საბურთალოს რაიონში დაავადებული ხეების სანიტარიული ჭრები განხორციელდა

საბურთალოს რაიონში სანიტარული ჭრის ღონისძიებები ჩატარდა და დაავადებული ხეების ადგილას, რეკრეაციული ადგილი მოეწყობა, სადაც 250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება. „თბილისის მასშტაბით, სანიტარიული ჭრის  ღონისძიებები გრძელდება. საბურთალოს რაიონში, ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩა N11-ის მიმდებარედ, დაახლოებით, 150-მდე ძირი დაავადებული, ხმობადი ფოთლოვანი ხე და ფიჭვი მოიჭრა. საბურთალოს გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც,  250 ძირი ხე-მცენარე დაირგვება“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

„ჩემთვის მნიშვნელოვანია მოგისმინოთ და თქვენგან გავიგო, თუ რა გაწუხებთ“ – გოგი მეშველიანის შეხვედრა ამომრჩეველთან

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდიდატი ამჯერად, წალკის მუნიციპალიტეტში დაბების-ბედიანის, ხრამჰესის, თრიალეთის, სოფლების – კავთასა და დაშბაშის მოსახლეობას შეხვდა. მმართველი გუნდის კანდიდატი მოსახლეობას დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა და აქვე დასძინა: „მე თქვენთან შეხვედრა არჩევნების მიღმაც არ უნდა მომერიდოს და ისეთს არაფერს შეგპირდებით რის შესრულებასაც ვერ შევძლებთ. ერთს კი გპირდებით, რომ არსებული გამოწვევების დასაძლევად დროს და ენერგიას არ დავიშურებთ. მჯერა ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს.“ მოსახლეობის ძირითად პრობლემას საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის და მიწის) დაკანონება, საკანალიზაციო სისტემის არ არსებობა/გაუმართაობა წარმოადგენს .ახალგაზრდებს…

მეტი...

ქობულეთში კორონავირუსი დადასტურდა, ვინც ქობულეთში ისვენებდა, ცხელების ცენტრებს უნდა მიმართოს

9-ში, 10-ში და 11 აგვისტოს ვინც ქობულეთში ისვენებდა და კაფე “ჰავანას” სტუმრობდა, ცხელების ცენტრებს უნდა მიმართონ. ქობულეთში, კაფეში დასაქმებულ ერთ-ერთ ქალბატონს „კორონავირუსი“ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, განაცხადა, რომ ინფიცირებულებს საქართველოს მასშტაბით ქობულეთიდან ერთი ადამიანი შეუერთდა, ეს გახლავთ ქალბატონი, რომელიც კაფე “ჰავანაში” მუშაობდა და ის თბილისიდან იყო ჩასული. მისივე თქმითვე, ყველა ადამიანი, ვინც იქ მუშაობდა იზოლაციაშია გადაყვანილი. „დაფიქსირდა ჩვენთვის არასასიამოვნო შემთხვევა – ინფიცირების შემთხვევა ქობულეთში. ქალბატონი თბილისიდან არის ქობულეთში ჩასული. არის ასეთი კაფე “ჰავანა” ქობულეთში, სადაც ინფიცირებული მუშაობდა. უკვე ყველა ადამიანი, ვინც იქ მუშაობდა იზოლაციაშია…

მეტი...

ლია მუხაშავრია, დავით ჭიჭინაძის პოლიტიკურ პარტია „ტრიბუნას” შეუერთდა

„ტრიბუნა“ არის ის ადგილი, სადაც მივაღწევთ, რომ ადამიანებს დარღვეული უფლებების აღდგენის პერსპექტივა გავუჩინოთ,“ – აცხადებს  უფლებადამცველი, იურისტი, ლია მუხაშავრია და პოლიტიკაში მიდის დავით ჭიჭინაძის პოლიტიკურ პარტია „ტრიბუნას“ შეუერთდა. „არჩევნებმა, ძალიან ბევრი რამ უნდა შეცვალოს ამ ქვეყანაში. პირველ რიგში კი, უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რაც ადამიანებს მისცემს დარღვეული უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. დაუშვებელია ქვეყანაში გამუდმებით  ირღვეოდეს ადამიანების უფლებები და არ მოქმედებდეს იმ წესებისა და კანონების ერთობლიობა, რომელიც ამ დარღვეულ უფლებებს აღადგენდა, კანონს აღასრულებდა და სამართალს თავის სიმაღლეზე დააყენებდა. მე ვფიქრობ, რომ “ტრიბუნას”  სწორე  ამ მხრივ აქვს ძალიან კონკრეტული მიმართულება და ძალიან კონკრეტული…

მეტი...

კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში მოგზაურობას უკავშირდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცონო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ცხრა სვანეთში მოგზაურობას უკავშირდება, ოთხი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. მისივე თქმით, კიდევ ერთი ახალი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ერთის ინფიცირების წყარო კი, უცნობია. „ცხრა დადასტურებული შემთხვევა არის მოგზაურობა ეპიდაფეთქების ზონაში, სვანეთში. ოთხი შემთხვევა არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი გახლავთ შემოტანილი და ის სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, მისივე თქმით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 216 ინფიცირებული რჩება, რომელთაგან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია. „დღევანდელ დღეს კოვიდცენტრებში 216 პაციენტი მკურნალობს. მათი განაწილება სიმძიმის მიხედვით ასეთი გახლავთ…

მეტი...

ამ დროისათვის მესტიის მუნიციპალიტეტში 3 132 ნიმუშია აღებული

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით ეპიდემიოლოგთა ჯგუფები დღეს დილიდან მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას იკვლევენ, აღებულია 3000 – ზე მეტი ნიმუში. „ამ დროისათვის მესტიის მუნიციპალიტეტში 3 132 ნომუშია აღებული. დღეს დილიდან ეპიდემიოლოგების ექვსი ჯგუფი იმ სოფლებში წავიდა, სადაც მოსახლეობა ჯერ არ გამოუკვლევიათ. ასევე, ჩამოსულია კიდევ ექვსი ჯგუფი, რომლებიც ღრმა ეპიდკვლევას დაიწყებენ. რაც შეეხება მოსახლეობის პროდუქტითა და სურსათით მომარაგებას, ეს პროცესი გრძელდება. ლენჯერის თემის გარდა, დისტრიბუცია თვითონ შედის ყველგან და მოთხოვნის შესაბამისად ამარაგებენ“, – განაცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა. ამასთან, დაბა მესტიაში ეპიდემიოლოგების სპეციალური შტაბი გაკეთდა, რომელიც მოსახლეობის კონტაქტებს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით იკვლევს, მოგვიანებით კი…

მეტი...

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა სამი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განახლებული მონაცემები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 321 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ სამი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1088-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 5 97 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 261.

მეტი...

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კარდენახში, სასტუმრო “ამპელო” დაათვალიერეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი და გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქში ,,ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით სონღულაშვილი სასტუმრო “ამპელოში” იმყოფებოდნენ. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კომპლექსი დაათვალიერეს და მუშაობის პროცესით დაინტერესდნენ. სასტუმროს მფლობელმა გურამ მახოშვილმა აღნიშნა, რომ სასტუმროს მშენებლობის მთავარი მაპროვოცირებელი სახელმწიფო პროგრამა “შეღავათიანი აგროკრედიტი “ იყო. სასტუმროს მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და საერთო ბიუჯეტი 6 მილიონ ლარს შეადგენს, რომლიდანაც სახელმწიფოს ხელშეწყობით 1 მილიონი ლარი აგროკრედიტია, 5 მილიონი კი კომპანიის ინვესტიცია. კომპლექსი ღვინის საწარმოს (მარანს), რესტორანს და სასტუმროს 20 ნომერს მოიცავს. კომპანიას მევენახეობის…

მეტი...

პოლიციამ სამგზავრო ავტობუსისა და მისი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამგზავრო ავტობუსის და მასში მყოფი ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი -1974 წელს დაბადებული გ.ჯ. დააკავეს. სამინისტროს ცნობით, დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში, ზუგდიდი-თბილისის მარშრუტის სამგზავრო ავტობუსს ქვა ესროლა, რის შედეგადაც დაშავდა ერთი მგზავრი და დაზიანდა აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წინა საქარე მინა. პოლიციამ გ.ჯ. ხობში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი…

მეტი...

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებულ, ომის დროს დაღუპულ 13 პირს დღეს დაკრძალავენ

სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 11:00 საათზე აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 14:00 საათზე დაგეგმილია გამოსვენება, ხოლო 15:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალვა დიღმის ძმათა სასაფლაოზე. აღსანიშნავია, რომ დიღმის ძმათა სასაფლაოზე კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული 13 პირიდან ორ მებრძოლს დაკრძალავენ, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 13 პირის იდენტიფიცირება მოხერხდა. კონფლიქტის…

მეტი...

200 – ლარიანი დახმარების მისაღებად, მისაღებად მშობლები რეგისტრაციის გავლას ხვალიდან შეძლებენ

0-დან 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად,  მშობლები სპეციალურ  პორტალზე  რეგისტრაციის გავლას   ხვალიდან  შეძლებენ. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე -daxmareba.moh.gov.ge ელექტრონულ პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ბავშვის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სახელზე კომერციულ საბანკო დაწესებულებაში გახსნილი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის ანგარიშის ნომერი); საკონტაქტო მობილური,  რომელზეც  მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოხდება. თუ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ვერ ხდება ბავშვსა და მშობელს შორის ურთერთკავშირის დადასტურება,…

მეტი...