„იქამდე არაფერი გეტკინოთ, ვიდრე სააკაშვილი ჩამოვა“ – ზვიად ძიძიგური „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ეს იყო ეშმაკური განცხადება, რაც სააკაშვილმა თქვა ჩამოსვლასთან დაკავშირებით, მას არ დაუკონკრეტებია თუ როდის ჩამოვა,“ – ამის შესახებ „კონსერვატიული პარტიის” ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ზვიად ძიძიგური თვლის, რომ ყოფილი პრეზიდენტის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ ოპოზიციური ხმების მობილიზებას და სხვა პოზიციური პარტიების დიკრედიტაციას ემსახურება:

„სააკაშვილმა თქვა ზოგადი ფრაზა, – მე ვბრუნდები, აქ იყო ეშმაკობა ჩადებული მას არ უთქვამს რომ საარჩევნოდ ბრუნდება და ვინმე თუ შეედავება იტყვის საარჩევნოდ არ დაუანონსებია ეს, ამას მისი მეუღლეც ამბობდა, რომ გვირაბის საშუალებით ჩამოვიდოდა, თქვენ არაფერი არ გეტკინოთ მანამდე , სანამ სააკაშვილი აქ არ ჩამოვა, ეს ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, ასწიოს ტემპერატურა მაღლა და ყველა ოპოზიციური ხმის მობილიზება მოახდინოს, ასევე  ჩაძიროს სხვა ოპოზიციური პარტიები, ის ამ განცხადებებით „ქართულ ოცნებას“ პრობლემას ვერ შეუქმნის, ამიტომ ეს კონცერტი ნანახი გვაქვს არაერთ გზის, “გავრილოვის ღამესაც” აცხადებდა, რომ ბრუნდებოდა,“ – განაცხადა ძიძიგურმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება

მსგავსი თემები