობილის 5 მგზავრს ბრალი დაუმძიმა. აღნიშნულ 5 პირს შორის არის ორი არასრუწლოვანი. მთავარმა პროკურატურამ ხუთივე პირის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. როგორც პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან ხდება ცნობილი, ბრალი დაუმძიმდათ ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ასევე არასრულწლოვნებს  – ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული, მათგან 6 არასრულწლოვანია. ყველა მათგანი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება.    

მეტი...

“სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა” – პროკურატურა

“სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა” – ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს. პროკურატურის ინფორმაციითვე გიორგი შაქარაშვილს ხევში 5 პირი ჩაჰყვა: ხევში მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი. ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის – მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს…

მეტი...

„სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში“  – პროკურატურამ ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმა

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილი სასტიკად სცემეს და შემდეგ არაგვის ხევში გადააგდეს. საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებულ 5 ბრალდებულს ბრალი დაუმძიმა. ბრალი დაუმძიმდა “ტოიოტა ქამრის” იმ მგზავრებს, რომლებიც გაეკიდნენ გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს. ისინი არია ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვან ზ.ხ-ს, ა.ქ-ს და არჩილ გაგნიძე. ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. არასრულწლოვნები არიან. მათ 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.   

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს სავარაუდოდ ბრალი დაუმძიმდება – პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

დღეს 14:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალ დეტალებზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  პროკურატურა უკვე ბრალდებულ 5 პირს, სავარაუდოდ, ბრალს დაუმძიმებს და  მათ ბრალდებას განზრახ მკვლელობის მუხლი ცნობილია, რომ პროკურატურამ ამჯერად 14 კითხვა გაუგზავნა ექსპერტებს. ცნობილია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში 3 დამოუკიდებელი ექსპერტი ჩაერთო. კახა ერისთავი, რომელიც ოჯახის თხოვნით თავიდანვე მონაწილეობდა ექსპერტიზაში, ასევე ჩაერთნენ: დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ “ვექტორის” ხელმძღვანელი, ალექსანდრე გეჯაძე და ასევე ნევროლოგი მანჯგალაძე. ექსპერტებმა დასკვნა უკვე დადეს და ძირითად 10 კითხვაზე პასუხი უკვე გასცეს. ექსპერტიზის დასკვნამ გაამყარა არსებული ვარაუდი და ის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება ამ საქმეში.…

მეტი...

სპეციალური ჩარტერული რეისით გერმანიაში 125 სტუდენტი გაემგზავრა

დღეს გერმანიის ქალაქ ბერლინში მორიგი სპეციალური ჩარტერული სუბსიდირებული რეისი შესრულდა. საქათველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელი რეისით გერმანიაში გაემგზავრა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ. მათივე ინფორმაციით, სპეციალური ჩარტერული ფრენის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს, ხოლო ქართველი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესი, რომლებიც აღნიშნული სუბსიდირებული რეისით გერმანიაში გაემგზავრნენ, ახალგაზრდობის სააგენტომ განახორციელა. სააგენტოს ხელმძღვანელმა, რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიაში მიმავალი სტუდენტები გააცილა. მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება. სოციალური ჩარტერული…

მეტი...

გლდანის ხევს სამი სკვერი შეემატება

გლდანის ხევს სამი ახალი დასასვენებელი სივრცე შეემატება. აქედან ორი სკვერის მოწყობის სამუშაოები N8–N8 ა და N1-1 ა კორპუსების მიმდებარედ უკვე დასრულდა, N6-6 ა კორპუსებთან კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. გლდანის ხევის N8–N8 ა კორპუსებთან, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონები მოეწყო და დასასვენებელი პავილიონი განთავსდა; დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები; განთავსდა ღია სივრცის ტენისის მაგიდა, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა; ტერიტორიაზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 227 092 ლარი დაიხარჯა, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა. დასასვენებელი სივრცის მოწყობის სამუშაოები განხორციელდა N1–N1 ა კორპუსებთანაც,…

მეტი...

“ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდება” – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დაკავებულია. მისივე თქმით, გამოძიება გრძელდება და შემდგომი დაპირისპირების მონაწილეების იდენტიფიცირება მოხდება. „გამოძიება მიმდინარეობს. პირი, ვინც ჩაიდინა მკვლელობა, დაკავებულია. დანარჩენის იდენტიფიცირება მოხდება“, – ვახტანგ გომელაურმა. ახალქალაქში მამაკაცის მკვლელობისთვის ბრალდებულს ბრალი უკვე წარუდგინეს. ახალქალაქში მკვლელობა 8 აგვისტოს მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 30 წლამდე ასაკის მამაკაცი. ადგილობრივების თქმით, ახალქალაქში მომხდარი მკვლელობა რამდენიმეწლიან კონფლიქტს უკავშირდება. მკვლელობის შემდეგ, 8 აგვისტოს საღამოს ახალქალაქში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო. გარდაცვლილის სოფლელებმა ახალქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონება დააზიანეს.

მეტი...

“ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეპიდემიის აფეთქების მორიგი კერის ლოკალიზება უმტკივნეულოდ მოხდეს” – ნათია თურნავა

საკმარისი რესურსი გვაქვს ვიზიტორების როგორც მესტიაში, ასევე სხვა რეგიონებში განსათავსებლად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მესტიის მუნიციპალიტეტში შექმნილი ვითარების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის დაწყების მომენტიდან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისთვის, რომ ასეთი შემთხვევები მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად იყოს აღმოფხვრილი. „მოსახლეობასთან საუბრისას, ჩვენ ყოველთვის ვიმეორებთ, რომ კოვიდი არსად გამქრალა და ეპიდემია არ დაგვიმარცხებია. ჩვენ ვისწავლეთ ეპიდემიის ეფექტური მართვა. მესტიაში უკვე შევარჩიეთ 20 სასტუმრო, აღვრიცხეთ ვიზიტორები და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ  საკარანტინო სივრცეებში მათი გეგმაზომიერი გადაყვანა მოხდეს. საკარანტინო სივრცეები მოეწყო როგორც უშუალოდ მესტიის მუნიციპალიტეტში, ასევე დანარჩენ საქართველოშიც. ამისთვის საკმარისი…

მეტი...

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პაციენტიდან ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 44 პაციენტია. მისი თქმით, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა ნახევარზე მეტი ავღანეთიდან ჩამოყვანილი სამხედროები არიან. „დადასტურებულისა და გამოჯანმრთელებულების შეჯერებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდცენტრებში მკურნალობს 194 პაციენტი. ამ 194 პაციენტის განაწილება სიმძიმეების მიხედვით შესაბამის ცენტრებში ასეთია – 8 არის კრიტიკული და ეს პაციენტები მკურნალობენ შესაბამისი ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, 14 არის მძიმე მიმდინარეობით პაციენტები, ისინიც შესაბამის განყოფილებებში მკურნალობენ კოვიდცენტრებში. დანარჩენი პაციენტების უმეტესობა, დაახლოებით, 80% არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი სიმძიმის პაციენტები შედარებით მცირე რაოდენობით არიან,“- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მეტი...

იმერეთში კორონავირუსის ერთი იმპორტირებული შემთხვევა დაფიქსირდა

დღეს, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 14 შემთხვევიდან ერთი იმერეთში დაფიქსირდა. ის 60 წლის მამაკაცია, რომელიც საქართველოში თურქეთიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის დროს ის ოჯახში იმყოფებოდა, ვირუსი კი, დღეს ოფიციალურად დაუდასტურდა.  “3 COVID ინფიცირებული გვიწევს კლინიკაში, ერთი ქალბატონი უკვე 21-ე დღეა ჩვენთან იმყოფება. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მასზე გუშინ პირველი საკონტროლო ტესტირება გაკეთდა და სამწუხაროდ, პასუხი ჯერ კიდევ დადებითი მოვიდა. მეორე ქალბატონი, რომელიც მესტიიდან არის ჩამოსული, ასევე საშუალო სიმძიმის პაციენტია. გუშინ, ჩვენთან ერთი თურქეთიდან ჩამოსული მძღოლიც შემოიყვანეს,”- აცხადებს ქუთაისის კლინიკა “ლჯ და კომპანია – ფილტვის და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის” მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე.

მეტი...

“შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება შედეგს უახლოეს პერიოდში დადებს” – ვახტანგ გომელაური

როდის გამოიკვეთება იმ პირთა ვინაობა, ვინც გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში მონაწილეობდა და რა ეტაპზეა გამოძიება – ამ კითხვების საპასუხოდ შს მინისტრის თქმით, გამოძიება შედეგს უახლოეს პერიოდში დადებს. “გამოძიება მიმდინარეობს, პროკურატურასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროც მუშაობს ამ საკითხზე. სწორედ ისინი გასცემენ შეკითხვებს პასუხს მაშინ, როდესაც გამოძიება დასრულდება,” – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. 

მეტი...

“როცა ჩვენი გმირების ცხედრები ჯერ კიდევ ტყეებში ესვენა, თბილისში კონცერტები იმართებოდა” – ვახტანგ გომელაური

2008 წლის ომის მერე, როცა ჩვენი გმირების გვამები ჯერ კიდევ მინდორსა და ტყეებში ესვენა, თბილისში დისკოტეკები და კონცერტები იმართებოდა. წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰკითხეთ, რატომ ხდებოდა ეს? – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას, ოკუპაციისა და ადამიანების გატაცების გაგრძელება არის თუ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი მეგობრების, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ, ომს ვერ დავიწყებთ. ვინც ჩვენ მაგას გვეუბნება, რატომ არაფერს აკეთებთო, ზუსტად ეგენი იყვნენ ხელისუფლებაში და მათ რომ ჰკითხოთ, რატომ მოხდა ეს ომი, კარგი იქნება. 2008 წლის ომის მერე, როცა ჩვენი…

მეტი...

„ჩვენთან გატარდა 170 პაციენტი, გაეწერა 152“ – ინფექციონისტი „მედიაცანტრ მთავარში“

„სირთულეები არის რესპირატორული თვალსაწრისით, მათ აქვს ფილტვის ძლიერი დაზიანებები,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“  მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა. მედიკოსი დროისთვის კლინიკაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს კლინიკას: „პაციენტებს ძირითადად აქვთ სუნთქვის გაძნელება, ამ ეტაპზე მიდის გართულებების მკურნალობა, რამოდენიმე პაციენტთან ჩავატარეთ თერაპიული მკურნალობა. გამოჯანმრთელებას ველოდებით რამოდენიმე პაციენტისას, დღეს ორი პაციენტის გამოჯანმრთელებას ვვარაუდობთ, წინა კვირაში 20 გავწერეთ. გუშინდელი შემთხვევებიდან ერთია ჩვენთან, ესაა სატვირთოს მძღოლი. ეს იქნება საკმაოდ რთული სამუშაო, იქნება გაზრდის მომართვიანობა კლინიკებში, რაც დავიწყეთ აპრილის თვიდან ჩვენთან გატარდა 170 პაციენტი, გაეწერა…

მეტი...

„რისკები იზრდება, საფრთხეც უფრო მაღალია“ – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავარში“

“სკოლების გახსნაც რისკებს ზრდის, ისევე, როგორც საზღვრების გახსნა,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა. ინფექციონისტი შემთხვევების ზრდას ვარაუდობს და მთავარ რეკომენდაციად კვლავ ჰიგიენის დაცვას გასცემს. ლიკა მუმლაძე ფიქრობს, რომ სწავლის სეზონის განახლება შემთხვევების მატებას გამოიწვევს: „აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა. რისკები იზრდება საფრთხეც უფრო მაღალია, სკოლების გახსნაც რისკებს გაზრდის, ისევე როგორც საზღვრების გახსნა, ძალიან მნიშვნელოვან იქნება რეკომენდაციების დაცვა. ვფიქრობ, რომ იქნება საკმაოდ რთული სამუშაო, იქნება გაზრდის მომართვიანობა კლინიკებში, ამიტომ პრევენციას აქვს დიდი მნიშვნელობა.“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში. ლიკა მუმლაძე სეზონურ ვირუსებზეც ამახვილებს…

მეტი...

ვახტანგ გომელაურმა და გრიგოლ ლილუაშვილმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ შინდისში არსებულ მემორიალთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ. იმ ადგილზე, სადაც 12 წლის წინ 17 სამხედრო გმირულად დაეცა, მოსახლეობას ყვავილები მიაქვს. ადგილზე იმყოფებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მემორიალთან გადაიხადეს დაღუპული სამხედროების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალთან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილეებთან ერთად ჩავიდა. შინდისში იმყოფება ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. მათ შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

მეტი...

სვანეთში მყოფი 500-ზე მეტი მოქალაქე საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს

„კოვიდ-19“-ის შემთხვევების გამოვლენასთან დაკავშირებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დავალებით მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე 20 სასტუმრო დროის უმოკლეს ვადებში საკარანტინო სივრცეებად მოაწყო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეში გადაყვანილია 518 მოქალაქე, აქედან 343 მესტიაში მდებარე სასტუმროებშია მოთავსებული, ხოლო 171 მოქალაქე აჭარის რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეებში. „ადმინისტრაციის ორგანიზებით სვანეთში მობილიზება მოხდა ტრანსპორტის მოქალაქეების ორგანიზებულად გადასაყვანად. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით დახმარება გაეწიათ იმ მოქალაქეებსაც, ვინც საკუთარი ტრანსპორტით იმყოფებოდა სვანეთში და ორგანიზებული მეთვალყურეობის ქვეშ გაემგზავრა სხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო ზონაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები მესტიის მუნიციპალიტეტის…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 44 ადამიანი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1264 – მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 44- ით გაიზარდა და 1054-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში 6930 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 263. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

მეტი...

შინდისში არსებულ მემორიალთან გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ

შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, სოფელ შინდისში არსებულ მემორიალთან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას პატივს მიაგებენ. იმ ადგილზე, სადაც 12 წლის წინ 17 სამხედრო გმირულად დაეცა, მოსახლეობას ყვავილები მიაქვს. ადგილზე იმყოფებიან დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. მემორიალთან გადაიხადეს დაღუპული სამხედროების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. შინდისის ბრძოლის წლისთავთან დაკავშირებით, მემორიალთან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და სამხედრო მოსამსახურეები ჩავიდნენ. ასევე, შინდისის მემორიალთან მივიდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. მათ მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და თეა…

მეტი...