ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 72 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 12 პირს დაუდასტურდა. მათივე ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 16 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 274- ს შეადგენს. 115 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მეტი...

ოკუპირებული აფხაზეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 72 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 12 პირს დაუდასტურდა. მათივე ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 16 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 274- ს შეადგენს. 115 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა

მეტი...

საგარეო საქმეთა სამინისტრო თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმარება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმაროს. „საბერძნეთში საქართველოს საკონსულო სამსახური კავშირზეა გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედასთან, რომელიც ამ დროისთვის საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე იმყოფება. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს აღნიშნულ ქალბატონს ქვეყანაში გამომგზვარების პროცესში, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია რთულ პროცედურასთან, გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე, როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები. უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში. ასევე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას „პისიარ“ ტესტირებას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მეტი...

იულია ტიმოშენკო ისევ ხელოვნული სუნთქვის აპარატზე შეერთებული

უკრაინის ყოფილი პრემიერის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ვრცელდება ინფორმაცია რომ იულია ტიმოშენკო ხელოვნული სუნთქვის აპარატზე შეერთებული, რასაც პოლიტიკოსის პარტიაში არ ადასტურებენ. იულია ტიმოშენკოს, მის შვილსა და მეუღლეს “კოვიდ-19” 23 აგვისტოს დაუდასტურდათ, პოლიტიკოსის ოჯახის წევრებს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვთ.

მეტი...

“ჭავჭავაძის გამზირზე განხორციელებული სატრანსპორტო რეფორმა ემსახურება თბილისელებისათვის უკეთესი, ჯანსაღი გარემოს არსებობას სამომავლოდ” – რომან კაკულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ეხმიანება თბილისში, კერძოდ ვაკეში (ჭავჭავაძის გამზირზე) სატრანსპორტო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოთქმულ მრავალფეროვან მოსაზრებებს და აცხადებს, რომ როდესაც გრძელვადიან რეფორმაზეა საუბარი, აუცილებელია დავინახოთ ამ რეფორმის მიზანი.  მისი თქმით, ამ რეფორმის მიზანი თბილისში სატრანსპორტო სიტუაციის გაჯანსაღებაა, რაც უპირველეს ყოვლისა, ადამიანების მიერ იმ გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს, როდესაც ისინი საკუთარ, ინდივიდუალურ ტრანსპორტს სახლში დააყენებენ და უფრო მეტად ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. „რა თქმა უნდა, ეს პროცესი დროში გაიწელება და ასეთ გადაწყვეტილებას ყველა მყისიერად, ერთ დღეში ვერ მიიღებს. სწორედ აქედან არის გამოწვეული ის დისკომფორტი, რომელიც…

მეტი...

“თუკი საქართველო არის მსოფლიო ათეულში, ეს ნიშნავს არა რომელიმე პარტიის, არამედ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის უდიდეს წარმატებას” – მამუკა მდინარაძე

„მე არ ვიცოდი თუ ასე შორს წავიდნენ და მსოფლიო ბანკის, ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის კვლევას ეჭვქვეშ დააყენებდნენ და ამას თუ ვინმე მოიფიქრებდა ნამდვილად არ მეგონა“, – განაცხადა  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე კომენტარისას. საკითხი შეეხებოდა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომელიც კორუფციისგან თავისუფალი ქვეყნების შესწავლას შეეხებოდა და რომლის მიხედვითაც საქართველომ მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. „ის, რაზეც ვლაპარაკობთ ჩვენ, ამ შემთხვევაში, ასეთმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაადასტურა. ჩვენ, ერთი მხრივ, შესაძლოა, სუბიექტურები ვიყოთ შეფასებაში და ბუნებრივია, ყველა პარტია, ყველა ხელისუფლება,  ამბობს იმას, რასაც აკეთებდა. ამასთან…

მეტი...

„ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიას“ – არჩილ თალაკვაძე

„ჩვენი მიზანი არის რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებელმა შეაფასოს დადებითად ჩვენი არჩევნები და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიას, ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ჩვენ ვართ დარწმუნებული სრულიად იმაში, რომ ხელისუფლება და საქართველო ჩაატარებს თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს არსებითად პროპორციული სისტემით. ამ არჩევნებს აქვს საეტაპო მნიშვნელობა საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებისკენ. ჩვენ ვაძლიერებთ დემოკრატიას, ჩვენ ჩავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები და რასაკვირველია, ეს ინიციატივაც, ეს ნაბიჯიც არის ზუსტად ამ სულისკვეთების და პოლიტიკური ნების ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, რომ არჩევნები მაქსიმალურად სამართლიანად და გამჭვირვალედ…

მეტი...

„მსოფლიო ბანკის დასკვნა ადასტურებს, რომ ჩვენ, შევძელით ბიზნესისთვის კორუფციიდან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა“ – არჩილ თალაკვაძე

„მსოფლიო ბანკის დასკვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ადასტურებს, რომ ჩვენ, საქართველომ, საქართველოს ხელისუფლებამ შევძელით ბიზნესისთვის კორუფციიდან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა. ზუსტად ბიზნესის თავისუფლება, საკუთრების უფლების დაცვა, ბრძოლა კორუფციასთან არის ის მიმართულება, სადაც „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენმა ხელისუფლებამ 2012 წლიდან დღემდე ხელშესახები პროგრესი უზრუნველყო. ეს არის ნათქვამი მსოფლიო ბანკის დასკვნაში, სადაც საქართველო 144 ქვეყანას შორის 10 საუკეთესო ქვეყნის რეიტინგშია. ამ მაჩვენებლით“,- ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგთან დაკავშირებით განაცხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგი  ადასტურებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და რომ ქვეყანას აქვს…

მეტი...

„საშიშროებას წარმოადგენენ ის ხალხი, რომლებიც დეკლარირებენ პროდასავლურობას, მაგრამ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან“ – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრების ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და ქართულ პოლიტიკაში ზოგადად პრორუსული ძალების არსებობის საფრთხეებზე ისაუბრა. მდინარაძეს თქმითვე, წითელი ხაზები არის წითელი ხაზები და ოკუპანტთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ გადაიხედება. „ნებისმიერი საკითხი, რომელიც წითელ ხაზებთან არის დაკავშირებული, მათ შორის პირადად ჩემთვის, ჩვენი გუნდისთვის და ნებისმიერი ქართველისთვის, რომელიც თავის სამშობლოზე ისე ფიქრობს როგორც უნდა ფიქრობდეს, არის ძალიან ნათელი. და როდესაც განცხადებები კეთდება, და თუ კეთდება ასეთი განცხადებები ნამდვილად არ ვიცი სამწუხაროდ დეტალები, და არც მინდა, რომ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს ან იმ ადამიანებს…

მეტი...

„უტიფრობაა, როდესაც სირთულეებზე გამორჩეული აგრესიულობით ლაპარაკობენ“ – გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად გატარებული ღონისძიებები საუკეთესოდ ფასდება. „ახლახან მოვისმინეთ გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში საქართველოს ხელისუფლების მიერ ბავშვების დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილებების საუკეთესო შეფასებით. ამასთანავე ბევრმა არც იცის, რომ ანგარიშში მოყვანილ მაჩვენებლების გარდა: სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვები, 16 წლის ჩათვლით, ყოველთვიურად, შემწეობასთან ერთად იღებენ 50 ლარს (ასეთი 160 ათასზე მეტი ბავშვია); იმ რეგიონებში, სადაც ჯერ კიდევ სიკვდილიანობა ჭარბობს შობადობას, ყოველი მესამე და შემდგომი ორ წლამდე ბავშვი ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით ფინანსდება, ხოლო 200 ლარის ოდენობით…

მეტი...

„მძღოლად მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა” – „თრეველერ ჯი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი

„თრეველერ ჯი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ მძღოლს, რომელიც შატილის გზაზე მიკროავტობუსს მართავდა, 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა. მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა გახდა შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. „მიმდინარეობს გამოძიება, სატრანსპორტოს წარმომადგენლები იკითხებიან. 35-წლიანი გამოცდილება აქვს მძღოლს. ნახევარი საათით ადრე, დაახლოებით, 15:45 წუთზე მე ვეკონტაქტე გიდ სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მოდიოდნენ ძალიან წყნარად. ეს ზარი ნამდვილად ფიქსირდება, ამას თვითონ საგამოძიებო უწყებაშიც ადასტურებენ. მე ვესაუბრე და მან დაადასტურა, რომ ყველაფერი იყო რიგზე, მანამდე არაფერი პრობლემა არ ჰქონიათ. ვერსიები განიხილება და გამოძიება დასრულდება“, – განაცხადა შალვა ბოლათაშვილმა. შეგახსენებთ, შატილის…

მეტი...

“მე მგონია, რომ მამა არ ჩაიდენდა, არ მოკლავდა თავის შვილს“ – თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის და, თინათინ აბჟანდაძე

“არ ძალადობდა მამაჩვენი, ძალიან უყვარდა. “კვადრო” უყიდა, 1500 ლარი მისცა” – ამის შესახებ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დამ, თინათინ აბჟანდაძემ განაცხადა. 11 წლის გარდაცვლილი მოზარდის დას არ სჯერა, რომ მისი ძმა მამამ მოკლა. “მე მგონია, რომ მამა არ ჩაიდენდა, არ მოკლავდა თავის შვილს. არ ძალადობდა მამაჩვენი, ძალიან უყვარდა. “კვადრო” უყიდა, 1500 ლარი მისცა… მამა რომ დალევდა, ყვირილი, ხმამაღალი საუბარი უყვარდა, ალბათ ფსიქიკაზე იმოქმედა და პატრული რომ აივლის, აღარ იყვირებსო, მაგიტომ ითხოვდა ჩემი ძმა პატრულის ნომერს,”- უთხრა “კურიერს” გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დამ თინათინ აბჟანდაძე

მეტი...

შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე საგურამოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს

შატილში ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საგურამოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვები მიმდინარეობს. განყოფილებაში იმყოფება პირი, რომელიც კომპანიის მძღოლს გზას ასწავლიდა. რამაზ სეფისკვერაძის განცხადებით, გარდაცვლილმა მძღოლმა შატილში მიმავალი გზა არ იცოდა და იგი მიკროავტობუსს წინ უძღვებოდა. შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა.

მეტი...

„ჩვენ ვაპირებთ უპრეცენდენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“ – მამუკა მდინარაძე

„ეს არის ჩვენი კონკრეტული გზავნილი ყველას მიმართ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში უნდა ჩატარდეს დემოკრატიის უმაღლესი ხარისხით“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების შეფასებისას. „ჩვენი მოსახლეობის და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, ეს არის კიდევ ერთი დამატებითი კონკრეტული გზავნილი, რომ ჩვენ ვაპირებთ უპრეცენდენტოდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გაბედავს, რომ ამ მიზანს რაიმე გზით ხელი შეუშალოს, თუ ვინმე გადაწყვეტს დაარღვიოს ხმის მიცემის ფარულობა, დააპიროს ვინმეს მოსყიდვა, დაშინება და ასე შემდეგ, კანონმდებლობა იქნება კიდევ უფრო მკაცრი, ვიდრე აქამდე იყო“, –…

მეტი...

11 წლის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

შვილის სიუციდამდე მიყვანის და ძალადობის ბრალდებით დაკავებულ კაცს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი  პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა.  დაკავებული პროკურატურის ბრალდებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია.  მოსამართლე ზურაბ ბალავაძემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობასთან დაკავშირებით, რადგან არსებობს მოწმეებზე ზეგავლენის საშიშროება, ამის თავიდან ასაცილებლად მიესაჯა პატიმრობა. პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.  განიხილება ყველა ვერსია. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარე დეტალებზე ექსპერტიზის დასკვნამდე არ საუბრობს. მომდევნო პროცესი 19 ოქტომბრეს გაიმართება.

მეტი...

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულმა სამმა არასრულწლოვანმა შიმშილობა შეწყვიტა

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესზე დღეს საქმის მთავარი მოწმე, კოკო ღიბრაძე დაიკითხება, რომელიც 19 ივნისის ღამეს მომხდარი პირველი თავდასხმის დროს გიორგი შაქარაშვილთან ერთად მცხეთის მაგისტრალზე იმყოფებოდა. ღიბრაძის გარდა, დღეს წვეულების მონაწილე არასრულწლოვნები, გამომძიებლები და ექსპერტები დაიკითხებიან. ჯამში სხდომაზე ათი მოწმის დაკითხვა იგეგმება. ამასთან, ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამმა არასრულწლოვანმა, რომლებიც პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ, შიმშილობა შეწყვიტა. დახურულ სხდომას მცხეთის რაიონულ სასამართლოში არ ესწრება ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ., რომელმაც წინა სხდომა დატოვა და ადვოკატსაც მოუწოდა, სხდომებს არ დაესწროს. მის ნტერესებს საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი დაიცავს.

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები ცნობილია. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ საკუთარი შედეგები პირად გვერდზე იხილონ. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე ყურადღებით გაეცნონ: საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას, უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტსა და საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენას. “აბიტურიენტები აუცილებლად უნდა დააკვირდნენ გათანაბრებულ ქულას, განსაკუთრებით ეს მათ უნდა გააკეთონ, რომლებიც ჩაჭრის ზღვარზე იყვნენ. ვინაიდან, შესაძლებელია იმის მიხედვით თუ რომელი ვარიანტი წერეს, გათანაბრებამდე მათი ქულა არ იყო მინიმალურ ბარიერზე მეტი, მაგრამ გათანაბრების შემდეგ, შესაძლებელია ეს ქულა მინიმალურ ბარიერზე მეტი აღმოჩნდეს. ხვალ, საღამოს 6 საათამდე…

მეტი...

ევროკავშირი საქართველოში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 80 000 ევროს გამოყოფს

ევროკავშირი 80 000 ევროს გამოყოფს, რომლის საშუალებითაც „წითელი ჯვარი“ ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში წყალდიდობების შედეგად დაზარალებულებს მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. ჰუმანიტარული დახმარებით 3170 ადამიანი ისარგებლებს, რომელთა სახლებიც დაიტბორა ან ვინც წყალდიდობის შედეგად მოსავალი დაკარგა. „2020 წლის ივლისის ბოლოს, კოკისპირულმა წვიმებმა და წყალდიდობებმა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სახლებს და ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ევროკავშირი ჰუმანიტარული საჭიროებების დაფინანსებისთვის 80 000 ევროს გამოყოფს. ევროკავშირის ამ დაფინანსების საშუალებით „წითელი ჯვარი“ დაზარალებულებს მათი ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებაში ეხმარება, როგორც საკვებისა და ჰიგიენური საშუალებების მიწოდებით, ასევე ფულადი…

მეტი...

ზესტაფონის სასამართლოში თერჯოლაში 11 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ზესტაფონის საქალაქო სასამართლოში თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალდებული ფრიდონ აბჟანდაძის სასამართლო პროცესი  მიმდინარეობს. ბრალდების მხარემ აღკვეთის ღონისძიები სახით პატიმრობა მოითხოვა. ბრალდებულს ადვოკატი პროცესზე არ ჰყავს. „მე ვყოფილვარ რაც ვყოფილვარ, ყველაფერი ჩემზე ყოფილა. პირველი რეციდივისტი ვყოფილვარ. წინააღმდეგი არ ვარ პატიმრობის, მაინც არ მინდა სიცოცხლე. როგორც მე და ჩემი შვილი ვიყავით, ისე ბევრი მამა-შვილი ვერ იქნება. მაინც შევხვდებით მე და ჩემი შვილი იქით ძმაკაცურად”, – განაცხადა ბრალდებულმა. შეგახსენებთ ფრიდონ აბჟანდაძის 11 წლის შვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 23 აგვისტოს საკუთარ ეზოში გარდაცვლილი…

მეტი...

„განისაზღვრება მკაცრი სანქციები, ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე“ – „ქართული ოცნების“ ინიციატივა

„ქართული ოცნების“ ოფისში პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი გაიმართა, სადაც გაჟღერდა ის ინიციატივა, რომელსაც მმართველი გუნდი ოპონენტებს და მოსხლეობას სთავაზობს: „ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარების შემდეგ, ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. “ქართული ოცნება” გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას  სამ წლამდე. შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში. ამ ცვლილებებით როგორც ხედავთ კიდევ უფრო მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ და იზრდება ამომრჩევლის, მისი თავისუფალი არჩევანის და არჩევანის ფარულობის დაცვის ხარისხი. ჩვენი მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით. ჩვენ პატივს ვცემთ და ვენდობით ჩვენი საზოგადოების თავისუფალ არჩევანს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და გვჯერა, რომ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს სამართლიან არჩევნებში,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მეტი...

კორონავირუსის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა შესაძლოა გვიან შემოდგომაზე დამტკიცდეს – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, შესაძლოა, გვიან შემოდგომაზე კორონავირუსის რამდენიმე ვაქცინა დამტკიცდეს. მისივე განცხადებით, საქართველოს ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთვება მოლაპარაკებებში ვაქცინის შესაძლო მიწოდებასთან დაკავშირებით. ამირან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა რომ, ამ ეტაპზე, კორონავირუსისგან სამედიცინო ნიღაბზე უკეთესი დაცვის საშუალება არ არსებობს და მოსახლეობას მისი ტარებისკენ მოუწოდა.  “პირბადეზე უკეთესი დაცვის საშუალება ჯერჯერობით არ არის. როგორც დახურულ შენობებში, ასევე ღია სივრცეში, თუ ბევრი ადამიანი ერთად იკრიბება და არ არის დისტანციის დაცვის საშუალება, აუცილებელია პირბადის ტარება. ეს სერიოზულად ამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს. მოგეხსენებათ, რომ კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნა ფინალურ ეტაპზეა. რამდენიმე ვაქცინა დღეს კლინიკურ კვლევას გადის 9-დან სამი უკვე მესამე ფაზის კვლევებშია.…

მეტი...

საქართველო მრავალეროვნულ საერთაშორისო სწავლებას “ღირსეული პარტნიორი” მეხუთედ უმასპინძლებს

“ღირსეული პარტნიორი 2020” – მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველო მეხუთედ უმასპინძლებს. ქართულ-ამერიკული წვრთნები, რომელშიც ალიანსის პარტნიორი ქვეყნებიც მონაწილეობენ სტარტს 7 სექტემბერს აიღებს და 11 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწავლებაში 2700-ზე მეტი მოსამსახურე იქნება ჩართული. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გათვალისწინებულია მსოფლიოში პანდემიის გავრცელების რისკები და ქვეყანაშ დაწესებული შეზღუდვები.

მეტი...

კორუფციისაგან თავისუფლების რეიტინგში საქართველო საუკეთესო ქვეყნების ათეულშია

კორუფციისაგან თავისუფლების რეიტინგში საქართველო საუკეთესო ქვეყნების ათეულშია. ქრთამის აღების შემთხვევების სიმცირისა და მოსყიდვის წნეხისგან თავისუფლების მიხედვით სულ 144 ქვეყანა შეფასდა. მსოფლიო ბანკმა საწარმოების კვლევა 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოში 581 კომპანიის მფლობელი და მენეჯერი გამოიკითხა. კვლევის მიხედვით, საქართველოში კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1.3%-ს შეადგენს. მაშინ როცა, აღნიშნული ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში – 10%,  ხოლო  მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -12%-ია. საქართველოში კერძო კომპანიებისგან საჩუქრების/არაფორმალური გადახდების მოთხოვნის შემთხვევები მხოლოდ 1-1.4%-ს შეადგენს, მაშინ როცა აღნიშნული მაჩვენებელი…

მეტი...

აბიტურიენტებს მითითებულ პროგრამებში ცვლილებების განხორციელების საშუალება 27 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ

პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 27 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს. ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს სთხოვს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად, შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი. „აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აფრთხილებს აბიტურიენტებს: არ დაგავიწყდეთ – ნებისმიერი ცვლილების…

მეტი...

“სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებით შევძლებთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 7-15 წუთამდე შემცირდეს” -კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა გრძელდება და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება იგეგმება.  როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა,  სატრანსპორტო დერეფნების მოწყობის შედეგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოცდის დრო 7-დან 15 წუთამდე შემცირდება.  „სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით მუშაობა დაწყებულია, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სწრაფად გადაადგილდეს და შესაბამისი დერეფნები მოეწყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა უბანს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ამ შემთხვევაში, ავტობუსზე, თანაბარი წვდომა უნდა ჰქონდეს. დღეს გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანებს, რომლებიც ავტობუსით ყოველდღიურად სარგებლობენ, გაჩერებებზე ლოდინი 30-40 წუთის განმავლობაში უწევთ, რაც სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს.…

მეტი...

არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატები ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით მიმართეს. უფლებადამცველები უწყებისგან ფეხბურთელის საქმეში ერთ-ერთი მოწმის, ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის მისამართით გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. როგორც ბექა ნემსიწვერიძე და ვასილ მამულაშვილი აცხადებენ, ბრეგვაძემ გამოძიებას არაერთხელ მისცა ცრუ ჩვენება, ამიტომ ადვოკატები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან შესაბამ სამართლებრივ შეფასებას მოითხოვენ. „შევიტანეთ განცხადება, რომლითაც ვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება იაკობ ბრეგვაძის მიმართ. მიგვაჩნია, რომ მან მთელ რიგ შემთხვევებში გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. კერძოდ, პირველი გამოკითხვისას მიუთითებს იმ გარემოებაზე, თითქოს „ტოიოტა ქამრი“ როდესაც მივიდა შემთხვევის ადგილას, იქიდან გადმოვიდა სამი პირი და ფიზიკურად უსწორდებოდნენ 10…

მეტი...

“მოვუწოდებთ ყველა იქ მყოფ ადგილობრივ მცხოვრებს და ტურისტს, რომ ისარგებლონ ამ მომენტით და ჩაიტარონ ტესტირება” – ხოჯევანიშვილი ზღვისპირა კურორტებზე

შავი ზღვისპირეთში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება – ბათუმსა და ქობულეთში განთავსებულია დროებითი სამედიცინო პუნქტები, სადაც მიმდინარეობს ტურისტების ტესტირება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ უფასო ტესტირება Covid-19-ზე. „მოვუწოდებთ ყველა იქ მყოფ ადგილობრივ მცხოვრებს და ტურისტს, რომ ისარგებლონ ამ მომენტით და ჩაიტარონ ტესტირება, რაც კიდევ უფრო ნათელს მოჰფენს არსებულ სურათს და კიდევ უფრო მეტ პრევენციას მოახდენს ეპიდემიოლოგიური ვითარების,“- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მეტი...

“მათი მდგომარეობა სტაბილურია” – ლევან რატიანი შატილში დაშავებულებზე

შატილის ტრაგედიისას დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. სამივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, ხელოვნურ სუნთქვაზე რჩება. ამასთან, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ნევროლოგიური სტატუსის მხრივ პაციენტებთან დადებითი დინამიკა შეინიშნება და მათი მდგომარეობა სტაბილურია.  “ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა და გამოკვლევა. კლინიკურად დაისვა დიაგნოზები სამივესთან იდენტური – ეს არის პოლიტრავმის შედეგად განვითარებული ტრავმულ-გემორაგიული შოკი. ძილიანობა, სუნთქვის უკმარისობა და ა.შ. იცით, რომ ორ პაციენტთან ჩატარდა ინტერვენციული ოპერაცია. აქედან გამომდინარე, ლიკვიდირებულ იქნა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ტრავმული დაზიანება. ამ ეტაპზე, მინდა გითხრათ, რომ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ პაციენტებთან დადებითი დინამიკა გვაქვს მიღწეული. ჩატარებული კვლევების შედეგად,…

მეტი...

თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემა 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე განხორციელდება

თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პირველი ოქტომბრიდან ბაღები დაიწყებს ფუნქციონირებას, თუმცა მინდა, მანამდე დავავალო ჩემს მოადგილეს, რომ 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე განახორციელოთ საკვებით უზრუნველყოფა, როგორც ეს პანდემიის პირობებში გვქონდა გაკეთებული. ბაღის აღსაზრდელებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ის რაციონი, რაც უნდა მიეღოთ ამ ორი კვირის განმავლობაში, მაქსიმალურად უზრუნველვყოთ, მოაწესრიგოთ, გქონდეთ კომუნიკაცია მშობლებთან და როგორც წინა შემთხევაში იყო, ჩალაგებული შესაბამის პარკებში, ჰქონდეთ შესაძლებლობა მშობლებს, სახლში წაიღონ“, – განაცხადა კახა კალაძემ

მეტი...

კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ასევე 2 კვირის ინტერვალით, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კინოთეატრებისა და თეატრების გახსნასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება კინოთეატრები, ხოლო თეატრები  ასევე, 2 კვირის ინტერვალით – 1-ლი ოქტომბრიდან. „კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ასევე 2 კვირის ინტერვალით, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები,“ – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მეტი...

ბიძაშვილმა, ბიძაშვილი სნადირო თოფით დაჭრა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ბიძაშვილმა ბიძაშვილს სანადირო თოფი ესროლა. არსებული ინფორმაციით,  ბიძაშვილებს შორის კონფლიქტური ურთიერთობა წლების მანძილზე გრძელდებოდა. ამჯერად კი მათივე თქმით, ინციდენტი იმის გამო მოხდა, რომ ერთი მათგანის ბოსტანში მეორე ბიძაშვილის ქათამმა პომიდორი გააფუჭა. ამ თემაზე შელაპარაკების დროს 73 წლის ერასტო ლომჯარიას ბიძაშვილმა, ვაჟა ლომჯარიამ სანადირო თოფი ფეხებში ესროლა. ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში” დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. ქირურგის ტიტე მელაძის თქმით, ერასტო ლომჯარიას საფანტი წვივის და ბარძაყის არეში აქვს მოხვედრილი. ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უკვე ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტი კლინიკიდან დღეს გაეწერება.  შინაგან საქმეთა…

მეტი...

15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, 1-ლი ოქტომბრიდან – საბავშვო ბაღები

15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, შესაბამისად, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, 1-ლი ოქტომბრიდან გახსნება საბავშვო ბაღები, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  მისივე თქმით,  მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. „მივიღეთ გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, როგორც თქვენთვის ცნობილია, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, შესაბამისად, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, 1-ლი ოქტომბრიდან გახსნება საბავშვო ბაღები. ჩვენ ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლის შესახებაც მიღებულ გადაწყვეტილებას ეტაპობრივად მოგაწოდებთ“, –  განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მეტი...

2 სექტემბრიდან დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში შეზღუდვები მოიხსნება

2 სექტემბრიდან დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში შეზღუდვები მოიხსნება, ამის შესახებ განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.   უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით აღნიშნულ დასახლებულ პუნქტებში კორონავირუსზე ტესტირება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ხოჯევანიშვილის თქმით, ტესტირება აქტიურად ხორციელდება აჭარის რეგიონში სპეციალურად შექმნილ პუნქტებშიც და მან ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს მოუწოდა, რომ ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და COVID-19-ზე გაიტესტონ.

მეტი...

“მსოფლიო ბანკის კვლევა ადასტურებს, რომ ყველა პოლიტიკური ნარატივი, თითქოს საქართველოში გაზრდილია კორუფციის მაჩვენებელი, სიცრუეა” – ბექა ლილუაშვილი

მსოფლიოს 144 ქვეყნიდან, საქართველო ათეულშია კორუფციის შემთხვევების სიმცირის მიხედვით, ასევე 10 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა კორუფციის წნეხის  სიღრმის მაჩვენებლების მიხედვით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა, მსოფლიო ბანკის საწარმოთა კვლევის შესახებ საუბრისას განაცხადა.  მისი თქმით, აღნიშნული შეფასებები რამდენიმე ასეული სხვადასხვა ზომის ქართული კომპანიის გამოკითხვის შედეგად ჩამოყალიბდა. „საკვლევი საგანი იყო კორუფციის ხარისხი ქვეყანაში და შედეგების მიხედვით, მსოფლიოს 144 ქვეყნიდან, საქართველო ათეულშია კორუფციის შემთხვევების სიმცირის მიხედვით, ასევე კორუფციის წნეხის  სიღრმის მაჩვენებლების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ყველა ის პოლიტიკური ნარატივი, რომელიც სხვადასხვა ოპონენტის მხრიდან მედია სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა, რომ საქართველოში გაზრდილია კორუფციის მაჩვენებელი,  არის სიცრუე, რასაც  მსოფლიო ბანკის  ეს მასშტაბური კვლევაც  ადასტურებს“, – აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. მსოფლიო ბანკი საწარმოთა კვლევას პარტნიორებთან ერთად (EBRD, EIB, DFID) 4 წელიწადში ერთხელ ატარებს და ყურადღებას ბიზნესგარემოს იმ მრავალ ასპექტზე ამახვილებს, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კერძო სექტორის, შესაბამისად, მთლიანად ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაში. კვლევა საქართველოში 2019 წლის მარტიდან 2020 წლის იანვრის ჩათვლით ჩატარდა და ამ პერიოდში 581 სხვადასხვა კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები გამოიკითხნენ.

მეტი...

ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მამაკაცის ძებნა რამდენი საათის წინ თვითმხილველეს მიერ განხორციელებული ზარის შემდეგ დაიწყო. მათივე ცნობით, თვითმხილველი აცხადებდა, რომ მამაკაცი ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში გადახტა. ადგილზე მყვინთავები და მაშველები მუშაობდნენ.

მეტი...

მტკვარში მამაკაცი გადახტა – მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი

თვითმხილველის ინფორმაციით, ორთაჭალჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე მტკვარში მამაკაცი გადახტა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. დამატებითი დეტალები, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის. 

მეტი...